From : MONITORING <monitoring@moh.gov.ge>
To : Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge>
Subject : [Monitors_Tbilisi] reportireba
Received On : 01.09.2012 16:36
Attachments :

კოლეგებო,

დიდ მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი ნაყოფიერი შრომისათვის.

ასევე, გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რამოდენიმე საკითხი:

1.      მიუხედავად იმისა, რომ თქვენმა უმეტესობამ დღეს უკვე გადმოაგზავნა ნაწილობრივი ინფორმაცია დატვირთვების შესახებ, ხვალ დილის 10:00 საათამდე ველოდებით უკვე სრულად შევსებულ რეპორტირების ფორმებს, მათგან ვისაც ჯერ ასეთი შევსებული ფორმები არ გამოუგზავნიათ.

2.      ანგარიშგების ფორმა უნდა იყოს „ექსელის“ ფაილში (ანუ ისეთი რაც მოგაწოდათ სამინისტრომ) და არ არის საჭირო მისი “ვორდის“ ფაილად გადაყვანა, ან თვითონ იმეილის ტექსტში ჩასმა.

3.      იმეილის გამოგზავნისას, დარწმუნდით რომ ანგარიშეგბის ფორმა მასზე მიმაგრებულია და  ატვირთულია დანართის სახით (მოსულია რამოდენიმე იმეილი ანგარიშგების ფორმის გარეშე).

4.      თუკი იმეილი რეპორტთან ერთად ერთხელ წარმატებულად გამოიგზავნა, მაშინ არ არის საჭირო მისი გამოგზავნა განმეორებით.

5.      ფორმის ზოგადი ნაწილის ყველა გრაფა უნდა იყოს შევსებული სრულად, ანუ: რეგიონი, რაიონი, მონიტორინგის თარიღი, დაწესებულების დასახელება, მონიტორის სახელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ფორმის გამოგზავნა იქნება უშედეგო.

6.      ფორმის დანარჩენ ნაწილში/ცხრილში უბრალოდ უნდა ჩაიწეროს შესაბამისი ციფრები.

 

კიდევ ერთხელ გიგზავნით რეპორტირების ფორმას თანდართულს ამ იმეილზე.

 

პატივისცემით,

ჯანდაცვის სამინისტრო