From : IT <it@moh.gov.ge>
To : Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge>
Subject : [Everyone] საყოველთაო აღწერა
Received On : 04.11.2014 10:43

კოლეგებო, 

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის 5-19 ნოემბრის პერიოდში ტარდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა,

 აღწერა წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ

 სპეციალურად ამ მიზნისათვის მომზადებული აღმწერები, 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის პერიოდში ვალდებულნი არიან შემოიარონ ყველა საცხოვრისი და მათში მცხოვრები შინამეურნეობის ერთი ან რამდენიმე სრულწლოვანი წევრის გამოკითხვის გზით, სპეციალური კითხვარების მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია შინამეურნეობის შესახებ.

 გამოკითხვის დრო საშუალოდ 40-60 წუთია.

 ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, აღწერის შედეგად მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. რესპონდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოგ ვმართა თხოვნით, აღწერის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, გავუწიოთ დახმარება საქსტატის თანამშრომლებს და მივაწოდოთ ობიექტური  ინფორმაცია ჩვენი და ჩვენი შინამეურნეობის წევრების შესახებ.

აღწერასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე www.geostat.ge და   www.census.ge

 

გთხოვთ, მხარი დავუჭიროთ საყოველთაო აღწერის პროცესს - „გავიგოთ რამდენი ვართ“.


დანართის სახით გიგზავნით დამატებით ინფორმაციას აღწერის თაობაზე და მის მოკლე ვერსიას ძირითადი შეტყობინებების სახით.

მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის.

 

სამინისტროს აპარატი