გიგზავნით ინფორმაციას "ნარკომანიის" მოდულისთვის შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ განხორციელებადი ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის "ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფის" კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ბრიგადების (ცენტრის და ქვეკონტრაქტორის) შესახებ თანდართული ფაილების სახით. აღნიშნულ ფაილში ცენტრის ბრიგადების მონაცემები ნუმერაციის მიხედვით არის შესაბამის sheet-ზე. რაც შეეხება ქვეკონტრაქტორს, აქ წარმოდგენილია 1 ბრიგადის ინფორმაცია. აქვე გთხოვთ შემდეგი სახის მონაცემის დაფიქსირებას: მოდულში "პროგრამის შესახებ ინფორმაციაში" სამედიცინო ბარათის ნომერთან ერთად იყოს შესაძლებლობა ბრიგადის ნომრის დაფიქსირების, რომელიც ცალკე ველში გამოჩნდება. აღნიშნული მონაცემი სასურველია ფიქსირდებოდეს აგრეთვე ბენეფიციართა სიაში ბენეფიციარის ძებნისას, თუ აღნიშნული ბენეფიციარი უკვე ნამყოფია პროგრამაში შესაბამისი ბრიგადის ნომრის მითითებით.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.
ნინო მდივანი