From :
To : Alexander Turdziladze <aturdziladze@hssp.org.ge>; mic@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge
Subject : RE: სერტიფიცირების მოდულის საკითხები
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; Ketevan Tatoshvili <ktatoshvili@hssp.org.ge>; Vazha Ezugbaia <VEzugbaia@hssp.org.ge>; Sergo Rostiashvili <SRostiashvili@hssp.org.ge>
Received On : 05.11.2014 14:18

ქალბატონო ხათუნა, დიდი მადლობა პირველ რიგში ჩვენი დღევანდელი სატელეფონო საუბრისას მოწოდებული განმარტებებისთვის. ძალიან დაგვეხმარა, ვინაიდან ცოტა მეტი სიცხადე გვჭირდებოდა სამუშაოების დასაგეგმად. შეთანხმებისამებრ, გიგზავნით ჩვენი საუბრის შედეგად ჩამოყალიბებულ ამოცანებს და მათი შესრულების თანმიმდევრობას: 1. ჩვენს მიერ დაწყებულია მუშაობა მოდულში ჩასატარებელ ცვლილებებზე, რომლებიცაა: ა) სერტიფიცირების სამმართველოს მხრიდან წინასწარ გამოყოფილი პირის (ავტორიზებული პირი) ინტერფეისზე დასადასტურებლად გამოჩნდება სერტიფიცირების სამმართველოს თანამშრომლების მიერ წასაშლელად გამზადებული სამედიცინო პერსონალი, რომელიც წაშლილად ჩაითვლება მხოლოდ ავტორიზებული პირის ინტერფეისზე დასტურის შედეგად. ბ) სერტიფიცირების სამმართველოს მხრიდან ავტორიზებული პირის ინტერფეისზე დაემატოს დამატებითი გვერდი, სადაც ყოველთვის გამოჩნდება ერთ თვის განმავლობაში სერტიფიცირების თანამშრომლების მიერ მოდულში შეტანილი ცვლილებები. გ) გამომდინარე იქიდან, რომ მოდულში არსებობს ისტორია ყველა სამედიცინო პერსონალზე, რაც გულისხმობს სამმართველოს მიერ გადაწყვეტილი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ველების ცვლილების თარიღს მომხმარებლების მიერ, სწორედ ამ ცვლილებების ისტორიას დაემატება ჩანაწერი მომხმარებლის სახელის შესახებ - ანუ ის კონკრეტული ცვლილება რომელი მომხმარებელის მიერ იყო შეტანილი. 2. როგორც კი ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ჩვენი მხრიდან დასრულდება მუშაობა, სერტიფიცირების სამმართველოს სატეტსოდ გადმოეცემა აღნიშნული ცვლილებები 3. მას შემდეგ, რაც სერტიფიცირების სამმართველოსგან მივიღებთ ცვლილებების ტესტირების შედეგებს და დასტურს რომ აღნიშნული ცლილებები მზადაა რეალურ ბაზაზე გადასატანად, მოხდება მოდულის გათიშვა დროებით. მოდულის გათიშვა ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ გავავლოთ ერთგვარი დემარკაციული ხაზი ექსელის ფაილის ამოსაღებად, ცვლილებებამდე და ცვლილებების შემდეგ. 4. მოდულის გათიშვის მომენტიდან დავიწყებთ ექსელის ფაილების ამოღებას სერტიფიცირების სამმართველოსთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად. 5. როგორც კი მოხდება ჩვენი მხრიდან აღნიშნული ექსელების გადაცემა სერტიფიცირების სამმართველოსთვის, მოხდება სატესტო სერვერზე სამმართველოს მიერ გატესტილი ცვლილებების გადატანა რეალურ ბაზაზე და შესაბამისად მოდულის ჩართვა. უმორჩილესად გთხოვთ დაგვიდასტუროთ აღნიშნული მიდგომა და განსახორციელებები ღონისძიებების თანმიმდევრობა. ჩვენი მხრიდან კი ვეცდებით გამოვყოთ დამატებითი რესურსი, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავასრულოთ ეს საკმაოდ კომპლექსური ამოცანები. დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის Best Regards   Tata Kobakhidze HMIS Processes Analyst Abt Associates Incorporated – Georgia USAID Health System Strengthening Project 144, A. Tsereteli Ave., 16 floor, Tbilisi 0119, Georgia Tel: (995 32) 2 510 021, ext 1616 -----Original Message----- From: Alexander Turdziladze [mailto:aturdziladze@hssp.org.ge] Sent: Wednesday, November 05, 2014 16:35 To: Tata Kobakhidze; mic@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge Cc: zsopromadze@moh.gov.ge; Ketevan Tatoshvili; Vazha Ezugbaia; Sergo Rostiashvili Subject: RE: სერტიფიცირების მოდულის საკითხები ვანიკო, მიშა, მინდა გთხოვოთ, რომ მოგვაწოდოთ თქვენი ხედვა (ან უკვე შეთანხმებული ინფორმაცია სხვადასხვა მხრეებთან/მომხმარებლებთან), თუ დამტებით სხვა რომელ მოდულებშიც არის საჭირო მსგავსი ცვლილებები, როგორც ქალბატონმა ხათუნამ მოგვაწოდა და რა კონკრეტულად რა ქმედებები უნდა ინახებოდეს სისტემაში. ვინაიდან მე ფიზიკურად არ ვარ საქართველოში... თუ რამე ტექნიკური კითხვები გექნება, გთხოვ რომ საკითხები გაიაროთ ქეთი, თათა, სერგო და ვაჟასთან ერთად. რაღათქმა უნდა გთხოვთ, რომ ყველა მსგავსი საკითხი დაფიქსირდეს წერილობით და არა სიტყვიერად, რათა HSSP ს ქონდეს ზუსტი წარმოდგენა შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით და დაუმსახურებლად არ მიიღოს საყვედურის წერილები მოდულების მომხმარებლებისაგან. იმედს ვიქონიებ რომ დიდი დრო არ დაგჭირდებათ აღნიშნული საკითხის დარეგულირებაში, რათა ჩვენც დროულად მოვახდინოთ ცვლილებების შეტანა სიტემაში. წინასწარ დიდი მადლობა, პატივისცემით, ალეკო Alexander Turdziladze Chief of Party Abt Associates Incorporated - Georgia USAID Health System Strengthening Project A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia Tel. (995 32) 510021 Ext.#1617 Mob: +995 593 226226 -----Original Message----- From: Alexander Turdziladze Sent: Wednesday, November 5, 2014 4:20 PM To: 'Khatuna Zaldastanishvili'; Tata Kobakhidze; pbukia@moh.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; mic@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge Cc: zsopromadze@moh.gov.ge; Ketevan Tatoshvili Subject: RE: სერტიფიცირების მოდულის საკითხები ქალბატონო ხათუნა, ძალიან დიდი მადლობა ამოცანის ნათლად ჩამოყალიბებისათვის. სრულად ვიზიარებ ყველა საკითხს.... თათა, გთხოვ დაუყოვნებლივ დავიწყოთ აღნიშნული ამოცანის რეალიზება. იმისათვის, რომ დროში მალევ დასრულდეს ჩართეთ რაც შეიძლება მეტი ადამიანური რესურსი და უმაღლესი პრიორიტეტი მიანიჭეთ დღეს არსებულ სხვადასხვა ამოცანებს შორის. შუალედებში თუ რამე კითხვები იქნება, გთხოვ ქალბატონ ხათუნასთან გაიაროთ პირადად. მას შემდეგ რაც მორჩება აღნიშნული ამოცანა, გთხოვ, რომ ქალბატონ ხათუნასთან ერთად გატესტოთ ყველა ცვლილება და წერილით დაგვიდასტურო. პატივისცემით, ალეკო Alexander Turdziladze Chief of Party Abt Associates Incorporated - Georgia USAID Health System Strengthening Project A. Tsereteli ave. #144 16th FL. Tblisi Georgia Tel. (995 32) 510021 Ext.#1617 Mob: +995 593 226226 -----Original Message----- From: Khatuna Zaldastanishvili [mailto:kzaldastanishvili@moh.gov.ge] Sent: Tuesday, November 4, 2014 3:02 PM To: Tata Kobakhidze; pbukia@moh.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; mic@moh.gov.ge; vaniko@moh.gov.ge Cc: zsopromadze@moh.gov.ge; Alexander Turdziladze; Ketevan Tatoshvili Subject: Re: სერტიფიცირების მოდულის საკითხები მოგესალმები თათა, წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებებს დღევანდელი შეხვედრის შედეგად წარმოშობილ საკითხებთან დაკავშირებით: უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი საკითხის რეგულირებისათვის ბიზნეს- გეგმის შემუშავებამდე და მითუმეტეს სამუშაოების დაწყებამდე, უნდა მოხდეს შეთანხმება ერთ და უპირველეს საკითხზე - აუცილებელია ბაზაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე შემსრულებლის იდენტიფიცირება. აღნიშნული ეხება მხოლოდ ცვლილებას და არა ინფორმაციის გამოყენებას. ჩემი გადმოსახედიდან ვვარაუდობ, რომ მსგავსი ინფორმაციის შენახვა არ საჭიროებს მნიშვნელოვან მეხსიერებას. I. ბაზიდან უნდა იქნას (ექსელში) ამოღებული ინფორმაცია, ბაზის შექმნიდან ჩვენთვის ფაილის მოწოდებამდე, ყველა შემდეგი ცვლილების თაობაზე (იგულისხმება არამარტო მომხმარებლის მხრიდან, არამედ ნებისმიერი): 1. ახალი ფიზიკური პირის (რეესტრის N) დამატებაზე; 2. ფიზიკური პირის წაშლაზე; 3. არსებულ პირზე სერტიფიკატის (სუბსპეციალობის) დამატებაზე; 4. არსებულ პირზე სერტიფიკატის (სუბსპეციალობის) გაუქმებაზე; 5. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება/განახლება, გაუქმება; 6. არსებული პირის პირადი N ცვლილება; 7. გარდაცვლილი პირის სტატუსის (ასევე პასიურზე) მქონე ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილება. II. ჩაიდოს ახალი ფუნქციები: ბაზიდან ამოღებული, ზემოთ აღნიშნული ფაილის/ფაილების, სერტიფიცირების სამმართველოსთვის გადაგზავნამდე, უნდა განხორციელდეს შემდეგი: 1. გაითიშოს ბაზა, მომხმარებელს მიეცეს ახალი პაროლის შექმნის საშუალება; 2. შეიქმნას სერტიფიცირების სამმართველოს მხრიდან წინასწარ გამოყოფილი პირის მოდულში დასტურის ფანჯარა; 3. შეიქმნას სერტიფიცირების სამმართველოს მხრიდან წინასწარ გამოყოფილი პირის მოდულში ბაზაში ასახული ცვლილებების დათვალიერების ფანჯარა. III. ახალი ფუნქციები დაზუსტება: 1. სერტიფიცირების სამმართველოს მხრიდან წინასწარ გამოყოფილი პირის მოდულში დასტურის ფანჯარა საჭირო იყოს მხოლოდ ინფორმაციის წასაშლელად; 2. ინფორმაციის დასამატებლად, მომხმარებელს არ სჭირდება სერტიფიცირების სამმართველოს მხრიდან წინასწარ გამოყოფილი პირის მოდულში დადასტურება; 3. სერტიფიცირების სამმართველოს მხრიდან წინასწარ გამოყოფილი პირის მოდულში უნდა იყოს დამატებული ფანჯარა, სადაც აისახება ყველა ცვლილება, მაგ. 1 თვის პერიოდში. აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ, წინა ინფორმაცია წაიშალოს, ან ჩანაცვლდეს ახალი ინფორმაციით. ვადები ავიღოთ მაგ. 1 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე. აღნიშნულში ინფორმაციის ცვლილების დათვალიერებისას, თავისი მოსაზრებით/შერჩევით შეეძლოს გადამოწმება. არ ვეთანხმები თქვენს წინადადებას, სამართველოს მხრიდან გამოყოფილი პირის ინტერფეისზე და მომხმარებელზე ცვლილებები მოხდეს ექსელში ინფორმაციის გადატანის პარალალურად. სამმართველო სამუშაოს 1 დღიან შეფერხებას დაარეგულირებს ალტერნატიული ბაზისა და მატერიალიზებული დოკუმენტების საშუალებებით. თათა, შეთანხმებისამებსრ, გადმოცემულ ექსელის ფაილში უნდა აისახოს მხოლოდ განხორციელებული კონკრეტული ცვლილება და არა, პირის შესახებ არსებული სრული ინფორმაცია. აღნიშნული, ისედაც მოითხოვს მნიშვნელოვან ადამიანურ და დროის რესურსს. ჩემი თხოვნის გათვალისწინება „შედარებით“ დაზოგავს რესურსს და შემმოწმებლის მხრიდან შეცდომის/გამორჩენის ალბათობას შეამცირებს. განვმეორდები, ზემოთ აღწერილი ექსელის ფაილი/ფაილები გადმოეცეს სამმართველოს, მისი ფუნქციონირების შეჩერებისა და ფუნქციების გაზრდის შემდეგ. სისტემაში დამატებით სხვა ფუნქციების ჩადების საჭიროების შემთხვევაში, გაცნობებთ შემდგომში. პატივისცემით, ხათუნა -----Original Message----- From: Tata Kobakhidze To: Khatuna Zaldastanishvili , , , , Cc: Alexander Turdziladze , Ketevan Tatoshvili Date: Fri, 31 Oct 2014 18:56:36 +0400 Subject: სერტიფიცირების მოდულის საკითხები > მოგესალმებით, > > > > წარმოგიდგენთ დღევანდელი > შეხვედრის შედეგად > წარმოშობილ საკითხებს: > > > > 1. სერტიფიცირების ბაზიდან > უნდა მოხდეს შემდეგი > ინფორმაციის ამოღება > ექსელის ფაილში (აღნიშნულ > საკითხზე უკვე დაწყებულია > ჩვენი მხრიდან მუშაობა): > > * სერტიფიცირების ბაზაში > მისი შექმნის დღიდან > იმპორტირებული მონაცემის > გარდა ყველა ახალი > დამატებული სამედიცინო > პერსონალის სია შესაბამისი > რეკვიზიტებით > > * სერტიფიცირების ბაზაში > მისი შექმნის დღიდან > იმპორტირებული მონაცემის > გარდა ყველა წაშლილი > სამედიცინო პერსონალის სია > შესაბამისი რეკვიზიტებით > > * სერტიფიცირების ბაზაში > ყველა ახალი დამატებული > სერტიფიკატის (სპეციალობა, > სუბსპეციალობა) სია > შესაბამისი რეკვიზიტებით > > * სერტიფიცირების ბაზაში > ყველა წაშლილი > სერტიფიკატის (სპეციალობა, > სუბსპეციალობა) სია > შესაბამისი რეკვიზიტებით > > > > 2. ჩაიდოს ახალი ფუნქციები: > > * სერტიფიცირების > სამმართველოს > თანამშრომლების მიერ ახალი > სამედიცინო პერსონალის > დამატება და/ან სამედიცინო > პერსონალის წაშლა მოხდეს > სამმართველოს მხრიდან > წინასწარ გამოყოფილი პირის > მოდულში დასტურის შემდეგ, > აღნიშნული პირის > ინტერფეისიდან დასტურის > გარეშე შესაბამისი > ქმედების განხოციელება > შეუძლებელი იქნება > > * ახალი სამედიცინო > პერსონალის დასტურის > შედეგად წაშლის შემდგომ > შესაბამისი სამედიცინო > პერსონალის სტატუსი > შეიცვლება აქტიურიდან > პასიურით და შესაბამისი > სტრიქონო შეიცვლის ფერს, > რომელიც ხილვადი იქნება > მხოლოდ სამმართველოს მიერ > გამოყოფილი პირის > ინტერფეისზე > > * დასტურის შედეგად > ახალი სამედიცინო > პერსონალის სტრიქონი 1 თვის > განმავლობაში იქნება სხვა > შეფერილობის, რომელიც > ხილვადი იქნება მხოლოდ > სამმართველოს მიერ > გამოყოფილი პირის > ინტერფეისზე > > * სამართველოს მხრიდან > გამოყოფილი პირის > ინტერფეისზე ჩანდეს > ბაზაში/მოდულში ახალი > სამედიცინო პერსონალის > დამატების და/ან წაშლის > განმახორციელებელი პირის > მომხმარებელი, სახელი, > გვარი, ტრანზაქციის > (მოქმედების) თარიღი და დრო - > აღნიშნული საკითხი > გაკეთდება ექსელში > ინფორმაციის გადატანის > პარალალურად, რადგანაც არ > მოხდეს თქვენი სამუშაო > პროცესის შეფერხება. > > > > > > იმ შემთხვევაში, თუ > მიგაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე > საჭიროა დამატებით სხვა > ფუნქციების ჩადება > სისტემაში გთხოვთ, > მოგვწეროთ. > > > > > > Best Regards > > > > Tata Kobakhidze > > > > HMIS Processes Analyst > > Abt Associates Incorporated – Georgia > > USAID Health System Strengthening Project > > 144, A. Tsereteli Ave., 16 floor, Tbilisi 0119, Georgia > > Tel: (995 32) 2 510 021, ext 1616 > > > ________________________________ This message may contain privileged and confidential information intended solely for the addressee. Please do not read, disseminate or copy it unless you are the intended recipient. If this message has been received in error, we kindly ask that you notify the sender immediately by return email and delete all copies of the message from your system.