მონიტორების საყურადღებოდ,
სააფთიაქო დაწესებულებებში 2014 წლის 1 სექტემბერს შესული ფორმა N3 რეცეპტების ანალიზმა აჩვენა, რომ რეცეპტების უმეტესობაზე ფარმაცევტული პროდუქტი გამოწერილია მხოლოდ სავაჭრო დასახელებით, რითაც დარღვეულია ,,მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებ ის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი. შესაბამისად, ამგვარი სახით გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე სამკურნალო საშუალებები აფთიაქებიდან არ გაიცემა და შევსებული რეცეპტი მიიჩნევა გაუქმებულად, რეცეპტი გადაიხაზება, მიეთითება გაუცემლობის მიზეზი და უბრუნდება პაციენტს.
გთხოვთ ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერის წესის შესახებ მიაწოდოთ დაწესეულებების ხელმძღვანელებს და განუმარტოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი: ,,რეცეპტზე ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება გენერიკული დასახელებით (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მიეთითოს სავაჭრო დასახელებაც). არაგენერიკული და კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება სავაჭრო დასახელებით “.