|
|||||
|
|||||
|
|
|||||
|
,,პიროვნების
დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის,
გარდაცვალების თაობაზე – გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის
ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 14 იანვარის №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1. ,,პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 14 იანვარის №8/ნ ბრძანებაში (ვებ პორტალი, 140111, 14/01/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. ბრძანებას დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,21. 2011 წლის 1 აპრილამდე გაცემული დაბადების და გარდაცვალების თაობაზე სამედიცინო ცნობების ასლების გაცემა განხორციელდეს დაწესებულებაში არსებული ეგზემპლარის ასლის სახით, ხოლო ცნობის გაუცემლობის ან ასლის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამონაწერით სამედიცინო დოკუმენტაციიდან.
ამონაწერი დაბადების თაობაზე უნდა შეიცავდეს ამ ბრძანების N1 დანართით
დამტკიცებულ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობით გათვალისწინებულ
ინფორმაციას, გარდა ქორწინების მოწმობის რეკვიზიტების და ბავშვის
მამის თაობაზე ინფორმაციისა, ხოლო ამონაწერი გარდაცვალების თაობაზე – ამ
ბრძანების N2 დანართით დამტკიცებულ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო
ცნობაში მითითებულ ყველა ინფორმაციას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრი
ანდრია ურუშაძე
|