| From : | |
| To : | Adelina Faradian </o=ExchangeLabs/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=450b5f6e072747cb8ad53e7529543da8-AFaradian@hssp.org.ge> |
| Subject : | FW: ლიცენზირების მოდული |
| Cc : | Alexander Turdziladze (aturdziladze@hssp.org.ge) <aturdziladze@hssp.org.ge> |
| Received On : | 19.02.2015 09:26 |
| Attachments : |
ადო,
მერიის მიმართვების საკთხების დასრულების შემდგომ გთხოვ ლიცენზირების ეს საკითხები გავაკეთოთ
Best Regards
Tata Kobakhidze
HMIS Processes Analyst
Abt Associates Incorporated – Georgia
USAID Health System Strengthening Project
144, A. Tsereteli Ave., 16 floor, Tbilisi 0119, Georgia
Tel: (995 32) 2 510 021, ext 1616
From: Alexander Turdziladze
Sent: Friday, February 13, 2015 10:49
To: Shorena Kitsmarishvili; Tamta Kobakhidze; Dimitri Ivanauri; Vazha Ezugbaia
Cc: gtvalavadze@moh.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; igoliadze@moh.gov.ge; iburduladze@moh.gov.ge; nkuchava@moh.gov.ge; apheikrishvili@moh.gov.ge
Subject: RE: ლიცენზირების მოდული
ქალბატონო შორენა,
მადლობთ წერილისათვის და ჩამოთვლილი საკითხებისათვის. მიმოწერაში ვამატებ ჩემს კოლეგებს, რომლებიც შეისწავლიან აღნიშნულ საკითხებს რათა მოვახდინოთ მათი გადაჭრა. კითხვების შემთხვევაში თქვენთან დავნიშნავთ ინდივიდუალურ შეხვედრებს.
პატივისცემით,
ალეკო
Alexander Turdziladze
Chief of Party
Abt Associates Incorporated - Georgia
USAID Health System Strengthening Project
A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia
Tel. (995 32) 510021 Ext.#1617
Mob: +995 593 226226
From: Shorena Kitsmarishvili [mailto:skitsmarishvili@moh.gov.ge]
Sent: Friday, February 13, 2015 10:09 AM
To: Alexander Turdziladze
Cc: gtvalavadze@moh.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; igoliadze@moh.gov.ge; iburduladze@moh.gov.ge; nkuchava@moh.gov.ge; apheikrishvili@moh.gov.ge
Subject: ლიცენზირების მოდული
ბატონო ალეკო,
მოგესალმებით,
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენ და თქვენს კოლეგებს რეგულირების ლიცენზირების მოდულზე მუშაობისას თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზთა გამო, სამედიცინო დაწესებულებათა სანებართვო, სალიცენზიო და შეტყობინების ბაზების ფორმირება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური ხარვეზი თუ პრობლემა (ვფიქრობთ მოგვარებადია), რაც პრობლემებს გვიქმნის საქმის წარმოების დროს.
კერძოდ:
1) სამედიცინო დაწესებულებათა ნებართვა/ლიცენზიის/შეტყობინების რეესტრებიდან არ იძებნება ისტორიაში გადასული დაწესებულება.
2) ინტერფეისზე დაწესებულების გასწვრივ უნდა იყოს აქტიური დუბლიკატის N (და არა ადრე გაცემული ნებართვის N). რეგისტრაციის ფორმაზე უნდა იყოს ნებართვის დუბლიკატის N, დუბლიკატის გაცემის საფუძველი, თარიღი.
3) ფილტრებში ორი პარამეტრით ძიება არ ხდება (მაგ.: რეგულირების სახე და სტატუსი).
4) ბრძანების ტიპებში დასამატებელია გაუქმება.
5) დაწესებულების ხელმძღვანელის ცვლილების NAPR–თან სინქრონიზაციის შემდეგ მაინც ძველი მონაცემი რჩება.
6) ფილიალებში საჭიროა წაშლის ღილაკის დამატება.
7) დაწესებულება შეიძლება ფლობდეს ნებართვას, ლიცენზიას, მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას. რომელიმე მათგანის გაუქმების შემთხვევაში ინტერფეისზე აღნიშნულის ასახვა არ ხდება.
8) Excel-ის ფორმატში მონაცემთა ექსპორტის ფორმატი საჭიროებს დამუშავებას. დეტალური ინფორმაციის კოპირება ართულებს მუშაობას. (მაგ.: ნებართვის მქონე დაწესებულებების ექსპორტის დროს არ არის ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია, ექსპორტირებულია ლიცენზიის და შეტყობინებების მონაცემებიც. დეტალური ექსპორტის დროს დაწესებულების ზოგადი მონაცემი გაწერილია ორ მწკრივად: პირველში - დასახელება, მისამართი, სტატუსი, იურიდიული ფორმა, რეგიონი, მეორეში - დაწესებულების ხელმძღვანელის მონაცემები, სანებართვო მოწმობის N, გაცემის თარიღი; შემდეგი მწკრივიდან იწყება საქმიანობები და ა.შ.
9) არ არის შესაძლებელი მხოლოდ ერთი დაწესებულების ფარგლებში ინფორმაციის ექსპორტი (პასპორტი).
მიმდინარე პერიოდში შეიცვალა მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის შეტყობინების ფორმა. იმისათვის, რომ არ დაკარგულიყო არსებული ინფორმაცია, გადავწყვიტეთ ინფორმაციის შეტანა იმავე სქემით. პრობლემის არსი მდგომარეობს შემდეგში: არ არის შესძლებელი საქმიანობების მიხედვით ძებნა.
გთხოვთ, რომ ფილტრში ,,საქმიანობის სახეები“: ,,საქმიანობა, რომელიც მოიცავს ინვაზიურ ჩარევას გაუტკივარებით“ დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალს დაემატოს ჩამონათვალი ფილტრში და ასევე ,,სხვა“ დაემატოს მოსანიშნი ფილტრით, რომლის საფუძველზეც ,,საძიებო სიტყვაში“ ჩაწერილი მნიშვნელობით გამოვა შესაბამისი ძებნის შედეგი.
სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის დაწესებულებების გამიჯნვის მიზნით, რეგისტრაციის გვერდზე სასურველია დაემატოს დაწესებულების ტიპის განმსაზღვრელი ველი ჩამონათვალით: სტაციონარული, ამბულატორიული.
თუ შესაძლებელია უკვე არსებულ მონაცემთა ბაზაში ტიპი მიენიჭოს ავტომატურად. ამისათვის მოგაწვდით სტაციონარული დაწესებულებების ს/კ-ებს, რომლებსაც მიენიჭებათ ტიპი - ,,სტაციონარი“, ხოლო ბაზაში არსებულ სხვა დანარჩენ დაწესებულებებს „ამბულატორია“.
აუცილებლობას წარმოადგენს ელექტრონული ინფორმაციის ანალიზი.
ამასთანავე, კვლავაც რჩება ზოგადი ხასიათის პრობლემები, რაც უკავშირდება სერვერთან გაძნელებულ კავშირს (ინტერნეტის დაბალი სიჩქარე?!), NAPR–თან სინქრონიზაციას. რაც მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია ბაზაში ინფორმაციის შეტანის და გადამოწმების დროს.
პროექტი სრულფასოვნად დასრულებისთვის საჭიროებს თქვენს აქტიურ მხარდაჭერას.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
შორენა კიწმარიშვილი
ანა ფეიქრიშვილი