From :
To : Dimitri Ivanauri </o=ExchangeLabs/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=bdafc1a26a0f402388c22a49b28dcba6-DIvanauri@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia </o=ExchangeLabs/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=5c8b70aa94bb431d8195efdf318aea0b-VEzugbaia@hssp.org.ge>
Subject : სერტიფიცირების საკითხები
Cc : Alexander Turdziladze (aturdziladze@hssp.org.ge) <aturdziladze@hssp.org.ge>; Ketevan Tatoshvili (ktatoshvili@hssp.org.ge) <ktatoshvili@hssp.org.ge>
Received On : 01.12.2014 08:46

მოგესალმებით,

 

წარმოგიდგენთ დღევანდელი შეხვედრის შედეგად შეჯამებულ საკითხებს პრიორიტეტების მიხედვით:

 

-         სოსოს ბაზიდან უნდა ამოვიღოთ რესერტიფიცირების თარიღები და გავუწეროთ ჩვენთან ბაზაში არსებულ რესერტიფიცირებებს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თუ სოსოს ბაზის იმპორტის მერე 2011/05/24-ში სერტიფიცირების თანამშრომლების მიერ იყო შეტანილი ცვლილებები რესერტიფიცირებასთან დაკავშირებით, მაშინ მაგ ინფორმაციას არ ვეხებით, ხოლო ის რესერტიფიცირებები, რომლებზეც არ განხორციელდა ცვლილება თანამშრომლების მიერ გავუწეროთ შესაბამისი თარიღი სოსო ბაზიდან. აღნიშნული როგორც კი გაკეთდება, გადავხედავ და გადავიტანოთ რეალზე.

 

-         სპეციალობის და სუბ-სეპციალობის წაშლაზე დასტური ავტორიზატორისგან:

 

Ø  იმ შემთხვევაში, თუ სპეციალობას, რომლის წაშლაც სურთ გააჩნია თუნდაც ერთი სუბ-სპეციალობა, გამოიტანოს შეტყობინება, რომ აღნიშნულ სპეციალობაზე მიბმულია სუბ სპეციალობა, რომლის წაშლის შემდგომაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი სპეციალობის წაშლაც. პრინციპი იქნება შემდეგი: რომ სპეციალობის წაშლის შემთხვევაში იშლება მასზე მიბმული სუბ-სპეციალობებიც.

Ø  სრულ სიაში დაემატოს სვეტი „შედეგის სტატუსი“, როგორც ჩვეულებრივ მომხმარებელთან ასევე ავტორიზატორთანაც და ანალიტიკოსთანაც, მოკლედ ყველგან. სადაც წავა შემდეგი შედეგების სტატუსები: წასაშლელი სამედიცინო პერსონალი, წასაშლელი სპეციალობა, წასაშლელი სუბ-სპეციალობა, წაშლილი სამედიცინო პერსონალი, წაშლილი სპეციალობა, წაშლილი სუბ-სპეციალობა, აღდგენილი სამედიცინო პერსონალი, აღდგენილი სპეციალობა, აღდგენილი სუბ-სპეციალობა.

Ø  იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ქონდა მოთხოვნა ერთდროულად მაგ: ერთი სპეციალობის და ორი სუბ-სპეციალოაბის წაშლაზე, აღნიშნული ქმედების სტატუსში გამოჩნდება ორი სტატუსი გამოყოფილი / ან ; წასაშლელი სპეციალობა/ წასაშლელი სუბ-სპეციალობა. იგივენაირად იქნება იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზატორი სპეციალობის წაშლას არ დაადასტურებს და სუბ-სპეციალობის წაშლას კი, შედეგების სტატუსში გამოჩნდება: აღდგენილი სპეციალობა/ წაშლილი სუბ-სპეციალობა

Ø  გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თუ ავტორიზატორმა დაადასტურა ექიმის, სპეციალობის ან სუბ-სპეციალობის წაშლა, იმისი აღდგენა არ მოხერხდება მოდულში ავტორიზატორის მიერ. დადასტურებული წაშლილი რჩება წაშლილად.

 

-         ანალიტიკოსის როლის მომხმარებელს არ უნდა უჩანდეს წაშლის და სამედიცინო პერსონალის დამატების ღილაკები.

 

 

როგორც კი მოვრჩებით ამ საკითხებს, გავტესტოთ ჩვენ და შემდეგ გადავიტანოთ სატესტოზე და გადავცეთ მათ.

 

დიტო, გთხოვ ვაჟასთან ერთად გაიარო ტექნიკურად დაახლოებით რა დრო დასჭირდება ამ საკითხების შესრულებას და მოგვწერო.

 

 

 

Best Regards

 

Tata Kobakhidze

 

HMIS Processes Analyst

Abt Associates Incorporated – Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, A. Tsereteli Ave., 16 floor, Tbilisi 0119, Georgia

Tel: (995 32) 2 510 021, ext 1616