From :
To : Alexander Turdziladze (aturdziladze@hssp.org.ge) <aturdziladze@hssp.org.ge>
Subject : pirvel ckaros cerilis DRAFT
Received On : 08.10.2014 12:52

მოგესალმებით,

 

როგორც მოგეხსენებათ პირველად წყაროებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებებიდან ინფორმაციის შეგროვება გარკვეულ პრობლემებთან და შეფერხებებთანაა დაკავშირებული. ჩვენი მხრიდან იყო დაპირება აღნიშნული საკითხის ოპტიმიზაციის კუთხით.

 

ჩვენი მხრიდან გაკეთდა ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც სამინისტროს მხრიდან ესწრებოდნენ: ვანო გოლიაძე, ირაკლი ტაბატაძე, დიმიტრი ალხაზოვი და გიორგი გოგუაძე, ხოლო USAID HSSP მხრიდან: ალეკო ტურძილაძე, ვაჟა ეზუგბაია და თათა კობახიძე. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკთხები:

 

1.      სხვადასხვა წყაროებიდან შემოსული ინფორმაციიდან რა მონაცემები ითვლება ასატვირთად

2.      რა ფორმატით უნდა მოხდეს მონაცემების ატრითვა

3.      სხვადასხვა ვალიდაციების განსაზღვრა/ჩამოყალიბება

4.      პასუხისმგებლობების კონრკეტული განსაზღვრა, განსაკუთრებით ინფორმაციის ატვირთვის ვადებზე

5.      გარე უწყებებთან შეთანხმება

6.      დადგენილებაში ცვლილებების შეტანა

 

შეხვედრის შემდგომ სამინისტროს და სოც. მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისგან მივიღეთ სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული მასალის კოპიები და ასევე აღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით შედგენილი საბოლოო ცხრილი, რომელიც იტვრითება სამინისტროს მიერ. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობთ ჩვენს მიერ მოხდა ექსელის ფორმატში ინფორმაციის გაერთიანება (იხილეთ თანდართული ფაილი), თუმცა არის დარჩენილი რიგი ინფორმაციისა რომელზეც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ინფორმაციის შეგროვება, როგორც უწყებების შესახებ ასევე იმ ინფორმაციის შესახებაც, რომლესაც უწყებები აწვდიან სამინისტროს.

 

 

 

Best Regards

 

Tata Kobakhidze

 

HMIS Processes Analyst

Abt Associates Incorporated – Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, A. Tsereteli Ave., 16 floor, Tbilisi 0119, Georgia

Tel: (995 32) 2 510 021, ext 1616