| From : | Sophio Sichinava <ssichinava@cec.gov.ge> |
| To : | sdliga2009@gmail.com; ladobozhadze@yahoo.com; ligadzneladze@mail.ru; geo_anika@yahoo.com; unble@hotmail.com; rezo_22@mail.ru; geodeaf@mail.ru; georgian.ngocoalition@yahoo.com; t_zhghenti@mes.gov.ge; zjanashvili@moh.gov.ge; egordadze@pdp.ge; m_archvadze@mrdi.gov.ge; rkokhodze@ombudsman.ge; Irakli Khorbaladze <ikhorbaladze@cec.gov.ge>; djavaxadze@cec.gov.ge; Ketevan Dangadze <kdangadze@cec.gov.ge>; Rati Shelegia <rshelegia@cec.gov.ge> |
| Subject : | შშმპ საკითხების ექსპერტთან ქალბატონ რებეკა ააბერგთან შეხვედრის თაობაზე |
| Cc : | Tamar Zhvania <tzhvania@cec.gov.ge>; kmaisuradze@ifes.org; nzaalishvili@electionreforms.ge; Ketevan Vardanashvili <kvardanashvili@cec.gov.ge> |
| Received On : | 21.07.2016 11:47 |
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია საარჩევნო ადმინისტრაციის 2015-2019 წლების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის თანაბარი გარემოს შექმნა.
აქედან გამომდინარე, გვინდა გაცნობოთ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტმა ქალბატონმა რებეკა ააბერგმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან (სწავლების ცენტრი) თანამშრომლობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ სპეციალური სატრენინგო მოდული და სახელმძღვანელო შეიმუშავა. ახალი სატრენინგო მოდულის მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში, ქალბატონი რებეკა ააბერგი ტრენერთა ტრენიგს (TOT) ჩაატარებს, ხოლო სწავლების ცენტრის ტრენერები თავის მხრივ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს (დაახლოებით 47,242 კომისიის წევრი) დაატრენინგებენ.
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ცესკოში შექმნილი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებს გთავაზობთ ქალბატონ რებეკა ააბერგთან შეხვედრას. შეხვედრა გაიმართება, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს 12:00 საათზე, ცესკოში (მის: დ. აღმაშენებლის მე-13კმ.).
გთხოვთ, მიმდინარე წლის 26 ივლისამდე დამიდასტუროთ მონაწილეობა.