From : Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>
To : Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Subject : RE: instrukcia da meilis teksti
Received On : 05.03.2013 12:35
Attachments :

თათ სულ ოდნავ გავასწორე, ნახე აბა ესეთი ვარიანტი თუ გამოდგება..მიმართვითი ფორმა ჯობს ჩემი აზრით...ეს იკონკები ჩაიდება პოპ-აპში ტექნიკურად?

 

 

 

ინსტრუქცია მომხმარებელთათვის სერვისის ფასის დამატების შესახებ:

 

კონკრეტული სერვისისთვის ფასის დასამატებლად, გთხოვთ იხელმძღვანელოთ შემდეგი ინფორმაციით:

 

დაწესებულების ველში ღილაკით ფასის დამატება - http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/Cloud/App_Themes/default/images/edit_price.png - გამოდის დამატებითი ფანჯარა, რისი მეშვეობითაც ახდენთ თქვენი ორგანიზაციის იდენტიციფირებას სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების ფარგლებში კონტრაქტირებული სამედიცინო დაწესებულებების ერთიან ბაზაში. რისთვისაც, ჩამოსაშლელი მენიუდან ირჩევთ შესაბამის დაწესებულებას და ღილაკზე ”გადასვლა” დაჭერით გადადიხართ სერვისების სრულ ჩამონათვალზე. ამასთანავე, გაქვს შესაძლებლობა სერვისის ძებნა განახორციელოთ სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. მაგ: კოდი, დასახელება ან ორივე ერთად. შესაბამისი სერვისის არჩევის შემდეგ, მაჯვენა მხარეს მოცემული ფასის დამატების ღილაკზე დაჭერით - http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/Cloud/App_Themes/default/images/add_price.png - გამოვა დამატებითი ფანჯარა, სადაც შეგეძლებათ მიუთითოთ სერვისის ღირებულება. ”შენახვა” ღილაკზე დაჭერით, შეყვანილი ფასი ავტომატურად აისახება საინფორმაციო პორტალზე. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია შეიყვანოთ არაუგვიანეს 20 მარტისა.

 

 

მეილის ტექსტი:

 

გაცნობებთ, რომ აფთიაქებისა და სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე დამატებულია ახალი ფუნქციონალი - სერვისების ფასების დამატება, რისი საშუალებითაც სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ თავიანთი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით დაარეგისტრირონ კონკრეტული სერვისის ღირებულება. აღნიშნული ცვლილება იქნება სავალდებულო ხასიათის და სამომავლოდ დაედება შესაბამისი ვალიდაცია თანხის ანაზღაურებასთან მიმართებაში. ფასების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 მარტი, რათა საკმარისი დრო იყოს წარმოდგენილი ინფორმაციის ხარვეზების გასასწორებლად, ესეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, გთხოვთ იხილოთ მომხმარებლისთვის მომზადებული მოკლე ინსტრუქცია სერვისების ღორებულების რეგისტრაციის შესახებ.

 

 

 

Best Regards

 

Tata Kobakhidze

 

HMIS Processes Analyst

Abt Associates Incorporated – Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, A. Tsereteli Ave., 16 floor, Tbilisi 0119, Georgia

Tel: (995 32) 2 510 021, ext 1616