| From : | nodisharia@moh.gov.ge |
| To : | Amiran Dateshidze <ADateshidze@moh.gov.ge>; njinjolava@yahoo.com; zjanashvili@moh.gov.ge |
| Subject : | მნიშვნელოვანი საკითხები |
| Cc : | Natalia Jaliashvili <njaliashvili@geo.gov.ge> |
| Received On : | 03.08.2015 14:00 |
ამირან, ნინო და ზაზა,
დღეს მქონდა შეხვედრა ნატალია ჯალიაშვილთან შშმ საკოორდინაციო საბჭოს ოქმთან დაკავშირებით და რამდენიმე საკითხია სადაც თქვენი ჩართულობა და დახმარება გვჭირდება:
1) კომისიის გადაწყვეტილებით საჭიროებების მიხედვით შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ აუტისტური სპექტრის მქონე პირთა საკითხებზე, 18 წლის ზემოთ შშმ პირთა რეაბილიტაციის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პოლიტიკის საკითხებზე;
2) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მართვის მოწმობის გაცემის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფარგლებში შექმნილ კომისიაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ამ ორ თემაზე ჩვენ ვიმუშავეთ : პირველზე უფრო შინ მოვლის კუთხით და 18 წლამდე შშმ ბავშვებისთვის შევიმუშავეთ პროგრამა. ხოლო რაც შეეხება 18 ზემოთ, ვიცი რომ ბევრი იმუშავეთ და შეთანხმებას ვერ მიაღწიეთ. ნატალიას ესაჭიროება რამე დოკუმენტი (18 წელს ზემოთ) რომ ეს შეხვედრები შედგა, გვაქვს თუ არა რამე ოქმი ან რაიმე დოკუემნტი რომელიც ამას ამტკიცებს? მახსოვს რაღაც სტანდარტიდ რაფტი იყო.
ასევე 2016 წლამდე მოგვიწევს ზოგადი სახის სტანდარტის შემუშავე, ისე რომ უნდა გავაგვრძელოთ მუშაობა.
მართვის მოწმობას რაც შეეხება, ასევე იყო სამუშაო ჯგუფი და მაინტერესებს თუ იყო შეხვედრების რამე ოქმი გაკეთებული. ვიცი რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეთ (ნინო და ზაზა იყვნენ ჩართულები), რამე დოკუმენტი გვააქვს?
ამირან, ნატალიამ მკითხა 4-10 სექტმებრს პოლონეთში ჯგუფი მიემგზავრება 2016-ში გაეროსთვის ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებით. ჩვენგან ვინმე მიდის?
ნატალიას ვსვავ cc-ში თუ რამე გამომრჩა დაამატებს.
მადლობა
ნუცი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი