From : IT <it@moh.gov.ge>
To : Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge>
Subject : [Everyone] 2 აპრილი/Wings for Life World Run 2015/პრეზენტაცია ჯანდაცვის სამინისტროში
Received On : 01.04.2015 14:10

მოგესალმებით,

ხვალ 2 აპრილს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში (ბრიფინგის ოთახი, მე-8-ე სართული)  გაიმართება პრეზენტაცია Wings for Life World Run-ის შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობა ამ ღონისძიებაში მნიშვნელოვანია !

გთხოვთ, თითოეული დეპარტამენტიდან რამდენიმე ადამიანი დაესწროს აღნიშნულ პრეზენტაციას!

 Wings for Life World Run ეს არის  სპორტის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი და უნიკალური საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება და მთელ მსოფლიოს ერთი მიზნისთვის აერთიანებს   - ვირბინოთ მათთვის, ვისაც არ შეუძლია! შევიტანოთ ჩვენი წვლილი ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდის საქმიანობის ეფექტიანობაში და დავამტკიცოთ, რომ აღნიშნული პრობლემა განაჩენი არ არის!  ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადია!

ღონისძიება 3  მაისს საქართველოს  დროით 15:00  საათზე კახეთში ლოპოტას  გადასახვევთან  გაიმართება. 

Wings for life  მსოფლიო  რბენა  პირველად 2014  წელს  ჩატარდა  და  მასში  მონაწილეობა  მიიღო 3000  ადამიანმა რომელთა  შორის  იყვნენ წარმომადგენლები 99  ორგანიზაციიდან ( სახელმწიფო/ კერძო  სექტორი და  მონაწილეები 36  ქვეყნიდან.

წელს  მსოფლიო რბენას უკვე შემოუერთდნენ  არასამთავრობო  ორგანიზაციები სამთავრობო  და  ბიზნეს  სექტორი სამოქალაქო სექტორი საელჩოები  და  დიპ კორპუსი მედია  და  სასწავლო  დაწესებულებები.

მსოფლიო  რბენაში  მონაწილეობის  მისაღებად  საქართველოში  რეგისტრაცია  უკვე  დაწყებულია  და  მიმდინარეობს ვებგვერდზე   www.wingsforlifeworldrun.com მონაწილეობის  საფასური 20  ლარს  შეადგენს.   ღონისძიებიდან  შემოსული  თანხა  სრულად   გადაერიცხება  Wings for Life- ის  ფონდს რომელიც  ახორციელებს  სამედიცინო  დაკლინიკურ  კვლევებს  ზურგის  ტვინის  დაზიანების  სამკურნალოდ. 2014  წლის  მსოფლიო  რბენის  შედეგად  საქართველოდან ფონდში 100 000  ლარი  გადაირიცხა (60 000  ლარი  რეგისტრაციებიდან  და 40 000  ლარი  სპონსორინგიდან).  დეტალური ინფორმაცია  კვლევების  შესახებ  განთავსებულია  ფონდის  ვებ- გვერდზე  http://www.wingsforlife.com/en/research/

დამატებითი ინფორმაცია:

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ხაზის ნაცვლად იქნება სპეციალური „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ინდივიდუალურ სანომრე ნიშანს, რომელსაც დაიმაგრებენ მაისურზე, შედეგების კონტროლი ხორციელდება ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან. ყოველ მე-5 კმ-ზე განთავსებული იქნება გამაგრილებელი პუნქტები წყლით და ხილით. მორბენალს, რომელიც შეჯიბრებას გამოეთიშება, უკან, სტარტზე სპეციალური ავტობუსი დააბრუნებს.

მსოფლიო რბენის შედეგად გამოვლინდება 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. მათ შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.

10 ფაქტი 2014 წლის მსოფლიო რბენის შესახებ საქართველოში:

 2986 რეგისტრირებული მონაწილე 
 1808 მონაწილე სტარტზე 
 46% მდედრობითი სქესის, 54% მამრობითი სქესის მონაწილე
 გამარჯვებულმა მამაკაცმა გაირბინა 52.65 კმ.
 გამარჯვებულმა ქალმა გაირბინა 25.34 კმ.
 36 ქვეყნის მონაწილემ მიიღო მონაწილეობა საქართველოს რბენაში
 99 მონაწილე კომპანია, სპორტული კლუბი და სახელმწიფო დაწესებულება
 საჯარო რეესტრი გახდა ყველაზე აქტიური მონაწილე - 80 რეგისტრირებული თანამშრომელი
 ყველაზე ასაკოვანი მონაწილე 80 წლის, გაირბინა 3.59კმ.
 საქართველოს გამარჯვებულები ირბენენ კალიფორნიაში 2015 წელს

პროექტი ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

პატივისცემით,

PR დეპარტამენტი