From : Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>
To : Maia maglakelidze-khomeriki <Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge>
Subject : RE: ცვლილებები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; tengiz abazadze <tabazadze@ssa.gov.ge>; itabatadze@ssa.gov.ge; Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>; Giorgi Usharauli <GUsharauli@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Received On : 26.03.2015 15:34

მაიკო მოგესალმები,

დანართის სახით ფაილი არ მიმიღია სამწუხაროდ.

მიმოწერაში ვამატებ ჩემს კოლეგებს.

ასევე მაქვს თხოვნა, თუ არის შესაძლებელი გვითხრათ, თუ კონკრეტულად რა უნდა გააკეთონ ჩვენმა თანამშრომლებმა იმისათვის, რომ თქვენს მიერ დასმული ამოცანები იქნას გადაჭრილი

 

მადლობთ,

ალეკო

 

Alexander Turdziladze

Chief of Party

Abt Associates Incorporated - Georgia

USAID Health System Strengthening Project
A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia

Tel. (995 32) 510021 Ext.#1617
Mob: +995  593 226226

 

From: Maia maglakelidze-khomeriki [mailto:Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge]
Sent: Wednesday, March 25, 2015 7:52 PM
To: Alexander Turdziladze
Cc: zsopromadze@moh.gov.ge; tengiz abazadze; itabatadze@ssa.gov.ge
Subject:
ცვლილებები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში

 

მოგესალმებით.

ალეკო, 36-ე დადგენილებაში 1 აპრილიდან ამოქმედდება გარკვეული ცვლილებები, რომელთა განხორციელებისთვისაც საჭირო იქნება პროგრამული ცვლილებები.

  1.  (1) კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის, (2) კრიტიკული მდგომარეობების/ ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 21 დღის შემდეგ დაყოვნების, (3) თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიისა და (4) სისხლისა და სისხლის შემცვლელების ტრანსფუზიის ანაზღაურება მოხდება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი/ატვირთული ტარიფის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა.  ტარიფების შესახებ მონაცემებს და კლინიკების დაყოფას თანდართული ფაილის სახით გიგზავნით;
  2. სასწრაფო დაუყოვნებელი ინტერვენციები (გადაუდებელი ინტერვენციები, გარდა დანართი 1.2-ით განსაზღვრული მდგომარეობებისა - SUR, CAR, NEU კოდები), გეგმური მომსახურების მსგავსად დაფინანსდება სატარიფო არეალების მიხედვით (გარდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილების ბენეფიციარების მომსახურებისა). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან; ხოლო თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მომსახურების ღირებულება ნაკლებია ტარიფის არეალის სიდიდეზე, თანაგადახდა ანგარიშდება ამ სიდიდიდან. ამასთან, თუ ფაქტიური ხარჯი ნაკლები აღმოჩნდა სატარიფო არეალზე, სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება ფაქტიური ხარჯის შესაბამისი პროცენტი (ეჭვი მაქვს, ასეთი შემთხვევები იშვიათი იქნება);
  3. 1.2 დანართით განსაზღვრულ გადაუუდებელ მდგომარეობებს (ე.წ. 100%-იანი კოდები) დაემატება შემდეგი ნოზოლოგიები:

N

ICD 10 კოდი

ნოზოლოგიის დასახელება

NCSP კოდი

ქირურგიული ჩარევის დასახელება

დაზუსტება

1

N83.2

საკვერცხის სხვა და დაუუსტებელი კისტები

LASC/LASD/ LASE/LASF

საკვერცხის დაზიანებული უბნის ამოკვეთა ან დაშლა/ საკვერცხის ნაწილობრივი ამოკვეთა/საკვერცხის სრული ამოკვეთა/საკვერცხის და ფალოპის მილის ამოკვეთა

საკვერცხის კისტის აპოპლექსია

2

N83.5

საკვერცხის, საკვერცხის ფეხის და ფალოპუსის მილის შემოგრეხა

LASC/LASD/ LASE/LASF/ LBSD/LBSE

საკვერცხის დაზიანებული უბნის ამოკვეთა ან დაშლა/ საკვერცხის ნაწილობრივი ამოკვეთა/საკვერცხის სრული ამოკვეთა/საკვერცხის და ფალოპის მილის ამოკვეთა /ფალოპის მილის ნაწილობრივი ამოკვეთა/ფალოპის მილის ტოტალური ამოკვეთა

 

3

K35.2

მწვავე აპენდიციტი გენერალუზებული პერიტონიტით

JESA10

JASK

აპენდექტომია დრენირებასთან ერთად/პერიტონეუმის ღრუს დრენირება და გამორეცხვა

 

  1. ყველა კატეგორიის ბენეფიციარებისთვისაც გადაუდებელი თერაპიული მდგომარებები ანაზღაურდება ფაქტიური ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 5 საწოლ-დღისა;
  2. ტექნიკურად დაზუსტდადანართი 1.2-ის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღრვული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ზოგიერთი პუნქტი (ხელოვნური კოდების მითითებით დამატებით გადმოგიგზავნით)
  1. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების (დანართი 1.2 პირველი პუნქტი)  ჩარევების ჩამონათვალთან უნდა მიეთითოს „ჩვენების შესაბამისად“.





 

პატივისცემით,

მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი

 
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი
სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო
მისამართი: აკაკი წერეთლის გამზ. N144, 0119, თბილისი

ტელ: (032) 251 00 33 - 1519
მობ: (+995) 591 311 333(+995) 591 311 333

Call

Send SMS

Add to Skype

You'll need Skype CreditFree via Skype


Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia
Social Service Agency