From :
To : Ekaterine Ruadze <e.ruadze@ncdc.ge>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; ekavti@gmail.com
Subject : RE: ნარკოლოგიის რეესტრი
Cc : Khatuna Todadze <khatunatod3009@gmail.com>; Ketevan Stvilia <stviliak@gmail.com>; Mary Gelashvili </o=ExchangeLabs/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ae31575080a84d8a9d81334500399d7b-MGelashvili@hssp.org.ge>; Irma Khonelidze <i.khonelidze@gmail.com>
Received On : 11.02.2015 13:31
Attachments :

მოგესალმებით კიდევ ერთხელ,

 

დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი კომენტარები თქვენს მიერ მოწოდებულ საკითხებზე:

 

1.      დაწესებულებებისთვის  და ფიზიკური პირებისთვის (ანალიტიკოსები) ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულზე წვდომის გასახსნელად საჭიროა თქვენს მიერ მოწოდებული იყოს მიბმულ ფაილში არსებული ინფორმაცია. იხილეთ მიბმული ფაილი, სადაც ორ გვერდზე განთავსებულია როგორც დაწესებულებისთვის მომხმარებლის გასახსნელად საჭირო ველები, ასევე ფიზიკური პირისთვის

2.      ტექნიკური საკითხები:

-         პაციენტის გაპასიურების თარიღი - ჩანიშნულია და ჩვენი მხრიდან შესრულდება

-         არასაქართველოს მოქალაქეებ და/ან პირადობის მოწმობის არმქონე პირების შესახებ ინფორმაციის შეყვანა - ჩანიშნულია და ჩვენი მხრიდან შესრულდება

-         ფაქტიური მისამართის ველი გახდება არასავალდებულოდ შესავსები ველი, ხოლო რაც შეეხება იურიდიული მისამართის დაკოპირებას ფაქტიური მისამართის ველებში, ამის ამოღების საჭიროებას ვერ ვხედავთ, რადგანაც თუ დაწესებულებისთვის ცნობილი იქნება ფაქტიური მისამართი, მომხმარებელს იურიდიულიდან ავტომატურად დაკოპირება გაუადვილებს საქმეს - ჩანიშნულია და ჩვენი მხრიდან შესრულდება

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის

 

Best Regards

 

Tata Kobakhidze

 

HMIS Processes Analyst

Abt Associates Incorporated – Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, A. Tsereteli Ave., 16 floor, Tbilisi 0119, Georgia

Tel: (995 32) 2 510 021, ext 1616

 

From: Ekaterine Ruadze [mailto:e.ruadze@ncdc.ge]
Sent: Wednesday, February 11, 2015 17:18
To: 'Alexander Turdziladze'; Tamta Kobakhidze; ekavti@gmail.com
Cc: 'Khatuna Todadze'; 'Ketevan Stvilia'; Mary Gelashvili; 'Irma Khonelidze'
Subject:
ნარკოლოგიის რეესტრი

 

ძვირფასო კოლეგებო,

 

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი შეხვერისთვის და დახმარებისათვის.

 

მეორე რიგში მინდა შევაჯამო ჩვენი შეხვედრის შედეგები:

 

1.      როგორც გავარკვიეთ თბილისის ნარკოლოგიის გლობალის ცენტრების თანამშრომლები ტრენინგს არ საჭიროებენ, ამიტომ მათ შეუძლიათ, როგორც კი username and password - ექნებათ დაიწყონ პაციენტების მონაცემების შეყვანა;

2.      თათა, გთხოვთ დაგვეხმაროთ ამ ორი ცენტრისათვის: 1. „ურანტი“ და 2. „ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი-სათვის“ username and password-ების მიღებაში; მოგვიანებით, უკვე იმ კვირში დაგვჭირდება გორისა და ბათუმისათვისაც username and password-ები; ასევე 2 ალანიტიკოსის username and password-ები, ერთი ჩემთვის და ერთ ეკა კავთიაშვილისათვის;

3.      პარალელურად უნდა გადაწყდეს ის ტექნიკური საკითხები რაზეც დღეს ვისაუბრეთ: 1. პაციენტის გაპასიურების თარიღი; 2. არასაქართველოს მოქალაქე პაციენტებისათვის ან პირადობის მოწმობის არ მქონე პაციენტებისათვის ინფორმაციის შეყვანის შესაძლებლობა; 3. ფაქტიური მისამართის შეყვანა არ უნდა იყოს აუცილებელი ველი, არც იმის აღნიშვნა, რომ იურიდიული და ფაქტიური მისამართი ემთხვევა ერთმანეთს (მგონი სწორად ჩამოვაყალიბე, თუ რამე გამომრჩა ან არასწორად მიწერია, გთხოვთ დაამატოთ და/ან შეასწოროთ);

4.      მომავალ კვირაში უნდა შევთანხმდეთ დღეზე როცა გორის ცენტრის თანამშრომელს ექნება შეხვედრა/ტრენინგი USAID-ში; ეკა იქნებ ამ კვირაშივე გაარკვიო რომელი დღე არის შესაძლებელი გორისათვის და შევათანხმოთ ალეკოსთან;

5.      ეკა, პაციენტები სასურველია შევიყვანოთ 2014 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული  პაციენტები;

6.      ყველა ვისაც უწერია აივ/ინფექცია და/ან შიდსის უნდა მოინიშნოს აივ ინფექციის ველში;

7.      B და C ჰეპატიტებზე ინფორმაციის შეყვანა წარმოადგენს აუცილებელ პირობას. ეკა, გთხოვ თამუნასთან გაარკვიო, თუ როგორ ხდება პაციენტების დიაგნოსტირება; და შემდეგ ამაზე დავილაპარაკოთ; ეს ამ კვირის ბოლომდე უნდა გავარკვიოთ;

 

ქალბატონო ხათუნა და ქეთი,

გთხოვთ, თქვენს მოსაზრებას მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტთან დაკავშირებით;

 

 

პატივისცემით,

ეკა რუაძე

P.S. ეკა თუ რაიმე გამომრჩა გთხოვ მომწერო; დიდი მადლობა.