| From : | IT <it@moh.gov.ge> |
| To : | Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | [Everyone] სოლიდარობის ფონდის ანგარიში |
| Received On : | 13.10.2015 09:39 |
| Attachments : |
ქალბატონებო და ბატონებო,
მოგესალმებით საქართველოს სოლიდარობის ფონდის სახელით და წარმოგიდგენთ ფონდის საქმიანობის მე-8 პერიოდულ ანგარიშს, რომელიც ასახავს თქვენი ერთობლივი მხარდაჭერით მიღწეულ შედეგებს. წინამდებარე და ასევე 2014-2015 წლების თითეული პერიოდული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ და გააზიაროთ სოლიდარობის ფონდის ოფიციალური ვებ - გვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით (solidaroba.ge ან facebook: „ სოლიდარობა“).
განახლებული ანგარიში მოიცავს დეტალურ ინფორმაციას 2014 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მობილიზებული თანხებისა და ჩვენს მიერ ერთობლივად მხარდაჭერილი ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ.
• დაფუძნებიდან დღემდე ფონდში 3.9 მილიონ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული და აღნიშნული თანხისა და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით ჩვენ უკვე 22 წლამდე ასაკის 156 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება შევძელით.
• თქვენი დახმარებით სიმსივნით დაავადებულ 79 ბავშვსა და ახალგაზრდას დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში დაუფინანსდა, ხოლო 77 შემთხვევაში საზღვარგარეთ - გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.
• დღეისათვის საქართველოს სოლიდარობის ფონდს უკვე შემოუერთდა ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურებში მომუშავე 50 000-ზე მეტი თანამშრომელი, რისთვისაც თითოეულ მხარდამჭერს განსაკუთრებულ მადლობას გიხდით.
• მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უმნივნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს სოლიდარობის ფონდის საქმიანობის პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო დონეზე. 24 აგვისტოს ფონდი გაწევრიანდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამინისტროს ბაზაზე მოქმედ ინოვაციური დაფინანსების წამყვან გუნდში (Leading Group on Innovative Financing). აღნიშნული გუნდის წევრობა საშუალებას მოგვცემს უფრო აქტიური როლი შევასრულოთ სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების გლობალურ ინიციატივებში და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოვაჩინოთ საქართველოს სოლიდარობის ფონდის გამოცდილება.
• თქვენი თანადგომით ფონდმა უკვე შეძლო სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებთან ერთად 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიის დაფინანსების პრობლემის პრაქტიკულად გადაჭრა ქვეყნის მასშტაბით.
აქვე იმედს გამოვთქვამთ, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორიდან ფონდს კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი შემოუერთდება და ჩვენ შევძლებთ როგორც 22 წლის უფროსი ასაკის სიმსივნით დაავადებული პაციენტების, ასევე სხვა მძიმე სენით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარებას.
კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას გიხდით დღემდე სოლიდარობის ფონდის მიერ დაფინანსებული თითოეული ბავშვის ოჯახის სახელით.
თუკი მიმდინარე ანგარიშთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ან ფონდის საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობები დაგაინტერესებთ, გთხოვთ მოგვმართოთ სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაციაში ( თბილისი, ინგოროყვას ქ. N7, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია) ან დაგვიკავშირდეთ (ტელ.: + 995 322 990900 (2015); ელ - ფოსტა: solidarity@geo.gov.ge
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,
მარიამ ჯაში
ააიპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის
აღმასრულებელი დირექტორი
[ https://scontent-vie1-1.xx.fbcdn.net/hphotos-xpf1/v/t1.0-9/10623097_685981201476691_6079106038871928273_n.png?oh=fdf2c6bb739bac15b1d03cbfb6d756fd&oe=56889406 ]