From : maia nikoleishvili <mako75@mail.ru>
To : Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>
Subject : Re[2]: ნარკომანიის პროგრამის მოდული
Cc : Lasha Kiladze <Lasha.Kiladze@mhpa.ge>; lashakiladze@yahoo.com; Giorgi.Loliashvili@mhpa.ge; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Mary Gelashvili <MGelashvili@hssp.org.ge>; Alexander Nodia <anodia@hssp.org.ge>; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>; Nikoloz Ivanauri <Nivanauri@hssp.org.ge>; nino mdivani <nino_mdiv@yahoo.com>; Levan Khutsaidze <Levan.Khutsaidze@mhpa.ge>
Received On : 02.03.2015 12:53



მოგესალმებით,

განვიხილეთ ნარკომანიის პროგრამის მოდული და ვფიქრობთ რომ excel-ის ფაილის იმპორტის საკითხი არ იქნება უფრო გამარტივებული ფორმა ბენეფიციართა რეგისტრაციისთვის, ამდენად უფრო ხელსაყრელი ბენეფიციართა რეგისტრაცია პირდაპირ მოდულში, მით უფრო თუ შემდგომ შესაძლებელი იქნება დარეგისტრირებული ინფორმაციის ექსპორტირება ველების მიხედვით.

რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს:

1. 1. რომელი user-ით ისარგებლებენ განყოფილებები და მათ შორის ქვეკონტრაქტორი თავისი განყოფილებებით. უკეთესი ხომ არ იქნებოდა რეგისტრაციის პროცესში რომელიმე ველში, მაგალითად „პროგრამის შესახებ ინფორმაცია“-ში, დაემატოს განყოფილებების ჩამონათვალი, მათ შორის ქვეკონტრაქტორის.

ჩვენს ცენტრთან ფუნქციონირებს 10 განყოფილება: განყოფილება N2, განყოფილება N3, განყოფილება N4, განყოფილება N5, განყოფილება N6, განყოფილება N7, განყოფილება N10, განყოფილება N11, განყოფილება N14, განყოფილება N15.

ქვეკონტრაქტორი ახორციელებს პროგრამას 4 განყოფილებით.

2. 2. ველში „პროგრამის შესახებ ინფორმაცია“ თუ არ მიეთითა ურინოტესტირების შედეგები ფიქსირდება ჩანაწერი „მიუთითეთ ურინოტესტი“ წითელი ფერის, ჩვენთვის გაუგებარია უშლის თუ არა ხელს აღნიშნული მონაცემების შენახვის პროცესს.

3. 3. ველში „ვიზიტები“ „ვიზიტის დეტალურ ინფორმაციაში“ მეთადონის ჰიდროქლორიდის შემთხვევაში დოზირება 2მგ და 8 მგ არ უნდა იყოს მითითებული.

4. 4. ველში „ვიზიტები“ „ვიზიტის დეტალურ ინფორმაციაში“ მიღების საათის დაფიქსირების შემდეგ ჩათვალიერების დროს საათი ფიქსირდება შებრუნებით.

5.  5. ამჟამად excel-ში ექსპორტირების დროს მიღებული ველები ჩვენი საქმიანობისთვის არ არის სრულყოფილი, კერძოდ არ ფიქსირდება სეანსები, მიღებული პრეპარატის დასახელება, რაოდენობა, განყოფილება, სოციალური სტატუსი, თანადაფინანსების ფორმა...

6.   6. ისტორიული ჩანაწერი არ გადმოდის ექსპორტირებულ excel-ის ფაილში, გარდა ამისა ვერ ხერხდება ჩანაწერების კორექტირება, თუ შესაძლებელია კორექტირების განხორციელება ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ „ცენტრისთვის“.

აქვე გაცნობებთ რომ 5 მარტისთვის იგეგმება განყოფილებების უფროსებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნება ნარკომანიის პროგრამის მოდულის თემა. 

      ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც ჩვენი აზრით გასასწორებელია და მუშაობის რეჟიმში წარმოქმნილ შენიშვნებსა და წინადადებებს მოგაწვდით პარალელურად.

პატივისცემით,

მაია ნიკოლეიშვილი