From : natia zarqua <natiazarqua@gmail.com>
To : Mari Gelashvili <matasi.mari@gmail.com>; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia <vezugbaia@hssp.org.ge>; Goga Gogolauri <gogolaurigoga26@gmail.com>
Subject : Tube Tasks
Received On : 13.09.2014 17:01

მოგესალმებით,

გწერთ ტუბში არსებულ მიმდინარე საკითხებს,


1. მონიტორინგის გვერდის რედაქტირება:

გვერდის რედაქტირება დასრულებულია, თუმცა ვალიდაციების მხარე არ არის სრულყოფილი, კერძოდ ანგარიშგების თვეზე დაყრდნობით ვახდენთ შემოწმებას შესაძლებელია, თუ არა მონიტორინგში არჩეული თვის რედაქტირება. ხოლო ანგარიშგების თვე რომელიც მოდის სერვისიდან,  არ ივსება, ანუ ბრუნდება null, რადგან აქამდე არ ვინახავდით ამ ველს ანგარიშგების მოდულის მხარეს. იმის შემდეგ რაც ჩაემატა ეს ველი, ახალ გადაგზავნილ პაციენტებზე, უკვე დააბრუნებს შესაბამის მნიშვნელობას. 

 გვაქვს ესეთი იდეა, იმის შემდეგ რაც მოხდება ივნისის და ივლისის თვეების სრული გადარიცხვა ორივე, რეზისტენტული და სენსიტიური ტიპის პაციენტებზე, აღარ ჰქონდეთ ამ ორ თვეზე რედაქტირების შესაძლებლობა, ხოლო აგვისტოს თვის და მომდევნო თვეების რედაქტირების შესაძლებლობა შემოწმდება სერვისით. 

ამ წუთას, ახალი ვერსია არ გავქვს გადატანილი, მაგრამ ლოკალურად მუშაობს ზემოთ აღნიშნული პრინციპით. სასურველია ახალი ვერსია გადავიტანოთ, მას შემდეგ , როცა დასრულდება ივლისის გადარიცხვები. მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლით, ვერსიის განახლება შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ გოგა სრულიად გარკვეულია რედაქტირების ფუნქციაში და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში შეძლებს  მათ გასწორებას.


2. პაციენტები, დასრულებული მკურნალობით:

 პაიცენტები, რომელთაც უკვე დასრულებული აქვთ მკურნალობა(ანუ ცხრილში უწერიათ, ციფრი 4), ითვლებიან პასიურ პაციენტებად, ხვიჩას მოთხოვნაც იყო, რომ ასეთ პაციენტებს სტატუსი ჰქონოდათ პასიური. ამ მოთხოვნის საფუძველზე , შევცვალე აღნიშნული პაციენტების სტატუსები პასიურით. ამის შემდეგ ნინოს მოთხოვნით (სავარაუდოდ, ზოგს შეცდომით ეწერა 4 იანი და უნდოდა რედაქტირება), ისევ დავუბრუნე პაციენტებს სტატუსი აქტიური. 

აღნიშნული საკითხი გასავლელია ხვიჩასთან, რეალურად რა სტატუსით უნდა იყვნენ, მკურნალობა დასრულებული პაციენტები. 

სკრიპტი, რომლითაც ბაზაში მოვახდინე სტატუსების რედაქტირება გადაგზავნილი მაქვს გოგასთვის, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებს, მონაცემების რედაქტირებას .


3. მონაცემების აღდგენა:

როგორც იცით, აღსადგენი მონაცემებიდან დარჩა 6 რეზისტენტული პაციენტი, რომელთაც ივლისის თვის მონაცემები ვერ აღვუდგინეთ. სავარაუდოდ ორშაბათს მოგვაწვდის ხვიჩა მონაცემებს, რის შემდეგაც შევძლებთ დარჩენილი მონაცემების აღდგენას.  


სულ ეს არის არსებული საკითხები, მეილთან მექნება წვდომა, ასევე მექნება თან კომპიუტერიც, თუ საჭირო გახდება შევძლებ team viewer ით შემოსვლას და მუშოაობას.

ნათია