From : Nana Alaverdashvili <NAlaverdashvili@ssa.gov.ge>
To : MGelashvili@hssp.org.ge
Subject : c hepatitis validaciebi
Cc : mnaskidashvili@ssa.gov.ge; Tengo Abazadze <tengoabazadze@gmail.com>; mirian78@yahoo.com; Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; mgurabanidze@ssa.gov.ge; Tamta Kobakhidze <tkobakhidze@hssp.org.ge>; sopioaspanidze@yahoo.com
Received On : 01.05.2015 14:12
Attachments :

მარი, გიგზავნი დანართით c ჰეპატიტის მართვის პროგრამის c ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტის, მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის საანგარიშგებო ფორმას, რომელშიც შევიტანეთ მცირე ცვლილებები და მისი შევსების ინსტრუქციას. გწერ ასევე, ვალიდაციებზე, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო და ველოდებით თქვენგან შენიშვნებს: 1. 11080121 ან 11080132 ხელოვნური კოდის არჩევის შემთხვევაში, მე–17 ველში, თუ მითითებულია ,,HCV რნმ –“, მაშინ ახალი, დამატებითი კოდის დამატების საშუალება არ უნდა ქონდეს და გამოსავალი უნდა მიეთითოს ,,შეწყდა”; თუ მითითებულია ,, HCVრნმ+“, მაშინ ვერ უნდა წარმოადგინოს კოდები: 11080125/11080126/11080136/11080137; 2. 11080122 ან 11080133 პროგრამული კოდის მითითებისას, მე–18 ველში – თუ FIB4<1,45 – მაშინ სხვა კოდის დამატება არ შეუძლია და გამოსავალში უნდა მიეთითოს ,,შეწყდა“; თუ 1,45< FIB4<3,25 – მაშინ არ უნდა მიეთითოს 11080122 ან 11080133 კოდები, უნდა მიუთითოს პროგრამული კოდი 11080123 ან 11080134; თუ FIB4>3,25 –ვერ უნდა წარმოადგინოს კოდებით: 11080123 ან 11080134; 3. მე–19 ველში, თუ მითითებულია F3, F3–F4 ან F4, მაშინ შეუძლია დაამატოს 11080124/110080135 კოდები, წინააღმდეგ შემთხვევაში (F<3), კვლევები წყდება და 11080124/110080135 კოდების დამატების საშუალება არ უნდა ქონდეს; 4. 24–ე ველში, თუ მითითებულია გამოსავალი – ,,შეწყდა”, ახალი კოდის დამატების საშუალება (ახალ კოდზე გადასვლა) არ უნდა ქონდეს; გამოსავალი – ,,დაასრულა კვლევები” ნიშნავს რომ შემთხვევა დასრულდა და ახალ კოდს ვეღარ ამატებს; სხვა შემთხვევებში არაფერს არ უთითებს; 5. 26–ე ველში მითითებული თანხა, კოდების მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს პროგრამული კოდის ღირებულების 70%–ს; 6. 27–ე ველში მითითებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს პროგრამული კოდის ღირებულების 30%–ს. თუ რაიმე გაურკვეველია, მომწერეთ. პატივისცემით, ნანა ალავერდაშვილი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 144,0119,თბილისი მობილური:(+995)99 73 18 52 ელ–ფოსტა:NAlaverdashvili@ssa.gov.ge Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia Social Service Agency