From : Information Tecnologies <it@moh.gov.ge>
To : Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge>
Subject : [Everyone] მეილ სერვერის მომხმარებელთა საყურადღებოდ
Cc : everyone@ssa.gov.ge
Received On : 21.10.2013 14:39

ძვირფასო კოლეგებო,
 
მეილ სერვერის უსაფრთხოების მიზნით, სპამებისა და ვირუსებისგან თავდაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მეილ სერვერის კლიენტების (მომხმარებლების) პაროლები არ იყოს მარტივი (მაგალითად 123456, იგივე, რაც მეილის კლიენტის სახელი, 4 სიმბოლოზე ნაკლები და ა.შ.)
ხშირად ახალი მომხმარებლისთვის მეილის გახსნისას მას ეძლევა დროებითი პაროლი (მაგ. 123456) და ინსტრუქცია ამ პაროლის აუცილებელი წესით დროულად შეცვლის შესახებ.
მიუხედავად ამისა, დღესაც მეილ სერვერის ბევრ მომხმარებელს დატოვებული აქვს აღნიშნული პაროლი.
დაბეჯითებით გთხოვთ, მსგავსი პაროლების მქონე მომხმარებლებმა 26 ოქტომბრამდე შეცვალოთ პაროლი უფრო რთული კომბინაციით.
წინააღმდეგ შემთხვევაში 28 ოქტომბრიდან თქვენ, როგორც მეილ სერვერის მომხმარებელი, დაიბლოკებით.
აღნიშნული ქმედების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ თითოეული ასეთი მომხმარებელი საფრთხეს უქმნის მთლიანად სერვერის ფუნქციონირებას, ამიტომ გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს მოთხოვნას.
 
პატივისცემით და კეთილი სურვილებით,
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი 
 

Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia