From : Information Tecnologies <it@moh.gov.ge>
To : Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge>
Subject : [Everyone] სისხლის დონორთა აქცია
Received On : 14.04.2014 14:17
Attachments :

’მედინვესტ ჯორჯია საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის’’  ეგიდით, 2014 წლის 17 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მე-7 სართულზე N705 ოთახში მოეწყობა ერთდღიანი სისხლის დონორთა აქცია.

უანგაროდ სისხლის გაღების მსურველებს ადგილზე მოგემსახურებათ სამედიცინო ბრიგადა და უფასოდ ჩაგიტარდებათ შემდეგი ანალიზები:

C და B ჰეპატიტები, შიდსი, სიფილისი, სისხლის საერთო ანალიზი, რომლის პასუხებს თითოეული თანამშრომელი მიიღებს კონფიდენციალურად.

მსურველებს წინასწარ გთხოვთ, მომართოთ მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს (მე-14 სართული, ცხელი ხაზის ოთახი ) 16 აპრილამდე.

გთხოვთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და გადავარჩინოთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე.

       საკონტაქტო პირი: ხატია ფიჩხაია (შიდა ნომერი 0811); ნატო ჩხეტიანი (შიდა ნომერი 0811)

გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს.
Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia