KA030155085622118

№ 01-9097 26 / აპრილი / 2018 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის
ბატონ დავით სერგეენკოს

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის
პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელის სოფიკო ბელქანიას
მოხსენებითი ბარათი
ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3-6 მაისს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. კუშადასში ტარდება ჯანდაცვის ტურიზმის მე-8 საერთაშორისო კონგრესი, ხოლო 8-10 მაისს ინდოეთში, ქ. ნიუ-დელიში იმართება მე-6 საერთაშორისო გამოფენა ჯანმრთელობის დაცვისა და
ფარმაცევტულ სფეროში.

აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით მიწვეულნი ვართ
მე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ხათუნა ჩაჩავა.

მიმწვევი მხარე ანაზღაურებს კუშადასსა და ნიუ-დელიში მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ
ჩემთვის და ხათუნა ჩაჩავასთვის შესაბამისი მივლინების ბრძანების გაფორმებას 3 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით  და დღიური ნორმის ანაზღაურებას (3 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით - თურქეთი; 8 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით - ინდოეთი)  მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

პატივისცემით,

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სოფიკო ბელქანია