From : NCDC Department of medical statistics <statistics@ncdc.ge>
To : Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>
Subject : Re: მოდულების ლოგირების ინტერფეისი და მისი გამოყენების მოკლე აღწერა
Cc : Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>
Received On : 26.02.2014 06:18

დიდი მადლობა! ძალიან სასარგებლო ინფორმაცია
25.02.2014 15:44, Tamta Kobakhidze пишет:

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,

 

მოგეხსენებათ, რომ რიგ შემთხვევებში ისმის წუხილი სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან, მოდულის სიჩქარესთან დაკავშირებით. ჩვენი დაკვირვებით, არის შემთხვევები როცა მსგავსი შეფასება უსაფუძვლოა, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც როცა მათი წუხილი საფუძველს მოკლებული არ გახლავთ. ბუნებრივია ჩვენი საერთო ინტერესია, რომ მივაღწიოთ მომხმარებელთა მაქსიმალულ კმაყოფილებას და კომფორტს. მაგრამ ალბათ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა მსგავსი უკუგება მომხმარებელთა მხრიდან, ვინაიდან ყოველი ესეთი ზარი ჩვენთვის არის საფუძველი გადავხედოთ სისტემას და საჭიროების შემთხვევაში გავაუმჯობესოთ. ასევე დავადგინოთ მიზეზი, არის ეს სისტემური თუ ადგილობრივი.

 

სწორედ ამ მიზნით შევქმენით, ესე ვთქვათ, ლოგირების ინტერფეისი, სადაც შესაძლებელია თითოეული მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის მონიტორინგი, ამ ქმედებებზე დახარჯული დროის თვალსაზრისით. მიმაგრებულ ფაილში იხილავთ ინტერფეისის გამოყენების მოკლე აღწერას; ხოლო, სისტემაში შესვლას კი შეძლებთ მოცემული ბმულის მეშვეობით: http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/CommonData/Pages/ActionLogViewer.aspx

 

ყოველდღიურად ვცდილობთ გავაკეთოთ ლოგირების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი. თუმცა, ვფიქრობთ რომ თქვენი ჩართულობა ამ პროცესში ერთის მხრივ ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას, ხოლო მეორეს მხრივ დაგვეხმარება ერთად ვეძებოთ ის შესაძლო სუსტი წერილები, რაც შემდგომ დახვეწას საჭიროებს.

 

გმადლობთ წინასწარ!

 

 

Best Regards

 

Tata Kobakhidze

 

HMIS Processes Analyst

Abt Associates Incorporated – Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, A. Tsereteli Ave., 16 floor, Tbilisi 0119, Georgia

Tel: (995 32) 2 510 021, ext 1616




This message may contain privileged and confidential information intended solely for the addressee. Please do not read, disseminate or copy it unless you are the intended recipient. If this message has been received in error, we kindly ask that you notify the sender immediately by return email and delete all copies of the message from your system.