From :
To : Alexander Turdziladze (aturdziladze@hssp.org.ge) <aturdziladze@hssp.org.ge>; Ketevan Tatoshvili (ktatoshvili@hssp.org.ge) <ktatoshvili@hssp.org.ge>; Natia Baratelia </o=ExchangeLabs/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=7df074a1aaa440ecab32700447fd0865-nbaratelia@hssp.org.ge>; Mary Gelashvili </o=ExchangeLabs/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ae31575080a84d8a9d81334500399d7b-MGelashvili@hssp.org.ge>
Subject : vacation
Received On : 09.10.2014 14:27
Attachments :

მეგობრებო,

 

ქვემოთ მოცემულია ის საკითხები რაზეც ვმუშაობდი, ასევე ის საკითხები რაც შეიძლება დღის წესრიგში დადგეს და საქმის კურსში რომ იყოთ.

 

1.    დეველოპერის ვაკანსია - CV-ბის მიღების ბოლო თარიღია 10/10/2014, გამომდინარე იქიდან, რომ 10-ში არ ვიქნები, მარის ვუტოვებ ჩემი კომპის და მეილის პაროლს, ასევე ყველა უკვე გამოგზავნილ CV-ს, რომლებიც უკვე short list-ბულია (Z:\Tata\Jobs.ge - CV) და როგორც კი დასრულდება CV-ბის მიღება მარი მოგაწვდით კანდიდატების short list-ს.

 

2.    წინა დღეებში ჩანიშნული საკითხები, რომლებიც არის გადასაწყვეტი და გასაკეთებელი:

 

·         შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში დაწესებულებებისთვის შემთხვევის ისტორიის დამალვა - როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს საწინააღმდეგო აზრი, შესაბამისად მე და ალეკო შევხვდით თინას რომ მოგვესმინა მათი რეალური არგუმენტი აღნიშნულის განხორციელებასთან დაკავშირებით. შესაბამისად არგუმენტი არ იყო სრულფასოვანი, რის გამოც ალეკომ თინას შესთვაზა, რომ აღნიშნული საკითხი განხილულიყო მინიმუმ მაიასთან ერთად. ველოდებით, როდის შეგვეხმიანებიან, მანამდე კი ეს საკითხი რჩება ღიად.

·         თინას წერილი (15/09) რეპორტინგის ანალიტიკაში შემსრულებლის პირადი ნომრის ჩამატებასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი საჭიროებს გადაწყვეტას, თუ სად, როგორ რა პრინციპით უნდა ჩაემატოს (მათი მოთხოვნით აღნიშნული ველი უნდა დაემატოს ძირითად გრიდს, და პირადი ნომერი უნდა იყოს იმ თანამშრომლის რომელმაც დააჭირა ფინანსურში გადაგზავნას ხელი).

·         სტაც ფორმაში კალკულაციის განყოფილებას მოაკლდეს ველები - აღნიშნული საკითხი გასავლელია დეტალურად, რომელი ველია ამოსაღები, რა ვალიდაციები იქნება ჩასამატებელი, რა ამოსაღები, ეს ყველაფერი რეპორტინგის ვალიდაციებთანაც უნდა დადარდეს რომ რამე გაუგებრობა არ მოხდეს. აღნიშნული ცვლილებება შეთანხმებისამებრ, უნდა გაკეთდეს 01/11-თვის, როცა ჩაირთვება შემდეგი თვის გადმოგზავნების პერიოდი.

·         პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ახალი ლოგიკა - აღნიშნული საკითხიც თინას მიერ იყო დასმული და საჭიროებს დეტალურ გავლას, რომელიც უნდათ რომ აისახოს 01/11-თვის

 

3.    ვინ რაზე მუშაობს - ბოლო სტატუსებით დოკუმენტს ვუტოვებ მარის, ასევე იხილეთ თანდართულ ფაილად

 

4.    სერტიფიცირება - ველოდებით პასუხს ორ საკითხზე, ჩემს მიერ მიწერილი წერილი 03/10/2014. დანარჩენი ჩვენი მხრიდან რაც კი იყო მოწერილი ბოლო პერიოდის მანძილზე ყველაფერი გაკეთებულია, გადატანილია სატესტოზე და პარალელურად ისინი ტესტავენ. როგორც კი იტყვიან რომ გატესტეს და ყველაფერი კარგადაა უნდა გადავიტანოთ სატესტოზე არსებული მონაცემები რეალზე, ოღონდ არა ინფორმაცია, მხოლოდ ცვლილებები უნდა გადავიდეს, რადგანაც 1. სატესტოზე არის სატესტო მონაცემებიც, 2. რეალზე ისინი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდნენ ცვლილებებს, რაც შესაბამისად არ არის ასახული სატესტო ბაზაზე. დიტოს არის საქმის კურსში, თუმცა მე გადატანის პროცესში მინდოდა რომ ვაჟასთან გაევლო კონსულტაცია რამე რომ არ გაფუჭდეს.

 

ეს საკითხებია:

·         კოდის გარეშე არსებული სპეციალობა: ბავშვთა ფსიქოთერაპია - უნდა მოგვაწოდონ კოდი, რომელსაც დიტო მიანიჭებს

·         ექსელში ექსპორტის დროს არასწორი შრიფტით წამოსული ინფორმაცია - უნდა მოგვაწოდონ რეესტრის ნომრები მაგალითისთვის, რომელთა მიხედვითაც გადავამოწმებთ და გავასწორებთ

 

5.    ნარკომანიის მოდული - მოკაპების ბოლო ვერსიას ვუტოვებ ნიკას, ასევე share-ზე (Z:\Tata\ნარკომანია). ყველა სხვა დოკუმენტაცია თუ დაგჭირდებათ ნარკომანიასთან დაკავშირებით იქნება ჩემს მაგიდაზე, ცალკე სალათისფერ ბაინდერში.

 

დღევანდელი მდგომარეობა ნარკომანიიის მოდულთან დაკავშირებით:

·         ნიკა მუშაობს რეგისტრაციის გვერდზე, ამ კვირის ბოლოს მორჩება რეგისტრაციის გვერდის პირველ ტაბს.

·         მოკაპები გავლილია ყველა ჩართულ მხარესთან და მათი შენიშვნები ბოლო შეხვედრის შედეგად ასახულია მოკაპში.

·         უნდა განისაზღვროს მოდულის საჩვენებელი ვერსიის დასრულების სავარაუდო თარიღი

·         ნარკომანიის მოდულში მოსაფიქრებელია როგორ უნდა მოხდეს რიგების კონტროლი, აღრიცხვა (რომ ჩამოვალ სავარაუდოდ არ იქნება დაგვიანებული აღნიშნული საკითხის მოსაფიქრებლად J)

·         გადასაწყვეტია იმ პატიმრების საკითხი, რომლებსაც არ აქვთ პირადი ნომრები, მოხდება თუ არა მათი რეგისტრაცია მოდულში პატიმრის უნიკალური ნომრით, თუ სისტემამ მიანიჭოს სხვა დამატებითი კოდი, რათა მოხდეს ბენეფიციარის შესახებ სრული ისტორიის შექმნა, მას შემდეგ რაც იგი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას

·         მოსაწოდებული აქვთ ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ (დასახელება, საინეტიფიკაიო კოდი)

·         მოსაწოდებელი აქვთ ინფორმაცია ნარკომანიის პროგრამაში ჩართული დაწესებულებების შესახებ (დასახელება გვაქვს, საჭიროა საიდენტიფიკაციო კოდები)

 

6.    მომხმარებლების გახსნა - ნანა ალავერდაშვილს, ნანა კიკაძეს და თამარ ბაღიაშვილს (ვისგანაც ძირითადად ვიღებ ინფორმაციას მოდულებზე მომხმარებლების გახსნასა თუ მათთვის სხხვადასხვა როლების მინიჭებისთვის) გავუკეთებ ინფორმირებას, რომ ჩემი არყოფნის შემთხვევაში მიმართონ უშკას.

 

7.    პირველადი წყაროები - share-ზე (Z:\Tata\პირველადი წყაროები), სადაც ნახავთ ყველა იმ ფაილს რაც მე გამაჩნია

 

 

მგონი სულ ესაა

 

 

 

Best Regards

 

Tata Kobakhidze

 

HMIS Processes Analyst

Abt Associates Incorporated – Georgia

USAID Health System Strengthening Project

144, A. Tsereteli Ave., 16 floor, Tbilisi 0119, Georgia

Tel: (995 32) 2 510 021, ext 1616