From : Ketevan Vardanashvili <kvardanashvili@cec.gov.ge>
To : Dimitri Javakhadze <djavakhadze@cec.gov.ge>; Irakli (gmx) Khorbaladze <IMCEAEX-_O=CEC_OU=EXCHANGE+20ADMINISTRATIVE+20GROUP+20+28FYDIBOHF23SPDLT+29_CN=RECIPIENTS_CN=Irakli+20+28gmx+29+20Khorbaladze@cec.gov.ge>; Rati Shelegia <rshelegia@cec.gov.ge>; Ketevan Dangadze <kdangadze@cec.gov.ge>; nzaalishvili@electionreforms.ge; rkokhodze@ombudsman.ge; kmaisuradze@ifes.org; m_archvadze@mrdi.gov.ge; zjanashvili@moh.gov.ge; sbakhsoliani@pdp.ge; t_zhghenti@mes.gov.ge; rionatamishvili@gmail.com; geo_anika@yahoo.com; rezo_22@mail.ru; ligadzneladze@mail.ru; geo_anika@yahoo.com; ladobozhadze@yahoo.com; sdliga2009@gmail.com
Subject : ცესკოში გამართული 8 ივლისის შეხვედრის შესახებ
Cc : Sophio Sichinava <ssichinava@cec.gov.ge>
Received On : 19.04.2016 10:06



მოგესალმებით,


როგორც თქვენთვის ცნობილია, 2015 წლის 7 ივლისს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.


მხარეებმა ავიღეთ ვალდებულებები რათა ხელი შევუწყოთ 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობას. ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 58-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობის გამოყოფას, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილს, ცესკოში გაიმართა პირველი საკოორდინაციო შეხვედრა მემორანდუმში მონაწილე უწყებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე,  განხილული იყო მემორანდუმის შესრულების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობები.  


შეხვედრის შემდეგ, მოვახდინეთ აღნიშნულ უწყებებში წერილების გაგზავნა და გამოვითხოვეთ ინფორმაცია როგორც ადაპტირებული შენობა-ნაგებობების, ისე იმ შენობა-ნაგებობების შესახებ, რომელთა ადაპტირების პროცესი დაწყებულია და მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.


როგორც კი მივიღებთ ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ ინფორმაციას მოვახდენთ საოლქო საარჩევნო კომისიების საშუალებით მათ გადამოწმებას. განვსაზღვრავთ უბნების რაოდენობას და მოვახდენთ მათ იდენტიფიცირებას საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიხედვით (ბოლო არჩევნების შესაბამისად ).


ზემოაღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ კვლავ გაიმართება მემორანდუმში მონაწილე მხარეებთან კოორდინირებული შეხვედრა.


პატივისცემით,
 
ქეთევან ვარდანაშვილი
კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტი (II კატეგ.)
 
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ.
თბილისი, 0131, საქართველო
ტელ: (+995 32) 2-51-00-51 (137)
მობ: (+995 577) 99-89-28
Web:  http://www.cec.gov.ge