| From : | IT <it@moh.gov.ge> |
| To : | Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | [Everyone] საქართველოს სოლიდარობის ფონდი |
| Received On : | 11.03.2015 08:51 |
| Attachments : |
ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველოს სოლიდარობის ფონდის სახელით წარმოგიდგენთ სოლიდარობის ფონდის მე-4 ანგარიშსა და იმ შედეგებს, რომელიც მხოლოდ თქვენი დახმარებით გახდა შესაძლებელი.
ფონდის საქმიანობის მე-4 პერიოდულ ანგარიში მოიცავს დეტალურ ინფორმაციას 2014 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ფონდის მიერ მობილიზებული თანხებისა და ჩვენს მიერ ერთობლივად მხარდაჭერილი ბენეფიციარების შესახებ.
დღეისათვის 240 საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომლის, ათასობით მოქალაქისა და 16 კომპანიის დახმარებით ფონდმა უკვე შეძლო 21 წლის ასაკის ჩათვლით ონკოლოგიური დაავადების მქონე 70 ბავშვისა და ახალგაზრდის 1 757 000 ლარით დაფინანსება. 44 ბავშვისა და ახალგაზრდის დიანოსტიკა და მკურნალობა საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 26 შემთხვევაში საზღვარგარეთ - გერმანიის, თურქეთის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.
დაფუძნებიდან დღემდე სოლიდარობის ფონდში 2 120 000 ლარია მობილიზებული, კონკრეტულად 2015 წლის თებერვალში განხორციელებულმა დონაციებმა კი 264 000 ლარი შეადგინა.
აღნიშნული შედეგების მიღწევა მხოლოდ თქვენი თანადგომით გახდა შესაძლებელი და კიდევ ერთხელ თითოეული ბავშვისა და ოჯახის სახელით მადლობას გიხდით ამ ფასდაუდებელი დახმარებისათვის!
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,
მარიამ ჯაში
ააიპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის
აღმასრულებელი დირექტორი