From : Eka Kavtaradze <kavtaradze.eka@gmail.com>
To : Khvicha Getia <kh.getia@ncdc.ge>
Subject : Re: თვის განაცემთა ინფორმაცია
Cc : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; aturdziladze@hssp.org.ge; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge>; Mary Gelashvili <MGelashvili@hssp.org.ge>; Ekaterine Kavtaradze <e.kavtaradze@ncdc.ge>; Nino Jvarelia <njvarelia@ncdc.ge>; Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
Received On : 28.01.2015 05:16

ალეკო დილა მშვიდობისა,

გუშინ შევთანხმდით, დღეს 11 საათზე შეხვედრაზე. 

მინდა შემოგთავაზო ხვალ იგივე დროს შეხვედრა, რადგან დიტრას ხვალინდელი შეხვედრა დღეს იქნა ჩანიშნული.

საუკეთესო სურვილებით,
ეკა



2015-01-12 18:44 GMT+04:00 Khvicha Getia <kh.getia@ncdc.ge>:

ალეკო მოგესალმები,

კიდევ ერთხელ გილოცავ შობა-ახალ წელს და გისურვებთ რომ ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ნაყოფიერი და წარმატებებით დახუნძლული.

ფინანსურ მოდულში კვლავ განვაახლეთ აქტივობა, ბიუჯეტები შევიტანე 2015 წელზე კომპონენტებად ჩაშლილი. ამჟამად გვესაჭიროება ჰესპერუსში 2015 წლის ბიუჯეტებზე ატვირთული ხელშეკრულებების თავის ფინანსურ ერთეულებთან ერთად სინქრონიზაცია რომ პროვაიდერებმა შეძლონ ახალ ხელშეკრულებებზე ანგარიშების მიბმა.

აქვე ჩვენმა სპეციალისტებმა გაუკეთეს გარკვეული ანალიზი პროგრამას და ის საკითხები ჩამოწერეს, რომელიც მოითხოვს დახვეწას სამომავლოდ გათვალისწინებას:

1.       ეპიდზედამხედველობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში როდესაც ხდება ხელშეკრულებების დასინქრონიზება, არ აქვს მიბმული ხელოვნური კოდები, გამომდინარე აქედან, მონაცემების დარეგისტრირების პრობლემა უჩნდებათ მიმწოდებელ დაწესებულებებს. ასევე, ხელოვნურ კოდზე არ იყო მიბმული ლიმიტი (თანხობრივად);

2.       „ტუბერკულოზის მართვა“ პრობლემა არ არის;

3.       „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვერ მივაღწიეთ ერთობლივ გადაწყვეტილებას (ანუ რა სტადიაზეა პრობლემის მოგვარება, რაც დათო ჟორჟოლიანსა და თქვენს გუნდს ჰქონდა გადასაწყვეტი ტექნიკურად, დონორთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის დასინქრონიზებასთან დაკავშირებით). მანუჩარმა ვერ დააკონკრეტა თუ რა დარჩა გასაკეთებელი;

4.       „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში:

       ა) შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში კონტრაქტორ დაწესებულებაში შესასწორებლად ფორმის უკან დაბრუნებისას ვერ ხერხდებოდა კომენტარის ანუ შეცდომის აღწერის დაფიქსირება. ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ თავი იჩინა სხვა პრომლემამ - კონტრაქტორი დაწესებულების მიერ შეცდომის გამოსწორებისას პროგრამა მაინც არავალიდურად აღიქვამს მოცემულ შემთხვევას და  ავტომატურად ფიქსირდება სხვა - გამოკვლევის თარიღთან დაკავშირებული შეცდომა.

ბ) „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში შიდა ქსელური (რომელიც შექმნილია ქვეკონტრაქოტორი დაწესებულებებისათვის) პროგრამის დასინქრონიზება უნდა მოხდეს ფინანსურ მოდულთან. აღნიშნული პროცესის პილოტურად გაშვების შემდეგ შეიქმნა პრობლემა, რომლის აღმოფხვრა დღემდე ვერ მოხერხდა; ეს ჩვენი მხარის პრობლემაა თუ პროვაიდერის მხარემ დააკლო ძალისხმევა???

5.       „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „სმენის სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში დაწესებულება აღნიშნავს, რომ პროგრამა ძალიან ნელა მუშაობს;

6.      „შიდსის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში:

ა) .გამოკვლევის კოდის დამატების დროს გამოაქვს ცარიელი ანჯარა,  სადაც წერია, რომ მონაცემი ვერ მოიძებნა,  განმეორებით ან რამდენიმე ცდის შემდეგ სწორდება;

ბ) .გრაფა სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა არ ითვლის სტანდარტის ფასს ავტომატურად.

გ) ხშირად ვალიდაციის გატარების დროს წერ, რომ პაციენტი უკვე დარეგისტრირებულია სხვა ბაზაშიო და რეალურად პაციენ არ არის დარეგისტრირებული;

დ) ასევე, მოდულში დასამატებელია 15 - ნიშნა კოდის გრაფა და აღნიშნულის შევსების შემთხვევაში არ უნდა იმუშაოს პირადი ნომრის ვალიდაციამ.

 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მეუბნებიან ისაა, რომ პროგრამა მუშაობს ძალიან ნელა, არა მარტო დაწესებულებებს, არამედ ცენტრის თანამშრომლებსაც უწევთ ლოდინი პროგრამაში შესავლელად.

 

გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას აღნიშნული საკითხების მოგვარებაში. იქნებ როგორმე გადავიდეთ ახალ მოდულზე და მერე თანდათანობით მიმდინარე პროცესში აღმოვფხვრათ პატარ-პატარა პრობლემები/ხარვეზები.

 

მადლობა წინასწარ.

 

პატივისცემით,

 

ხვიჩა