From : Information Tecnologies <it@moh.gov.ge>
To : Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge>
Subject : [Everyone]
Received On : 10.10.2014 09:08
Attachments :

წარმოგიდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი საქართველოს სოლიდარობის ფონდის მე-2 პერიოდულ ანგარიშს, რომელიც მოიცავს ფონდის საქმიანობას 2014 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

აქვე წარმოგიდგენთ „სოლიდარობის რეიტინგის“ პირველ პილოტურ ანგარიშს, რომელიც დეტალურად ასახავს აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 161 საჯარო სამსახურის 34,177 თანამშრომლის მიერ გაწეულ წვლილს.

თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელთა მხარდაჭერით სოლიდარობის ფონდმა უკვე შესძლო ონკოლოგიური დაავადებების მქონე 15 ბავშვის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანადაფინანსება საქართველოს, საფრანგეთის, თურქეთისა და გერმანიის კლინიკებში განსაკუთრებულ მადლობას გიხდით.

თქვენივე მხარდაჭერითა და თურქული კომპანია " ტიკარის" დონაციით შესაძლებელი გახდა 21 წლის ასაკის ჩათვლით ონკოლოგიური პაციენტებისათვის სოლიდარობის ფონდის პროგრამის გაფართოვება.

დამატებით ინფორმაციას ფონდის ბენეფიციარებისა და ფონდში ჩართულობის შესახებ იხილავთ დანართებში.

სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია ყოველთვიურად მოგაწვდით დეტალურ ანგარიშს მობილიზებული რესურსებისა და ფონდის მიერ მხარდაჭერილი პაციენტების თაობაზე.

ასევე კვარტალურად "სოლიდარობის რეიტინგის" გამოცემით საშუალება მოგეცემათ გაეცნოთ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სექტორის მონაწილეობას სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში.

კიდე ერთხელ მადლობას მოგახსენებთ უაღრესად მნიშვნელოვანი თანადგომისათვის.

 

პატივისცემით,

მარიამ ჯაში

საქართველოს სოლიდარობის ფონდის

აღმასრულებელი დირექტორი