From : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>
To : Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>; Mary Gelashvili <MGelashvili@hssp.org.ge>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Subject : RE: ,,ვერტიკალური" პროგრამები
Cc : tabazadze@ssa.gov.ge
Received On : 20.10.2014 13:57

დიდი მადლობა მაგდა! მაქვს კითხვა - ეს არის საკითხების სრული ჩამონათვალი, რაც ამ პერიოდისათვის თქვენთვის ცნობილია ვერტიკალურ პროგრამებთან დაკავშირებით? მიმოწერაში ვსვა მარის და თათას და მოგვწერენ ყველაფერს. პატივისცემით, ალეკო Alexander Turdziladze Chief of Party Abt Associates Incorporated - Georgia USAID Health System Strengthening Project A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia Tel. (995 32) 510021 Ext.#1617 Mob: +995 593 226226 -----Original Message----- From: Magda Naskidashvili [mailto:MNaskidashvili@ssa.gov.ge] Sent: ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2014 წელი 17:50 To: turdziladze@gmail.com Cc: tabazadze@ssa.gov.ge Subject: ,,ვერტიკალური" პროგრამები ბატონო ალეკო, გაწვდით ე.წ. ,,ვერტიკალური პროგრამების“ ფარგლებში 2014 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით დაფიქსირებულ ხარვეზებს ცალკეული პროგრამის მიხედვით: აივ-ინფექცია/შიდსი ამბულატორიული მომსახურება - გაკეთდა ბენეფიციარების აღრიცხვის მოდული, მიმწოდებლების მიერ შეიქმნა ბაზები. ანგარიშგებაში არ ხდებოდა მოდულში დარეგისტრირებული ბენეფიციარების სრულად გადმოტანა, რის გამოც აღნიშნულ კომპონენტში საანგარიშგებო დოკუმენტაცია ანგარიშგების მოდულში არ არის გადმოგზავნილი. სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო – პრაქტიკული ცენტრი - ს/კ 212153756, აივ- ინფექცია/შიდსის ,,ამბულატორიული მომსახურების“ ფორმა ანგარიშგებაში გადმოიტანილია 26 ბენეფიციარი, გასუფთავების ღილაკით არ ხდება შემთხვევების წაშლა. არ გადმოაქვს ამბ. მოდულში დარეგისტრირებული ბენეფიციარები - error ბენეფიციარების აღრიცხვის მოდულში დარეგისტრირებულია 772 ბენეფიციარი. ნარკომანია ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება - გაკეთდა ბენეფიციარების აღრიცხვის მოდული, მიმწოდებლების მიერ შეიქმნა ბაზები. ანგარიშგებაში არ ხდება მოდულში დარეგისტრირებული ბენეფიციარების სრულად გადმოტანა, ამასთან არ მოაქვს ინფორმაცია - სქესი, ს/დ, ასაკი, აღრიცხვაზე აყვანის თარიღი, აღრიცხვიდან მოხსნის თარიღი. რის გამოც აღნიშნული კომპონენტში საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ არის გადმოგზავნილი. სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია - შემთხვევებზე სადაც დაფიქსირებული იყო ერთზე მეტი ხელოვნური კოდი, დამატებით კოდზე პროგრამით ასანაზღაურებელ თანხაში ფისქსირდებოდა ნული. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ კომპონენტში ყველა შეტყობინებაში ორი ხელოვნური კოდის შესაბამისად ხდება ანაზღაურება, შემთხვევები ვერ გადმოიგზავნა. ორი კოდის შემთხვევაში, დამატებით კოდზე - პირველადი რეაბილიტაციის ერთი შემთხვევის მაქსიმალური ლიმიტი 11080008 - ღირებულება არ მოაქვს. დარეგისტრირებული ბენეფიციარების რაოდენობა აღემატება ელ. ანგარიშგების ბაზაში არსებული ბენეფიციარების რაოდენობას, ამასთან ელ. ანგარიშგების ბაზაში მოხვედრილია ის ბენეფიციარებიც, რომლებიც საანგარიშო თვის წინა თვეში მოიხსნენ აღრიცხვიდან (გაპასიურებული სახით) ხელოვნური კოდი-ში დამატებულია მხოლოდ 11080007 - სტაციონარული დეტოქსიკაციის ერთი შემთხვევის მაქსიმალური ლიმიტი - 1250 ლარი, ხოლო 11080008 პირველადი რეაბილიტაციის ერთი შემთხვევის მაქსიმალური ლიმიტი - თანხა არაა მითითებული, რის გამოც მომსახურების ღირებულების დათვლის დროს არ მიეთითება სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა, შესაბამისად არ ხდება ამ თანხის საბოლოო ასახვა. სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება სტაციონარული ფორმა - ფინანსდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მომსახურების ღირებულების გრაფაში ფაქტიური ხარჯის მითითების და დაჯამების შემდეგ სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელ თანხის ველში ფიქსირდება - 0. შესაბამისად დაწესებულება ვერ აგზავნის შესრულებულ სამუშაოს შემთხვევათა არავალიდურობის გამო ან შესრულების ნაწილი გადმოგზავნილია დაკორექტირებული სახით. სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარული გამოკვლევები ქვეკომპონენტი - შემთხვევებზე ინფორმაციის ატვირთვისას ასანაზღაურებელ თანხას წერს 0-ს; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელ თანხაში წერს ნულს, შესაბამისად დაწესებულება ვერ აგზავნის არავალიდურობის გამო, ან გადმოგზავნილია დაკორექტირებული სახით. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა სტაციონარული მომსახურება - შემთხვევის ნომრით იდენტიფიცირებისას არ მოდის მიმდინარე შემთხვევის მონაცემები. ფსიქიკური ჯანმრთელობა; სტაციონარული მომსახურება. ორი კოდით მოთხოვნის შემთხვევაში, დაფიქსირებული ICD და NCSP კოდები შესაძლებელია შეესაბამებოდეს როგორც ძირითად ასევე დამატებით ხელოვნურ კოდს, უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ ეტაპზე ისევ შეზღუდვა დევს. გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურება - ანაზღაურდება თვის ვაუჩერით, რომლის ღირებულებაც განსაზღვრულია 450/ 650 ლარით (450/თვეში დღეების რაოდენობაზე*გატარებული საწოლდღეების რაოდენობაზე; ,,გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურებისას“ ასანაზღაურებელი თანხის დათვლა არ ხდება. ტუბერკულოზის მართვა სტაციონარული მომსახურება - ანალოგიური პრობლემაა საანგარიშგებო თვეში ასანაზღაურებელი დღეების დათვლასთან დაკავშირებით; სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელში, ყველა შემთხვევაში ფიქსირდება ,,0“ და შესაბამისად, ამ მიზეზით ვერ გადის ვალიდაციას. ტუბერკულოზის ხელშეწყობის კომპონენტი: არ ხდება ხელოვნური კოდების არჩევა და შესაბამისად, ბოლომდე ვერ მიდის პროცესი. გაწვდით შეტყობინებას დაქვემდებარებულ იმ პროგრამებს/კომპონენტებს, სადაც არის გრძელვადიანი მომსახურება და ანზღაურება ხდება მიუხედევად იმისა დახურულია თუ არა შემთხვევა: ეს მხოლოდ გარკვეულ ხელოვნურ კოდებს ეხება და საჭიროა კოდებიც მოგაწოდოთ? ფსიქიკური ჯანმრთელობა- სტაციონარული მომსახურება/ ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარული მომსახურება ტუბერკულოზის მართვა - სტაციონარული მომსახურება ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა - ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული-პალიატიური მზრუნველობა და სიმპტომური მკურნალობა დაუსრულებელ შემთხვევებზე, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულიდან უნდა წამოიღოს შეტყობინება შემდეგ კომპონენტებზე: ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების გრძელვადიან კოდებზე: 11010357,11010359,110103560,110103561–66 ჩათვლით; ტუბერკულოზის მართვის პროგრამის სტაციონარული მომსახურების კომპონეტის თერაპიულ კოდებზე:11030063–66 ჩათვლით; ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამის სტაციონარულ კომპონენტის ყველა კოდზე. ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა, პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა ,,შეტყობინებისა და მართვის მოდულიდან“ ანგარიშგებაში მონაცემები არ გადმოაქვს სრულყოფილად. შესრულებები არ არის წარმოდგენილი. სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება სამედიცინო ტრანსპორტირება – რეფერალური დახმარება კომპონენტის ფარგლებში, მხოლოდ კონსულტაციის ხელოვნური კოდების შეყვანის შემთხვევაში არ ფიქსირდება კოდის ღირებულება და სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა ,,0” შესრულებები ვერ გადმოიგზავნა შემდეგი მიზეზით: არავალიდურია შემთხვევები - გამოძახების მისამართი დაწესებულების დასახელება - invalid data type (system. Int64) დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება შეიქმნა ბენეფიციარების აღრიცხვის მოდული. ააიპ დიაბეტიან ბავშვთა ასოციაცია ს/კ 2044882065 ბენეფიციართა ამბულატორიულ მოდულში ,,დიაბეტი" დარეგისტრირებულია 90-მდე ბენეფიციარი. ანაგარიშგების მოდულში აგვისტოს თვის ანგარიშგებაში ინფორმაცია არ მოაქვს. შესრულებული სამუშაო ვერ გადმოიგზავნა. პატივისცემით, მაგდა ნასყიდაშვილი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 144, 0119, თბილისი მობილური: (+995) 99 09 39 10 ელ–ფოსტა: MNaskidashvili@ssa.gov.ge Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia Social Service Agency