From : Ketevan Vardanashvili <kvardanashvili@cec.gov.ge>
To : rkokhodze@ombudsman.ge; kmaisuradze@ifes.org; m_archvadze@mrdi.gov.ge; zjanashvili@moh.gov.ge; sbakhsoliani@pdp.ge; t_zhghenti@mes.gov.ge; rionatamishvili@gmail.com; geo_anika@yahoo.com; geodeaf@mail.ru; rezo_22@mail.ru; fridonlobjanidze@mail.ru; ligadzneladze@mail.ru; ladobozhadze@yahoo.com; sdliga2009@gmail.com; koba_chopliani@yahoo.com; b.osipova@ombudsman.ge; ramaz@una.ge; smukhuradze@nimd.ge; Revaz@cida.ge; azeriwomen@yahoo.com; lsuleimanova@yahoo.com; gandguladze@gmail.com; georgian.ngocoalition@yahoo.com; zkhalilov@cif.org.ge; arnostep@yahoo.com; acicc.info@gmail.com; iartbil@yandex.ru
Subject : ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ
Cc : Sophio Sichinava <ssichinava@cec.gov.ge>
Received On : 17.06.2016 14:53

 

მოგესალმებით,

გაცნობებთ
, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2016 წლის 17 ივნისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივნისის №245/2016 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე

  • პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა ინფორმირება 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის
  • მეორე მიმართულება  - მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის  არჩევნების პროცესში

 სიტუაციური ანალიზი

ამომრჩევლებისათვის სრულფასოვანი საინფორმაციო სივრცის უზრუნველყოფის ინიციატივების მხარდაჭერა საგრანტო კონკურსის ფარგლებში უკავშირდება 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის  არჩევნების გამართვას. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ელექტორატის ინფორმირების კომპონენტს ეფუძნება უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საარჩევნო პროცესის ანალიზის შედეგებსა და საერთაშორისო/ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციებს, რომელიც ცხადყოფს საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატურად განხორციელების აუცილებლობას.

კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს არასამთავრობო სექტორის ინიციატივების წახალისებას ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების უზრუნველსაყოფად, რომელიც უკავშირდება არჩევნებისადმი ელექტორატის სოციალური განწყობის გაუმჯობესებას, ამომრჩევლის განათლებას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების, აქტივობის ზრდისა და ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობის მიზნით, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის წახალისებასა და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრირებას.

 

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება: 17 ივნისი, 2016 წელი;
  • საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 2016 წლის 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე, სწავლების ცენტრის იურიდიულ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი;
  • საინფორმაციო შეხვედრები საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით: 2016 წლის 22 და 23 ივნისი, 14:00 საათი, სწავლების ცენტრის იურიდიულ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, ცესკოს შენობა, მეხუთე სართული.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://electionreforms.ge/index.php?page=news&id=1058

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 261 21 11; 599 95 83 83 (სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილება).
 

 

პატივისცემით,
 
ქეთევან ვარდანაშვილი
კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტი (II კატეგ.)
 
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ.
თბილისი, 0131, საქართველო
ტელ: (+995 32) 2-51-00-51 (137)
მობ: (+995 577) 99-89-28
Web:  http://www.cec.gov.ge