From : MONITORING <monitoring@moh.gov.ge>
To : Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge>
Subject : [Monitors_Tbilisi] reportebi
Received On : 02.09.2012 10:53
Attachments :

კოლეგებო,

გვინდა გაცნობოთ, რომ ინფორმაციის გამოგზავნის პროცესი ზოგადად მიმდინარეობს არადამაკმაყოფილებლად. არის რამოდენიმე პრობლემა, რომლის შესახებაც გვინდა გაცნობოთ და ყველამ, ვისაც ასეთი პრობლემები აქვს, სცადოს მათი დაუყონებლივი გამოსწორება:

1. ძალიან ბევრმა რეპორტმა დაიგვიანა და ჩვენთამ მოვიდა დილის 10:00 საათის შემდეგ. გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ 10:00 საათი არის ბოლო ვადა! ასევე შესაძლებელია და სასურველიც, რომ 10:00 საათს არ დაელოდოთ და ინფორმაცია გამოაგზავნოთ უფრო ადრე, თუნდაც წინა საღამოს. უბრალოდ, ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ყოველ რეპორტს შორის შუალედს სრულად. იდეალურ შემთხვევაში, ყოველდღიურად ფიქსირებულ დროს უნდა მოხდეს 24 საათიანი მონაცემების მოგროვება და გამოგზავნა.

2. თქვენს მიერ მოწოდებული სტატისტიკის ანალიზიდან ჩანს, რომ დაწესებულებაში მისული (მიმართა) დაზღვეულების მხოლოდ 50%-მა მიიღო მომსახურება. ეს ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ თქვენთან მოდის ძალაინ არასრული ინფორმაცია გაწეული მომსახურებების შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ ტრენინგის დროსაც, რომ ეს კონკრეტული საკითხი იქნებოდა არამარტივი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სამედიცინო დაწესებულებები არ ახდენენ ინფორმაციის ყოველდღიურ შეჯერებას, მაგალითად იმიტომ, რომ ექიმები ყოვედღიურად არ ახდენენ სამედიცინო დოკუმენტაციის სრულად შევსებას. ან ავსებენ პასციენტის ისტორიებს, მაგრამ არ აწვდიან რეგისტრატორებს, რათა მათ გადმოგცენ თქვენ.

ეს საკითხი სასრაფოდ უნდა დააყენოთ თითოეული დაწესებულების პასუხისმგებელ პირთან ან უშუალოდ ხელმძღვანელთან. იმოქმედეთ მტკიცედ ამასთან დაკავშირებით და მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს სახელით! ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, ცალკე განსახილველი იყოს დიაგნოსტიკა, განსაკუთრებით კი ლაბორატორიის მონაცემები.

3. ფორმის ზოგადი ნაწილის ყველა გრაფა უნდა იყოს შევსებული სრულად, ანუ: რეგიონი, რაიონი, მონიტორინგის თარიღი, დაწესებულების დასახელება, მონიტორის სახელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ფორმის გამოგზავნა იქნება უშედეგო. შეგახსენებთ, რომ ამ ჩამონათვალიდან, ერთხელ შევსებულ ფორმაში ყოველდღიურად უნდა განახლდეს მხოლოდ თარიღი. დანარჩენი გრაფები შეგიძლიათ დატოვოთ უცვლელი.

4. ფორმის დანარჩენ ნაწილში/ცხრილში „ინფორმაცია გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ“ უბრალოდ უნდა ჩაიწეროს შესაბამისი ციფრები, ფონტის შეუცვლელად.

5. გიგზავნით განახლებულ რეპორტირების ფორმას, რომელშიც ჩამატებულია თბილისის რაიონები. ანუ, გრაფაში „რეგიონის დასახელება“ აირჩიეთ თბილისი და გრაფაში „რაიონის დასახელება“ აირჩიეთ შესაბამისი რაიონი. ბუნებრივია, ეს ეხება მხოლოდ თბილისის მონიტორებს.

ველით თქვენს განახლებულ მონაცემებს ხვალ 10:00 საათამდე.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ხვალიდან შესაძლებელია მოხდეს ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

დიდი მადლობა,

ჯანდაცვის სამინისტრო