| From : | Giorgi Sakevarashvili <gsakevarashvili@gmail.com> |
| To : | Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge> |
| Subject : | Re: თბილისის მერია - მიმართვების მოდული |
| Cc : | Sopio Aspanidze <sopioaspanidze@yahoo.com>; adanelia <adanelia@moh.gov.ge>; Moh - Davit Gubelidze <dgubelidze@gmail.com>; Manuchar Tokhadze <MTokhadze@hssp.org.ge>; Nikoloz Ivanauri <Nivanauri@hssp.org.ge>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; gela chiviashvili <gelachivi@gmail.com>; Ketevan Mgebrishvili <ketimgeb@gmail.com>; Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge>; Akaki Danelia <akakidanelia78@gmail.com>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Adelina Faradian <AFaradian@hssp.org.ge> |
| Received On : | 16.07.2015 14:05 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სატესტოზე გადასულია ქვემოთ მოცემული წერილის შესაბამისად საკითხების ნაწილი (ყვითლად შეფერადებული), გთხოვთ გატესტოთ და დაგვიდასტუროთ. დანარჩენ საკითხებზე გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს მუშაობა.
ასევე გაკეთებულია კომისიია ოქმის ცხრილის სორტირების და კომისიაში სიჩქარის საკითხები. რაც შეეხება სიჩქარეს, სასურველია რომ აღნიშნული კვლავ გაიტესტოს რეალზე გადასვლის შემდგომ მონაცემების სიდიდან გამომდინარე.
გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი კომენტარები
Best Regards
Tata Kobakhidze
HMIS Processes Analyst
Abt Associates Incorporated – Georgia
USAID Health System Strengthening Project
144, A. Tsereteli Ave., 16 floor, Tbilisi 0119, Georgia
Tel: (995 32) 2 510 021, ext 1616
From: Tamta Kobakhidze
Sent: Thursday, July 02, 2015 11:45
To: 'Sopio Aspanidze'; Giorgi Sakevarashvili
Cc: adanelia; Moh - Davit Gubelidze; Manuchar Tokhadze; Nikoloz Ivanauri; Alexander Nodia; gela chiviashvili; Ketevan Mgebrishvili; Sergo Rostiashvili; Akaki Danelia; Alexander Turdziladze; Adelina Faradian
Subject: თბილისის მერია - მიმართვების მოდული
მოგესალმებით,
წარმოგიდგენთ გუშინდელ შეხვედრაზე განხილულ საკითხთა სიას:
1. სხვადასხვა აფთიაქიდან მოთხოვნილი მედიკამენტების (კალკულაციების) დარეგისტრირდეს ერთ მოთხოვნაში
a. მოთხოვნის რეგისტრაციისას მედიკამენტების დამატებისას ოპერატორმა აირჩიოს ყველა ის აფთიაქი, საიდანაც მოქალაქეს ერთი განცხადების ფარგლებში აქვს წარმოდგენილი კალკულაცია
b. მედიკამენტების დამატება მოხდეს აფთიაქის მიხედვით, რაც ვიზუალურად გამოჩნდება შესაბამისი ინფორმაციით (რომელი აფთიაქიდან რომელ მედიკამენტებს ითხოვს, რა არის მედიკამენტების ჯამური ღირებულება აფთიქის მიხედვით, რამდენია მოქალაქის მიერ მოთხოვნილი თანხა აფთიაქის მიხედვით, ხოლო კომისიის დასრულების შემდგომ რამდენია მერიის მიერ დამტკიცებული თანხა აფთიაქის მიხედვით)
2. იგივე უნდა გაკეთდეს სხვა საჭიროებებზეც, შესაბამისად რამოდენიმე დაწესებულების შემთხვევაში იქნება დაწესებულებების მიხედვით დაგენერირებული საგარანტიოები ამოსაბეჭდად
3. სხვადასხვა აფთიაქიდან ერთ მოთხოვნაში რეგისტრირებული მედიკამენტების კომისიაში განხილვა
a. გადაწყვეტილების ახალ გვერდზე შეიცვალოს მედიკამენტის და სხვა საჭიროების ცხრილები, სადაც მერიის გადაწყვეტილება მიეთითება აფთიაქის (მედიკამენტის შემთხვევაში) და დაწესებულების (სხვა საჭიროების) დონეზე
4. მოთხოვნაში წამლის რეგისტრაციისას უნდა დაემატოს სვეტები
a. ნუმერუსი (მაგ: ნუმერუს 20, ნუმერუს 60 და ა.შ)
b. შეფუთვა (მაგ: აბი, ფლაკონი და ა.შ)
c. ქლაუდიდან და ფარმაციის ელ.ბაზიდან წამლის წამოღების დროს ეს ველები წამოვა ავტომატურად, ხოლო წამლის ხელით შეყვანის დროს უნდა მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის მითითება კალკულაციის მიხედვით
d. რაოდენობაში უნდა მოხდეს უმცირესი ერთეულის დონეზე მითითება (მაგ: 1 აბი, 1 ფლაკონი და ა.შ)
e. ერთეულის ღირებულებაში შესაბამისად ჩაიწერება უმცირესი ერთეულის ფასი
5. ელ.რეცეპტი
a. ზემოთ ხსენებული ცვლილებები გამოიწვევს რეცეპტის მოდულში და რეცეპტის საგარანტიოში ცვლილებებს
6. სერვისი რეცეპტისთვის და აფთიაქებისთვის
a. ზემოთ ხსენებული საკითხებიდან გამომდინარე მოხდება რეცეპტის სერვისებში ცვლილებები
7. მოთხოვნაში მედიკამენტის ძებნისას სისტემამ ავტომატურად უნდა მოახდინოს პირველ რიგში წამლის ძებნა ქლაუდზე და შემდგომ ფარმაციის ბაზაში
8. მედიკამენტის მინიმალური ფასის ველი თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ამ ეტაპზე არის დამალული კომისიის ოქმის ნაწილში, რადგანაც ქლაუდზე არ არის ყველა აფთიაქის მედიკამენტები შესაბამისი ფასებით ატვირთული. როგორც კი ქლაუდზე აიტვირთება აფთიაქების ფასები, ეს ველი გამოჩნდება (როგორც შეხვედრაზე ჩვენთვის ცნობილი გახდა, 10 ივლისამდე ყველა აფთიაქის მიერ უნდა მოხდეს ფასების გადმოგზავნა, რომლის ერთჯერად იმპორტსაც ბაზაში ჩვენ ვუზრუნველყოფთ)
9. რეკვიზიტების ნაწილში ჩანართ „ინფორმაცია მიმართვაზე“ დაემატოს მოსანიშნი ველი „3 თვიანი ვალიდაციის მოხსნა“, რომლის მონიშვნისას სავალდებულოდ შესავსები გახდება „კომენტარი“-ს გრაფა. აღნიშნული მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას მოახდინოს მოთხოვნის რეგისტრაცია
10. ელ. რეცეპტში მოიხსნას დადასტურება
a. კომისიაში მოთხოვნაზე დადებითი პასუხის მითითებისას რეცეპტის მოდულში მოხდება ავტომატურად ყველა (დადებითი პასუხით) მოთხოვნის გამოჩენა
11. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - აფთიაქების ექსელის შაბლონში აღნიშნული ველი არ შეივსოს, თუმცა ქლაუდზე იმპორტის დროს ფარმაციის ბაზასთან სინქრონიზაციის შედეგად აღნიშნული ველი შეივსება ქლაუდზე
აღნიშნული საკითხების გაკეთებას დასჭირდება დაახლოებით 8-10 სამუშაო დღე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომისიის შეუფერხებლად მუშაობისთვის მოხდეს კომისიის ახალი ვერსიის გადატანა, რის შემდგომაც მოხდება ზემოთ ხსენებულ საკითხებზე მუშაობა.
კომისიის ოქმის ახალი გვერდი დღეს გადავა სატესტოზე, თქვენი ტესტირების შემდგომ კი ცვლილებებს ავსახავთ რეალზე.
გთხოვთ, გადახედოთ აღნიშნულ საკითხებს და დაგვიდასტუროთ.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის
Best Regards
Tata Kobakhidze
HMIS Processes Analyst
Abt Associates Incorporated – Georgia
USAID Health System Strengthening Project
144, A. Tsereteli Ave., 16 floor, Tbilisi 0119, Georgia
Tel: (995 32) 2 510 021, ext 1616
This message may contain privileged and confidential information intended solely for the addressee. Please do not read, disseminate or copy it unless you are the intended recipient. If this message has been received in error, we kindly ask that you notify the sender immediately by return email and delete all copies of the message from your system.