საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

KA011886034387716
საქართველო, თბილისი 0154, აკ. წერეთლის გამზ. № 67ა; ტელ: (+995 32) 2 40 10 10 , ფაქსი:(+995 32)2-35-79-18, ცხელი ხაზი:(+995 32)2-40-40-20, ელ.ფოსტა:info@psda.gov.ge, ვებ-გვერდი:www.psda.gov.ge
28 / ივნისი / 2016 წ.
 N 01/165785
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

ასლი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს



 

 

საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 23 მარტის N01/47827 წერილით წარმოდგენილი ,,მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის N01-53/ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ შემდეგს:

1. ბრძანების პროექტით წარმოდგენილი ცვლილებით ხდება მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის ელექტრონულად შევსების წესის განსაზღვრა. ,,მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის N01-53/ ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1 ზოგადად განსაზღვრავს ფორმა N3–ის გამოწერის წესს, შესაბამისად, მიზანშეწონილია, ამავე დანართში მიეთითოს, რომ აღნიშნული დოკუმენტი არეგულირებს მხოლოდ  ფორმა N3-ის მატერიალურად შევსების წესებს, ვინაიდან ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის  გამოწერის  წესს ითვალისწინებს წარმოდგენილი ცვლილება.

2. პროექტით წარმოდგენილი დანართი N3–ის პირველი მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული სისტემის მომხმარებლები/მონაწილე მხარეები არიან: ფორმა №3 - რეცეპტის გამოწერაზე უფლებამოსილი სუბიექტი - დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი - სერტიფიცირებული ექიმი  (შემდგომში - ექიმი) და ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეალიზაციაზე უფლებამოსილი და ელექტრონულ სისტემაში ჩართული სუბიექტი (შემდგომში - რეალიზატორი). აღნიშნული არ შეესაბამება ამავე დანართის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტს, რომლის მიხედვით,  ელექტრონული სისტემის მომხმარებლებად განსაზღვრული არიან მოლოდ ექიმი და პაციენტი. 

3.  ბრძანებით დამტკიცებული დანართი N3–ის პროექტის მე–3 მუხლის: 

ა) პირველი პუნქტის თანახმად, თუ პაციენტის მონაცემები სისტემაში არ მოიძებნა, ექიმი ქმნის  ახალი პაციენტისგვერდს შესაბამისი ველების შევსების საშუალებით. აღნიშნულ პუნქტში მიზანშეწონილია, დაკონკრეტდეს, თუ რა მონაცემების შეტანა მოიაზრება ,,პაციენტის გვერდის“ შექმნაში.  

ბ)  მე–2 პუნქტის თანახმად,გვერდზე“,  დანიშნულების  ველში, ექიმი  შეიტანს სრულყოფილ დანიშნულებას (ყველა ფარმაცევტულ პროდუქტს, სამკურნალო საშუალებას), მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემს, ფარმაცევტული პროდუქტის დასახელების, ფორმის, დოზის, რაოდენობისა და მიღების წესის (რომელშიც აღნიშნულია ფარმაცევტული პროდუქტის მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა, შეყვანის გზები და პაციენტისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია) მითითებით. აღნიშნულ პუნქტთან მიმართებით გაურკვეველია, რა მიზნით აისახება ელექტრონული რეცეპტის გასაცემად შექმნილ ,,პაციენტის გვერდზე“  ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაცია.  

გ)  მე–8 პუნქტში  განსაზღვრულია ელექტრონული რეცეპტის შემცველი ინფორმაცია,  რაც არ შეესაბამება ამავე ბრძანების დანართი N2–ით დამტკიცებული ფორმა N3 (რეცეპტის ბლანკი) რეცეპტის ფორმას. შესაბამისად, თუ ფორმა N3-ის ელექტრონულად წარმოება მოითხოვს რეცეპტის განსხვავებულ ფორმასა და რეკვიზიტებს, მიზანშეწონილია, ცალკე დამტკიცდეს რეცეპტის ელექტრონული ფორმა.

დ)  მე–9 პუნქტის თანახმად,  თუ რეცეპტის ფორმაში არსებობს/მონიშნულია კლავიში - „შესაძლებელია ჩანაცვლება“ -  ეს უფლებას აძლევს რეალიზატორს, რომელსაც რეალიზაციაში არ აქვს კონკრეტული ფარმაცევტული პროდუქტი დოზირებული წამლის ფორმაში მოქმედი ნივთიერების რეცეპტში მითითებული რაოდენობით, პაციენტის თანხმობით, ჩაანაცვლოს გამოწერილი დოზირებული ფარმაცევტული პროდუქტი. ამავე მუხლის მე–11 პუნქტის თანახმად, ექიმს უფლება აქვს, გააუქმოს მონიშვნა -  „შესაძლებელია ჩანაცვლება“. შესაბამისად, ამავე მუხლის მე–9 პუნქტში მითითება უნდა გაკეთდეს „მონიშვნაზე“, ვინაიდან კლავიშის – „შესაძლებელია ჩანაცვლება“ -  მხოლოდ არსებობა ვერ იქნება  რეალიზატორისთვის ჩანაცვლების საფუძველი. 

ე)  22–ე  პუნქტი ითვალისწინებს ელექტრონული რეცეპტის გაცემას ისეთ პირებზე, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის მოწმობა. აღნიშნულ პუნქტში ბუნდოვანია და უნდა დაკონკრეტდეს, რა სტატუსის მქონე პირებზე მოქმედებს აღნიშნული დაშვება (პირადობის მოწმობის, საქართველოს პასპორტის, მუდმივი ან  დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე და სხვ.). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამავე დანართის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტში ელექტრონული სისტემის მომხმარებელ პაციენტებად  განსაზღვრული არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირები.

4. წარმოდგენილი დანართის პროექტის მე–4 მუხლის:

ა)  მე–2 პუნქტში მითითებული  ტერმინი – ,,რეცეპტის მიმღები“ განმარტებულია სქოლიოში. აღნიშნული შინაარსით წარმოადგენს ტერმინის განმარტებას და იურიდიული ტექნიკის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, გაიწეროს ბრძანების  ერთ – ერთ პუნქტად.

 ბ) მე–3 პუნქტის თანახმად, ელექტრონულ სისტემაში პაციენტის პირადი ნომრის შეყვანისას ელექტრონული სისტემიდან ჩამოიტვირთება პაციენტის ყველა რეცეპტი. აღნიშნულთან მიმართებით  გაურკვეველია, თუ რა მიზანს ემსახურება ძველი, უკვე დახურული, რეცეპტების და მათში არსებული ინფორმაციის დამუშავება რეალიზატორის მიერ, ამასთან, აღნიშნულის თაობაზე დასაბუთებას არ შეიცავს ბრძანების პროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათი.

გ) მე–7 პუნქტის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) გასაცემი რაოდენობა კონტროლდება ამავე რეცეპტით მანამდე გაცემული რაოდენობების გათვალისწინებით. რეალიზატორის მიერ გაცემის თაობაზე დასტურის მიღების შემდეგ ელექტრონულ რეცეპტში შეტანილი ცვლილებები აისახება ელექტრონულ სისტემაში, რაც არ შეესაბამება ამავე დანართის მე–3 მუხლის მე–19 პუნქტს, რომლის თანახმად, მოქმედ რეცეპტში შესწორების შეტანა დაუშვებელია.  

5. N3 დანართის პროექტის  მე–5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სისტემის მფლობელი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. აღნიშნულ პუნქტში მიზანშეწონილია გაიწეროს, თუ ვინ წარმოადგენს ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების მფლობელს, ვინაიდან, სისტემის მფლობელობა არ გულისხმობს მონაცემების ფლობას და პროცესზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის მიზნით მონაცემის მფლობელის იდენტიფიცირებას აღნიშნული პუნქტი ცალსახად საჭიროებს.

ბ) მე–3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული სისტემის მომხმარებლები  - ექიმი, პაციენტი (საქართველოს მოქალაქე, ასევე საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირი) - ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციას/ავთენტიფიკაციას ახორციელებენ პირადი ნომრით და დაბადების თარიღით, რომელთა სტატუსის იდენტიფიცირება ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული ფიზიკური პირების მონაცემთა ბაზასთან შეთანხმებული ფორმატით რეალურ დროში, სინქრონიზაციის საფუძველზე.  

აღნიშნულ პუნქტთან მიმართებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი ბრძანების პროექტით არ არის გაწერილი პაციენტის რეგისტრაციის დრო და პროცედურები, ამასთან გაურკვეველია, რა პერიოდულობით და როდის  ხდება პაციენტის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება/განახლება, როგორ რეგისტრირდება ექიმი თავდაპირველად. აღნიშნულ პუნქტში ასევე გასამიჯნია ექიმისა და პაციენტის რეგისტრაციის/ავთენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემები. ასევე არ ირკვევა, რა წესით ხდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მონაცემების მიღება და გადამოწმება, ან რა მოიაზრება ფრაზაში – ,,რეალურ დროში სინქრონიზაცია“. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მითითებულ  პუნქტში სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მონაცემთა გამოთხოვის საკითხის სრულყოფილად დარეგულირების მიზნით მართებულია, მიეთითოს – ,,ამ ბრძანების მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები“.  ამავდროულად, ბრძანების პროექტში უნდა გაიწეროს ყველა ის საკითხი, რომლებზეც საუბარია ზემოაღნიშნულ შენიშვნაში. 

 

6. წარმოდგენილი დანართის პროექტის პირველი მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად,  ფორმა №3 ელექტრონულად (ელექტრონული რეცეპტი) იწარმოება  სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით (შემდგომში - ელექტრონული სისტემა).  აღნიშნული პუნქტის გათვალისწინებით, ტერმინთა ერთგვაროვნების დაცვის მიზნით, პროექტის მთელ ტექსტში უდნა მიეთითოს – ,,ელექტრონული რეცეპტი“.

 

 

 


 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი პატარიძე