From : MONITORING <monitoring@moh.gov.ge>
To : Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge>
Subject : [Monitors_Tbilisi] 1 seqtemberi
Received On : 30.08.2012 18:39
Attachments :

კოლეგებო,

ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ საპასუხისმგებლო პროცესებში ჩართვისათვის. 1 სექტემბერი მართლაც უმნიშვნელოვანესი დღე იქნება ქართული ჯანდაცვის განვითარების ისტორიაში. ის მოვალეობები, რომლებიც თითოეულ თქვენგანზეა დაკისრებული ერთდროულად არის საპატიოც და საპასუხისმგებლოც. გვინდა წარმატება და ნაყოფიერი თანამშრომლობა გისურვოთ.

 

ასევე მოგხენებთ, რომ 1 სექტემბერს ვიმუშავებთ ასეთი გრაფიკით:

- თითოეული მონიტორი საკუთარ დაწესებულებაში უნდა გამოცხადდეს დილით 9:00 საათზე;

- ასევე, შეეხმიანეთ დაწესებულების ხელმძღვანელებს და შეუთანხმდით, რომ მმართველი გუნდი და ძირითადი პერსონალიც მობრძანდნენ 9:00 საათიდან;

- 1 სექტმებრს 14:30 საათიდან 15:30 საათამდე შუალედში უნდა გამოაგზავნოთ პირველი რეპორტები. ამ პერიოდისთვის რეპორტში შევსებული იქნება მხოლოდ ზოგადი ნაწილი და გრაფა No 1 „რამდენმა პირმა მომართა“, სხვა არცერთი ;

- ამის შემდეგ სამუშაო გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში, როგორც შეხვედრისას მოვილაპარაკეთ.

აღმოსავლეთ საქართველოს მონიტორებთან ამაზე დავილაპარაკებთ ხვალ.

 

დამატებით გიგზავნით ინფორმაციას ( გახსენით დართული ფაილი "polisebis website") იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პოლისების გასაცემ პროგრამაში შესვლა.

 

პატივისცემით,

ჯანდაცვის სამინისტრო