From : Ketevan Vardanashvili <kvardanashvili@cec.gov.ge>
To : rkokhodze@ombudsman.ge; ketimaisuradze@ifes.ge; m_archvadze@mrdi.gov.ge; egordadze@pdp.ge; zjanashvili@moh.gov.ge; t_zhghenti@mes.gov.ge; r.ionatamishvili@tbilisi.gov.ge; hwngo@yahoo.com; geodeaf@mail.ru; rezo_22@mail.ru; geo_anika@yahoo.com; ligadzneladze@mail.ru; ladobozhadze@yahoo.com; sdliga2009@gmail.com; mariam.miki@gmail.com
Subject : „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ - ცესკოს საპილოტე პროექტი ახალგაზრდებისთვის
Cc : Sophio Sichinava <ssichinava@cec.gov.ge>
Received On : 03.07.2015 07:24
Attachments :

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს საპილოტე პროექტს „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“. მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე.

საარჩევნო განვითარების სკოლებში მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო,  რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

საარჩევნო განვითარების სკოლები 10 საარჩევნო ოლქში - თელავში, სიღნაღში, ახალციხეში, მარნეულში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში და ბათუმში გაიხსნება. ტრენინგებს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გაუძღვებიან.

კურსის გავლისთვის, საჭიროა მსურველმა შეავსოს აპლიკაცია (იხ. თანდართული დოკუმენტი) და წარადგინოს ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში, 1-დან 8 ივლისის ჩათვლით. აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები, სადაც ჩატარდება ტრენინგები:    

  1. თელავი,  დავითაშვილის ქ. № 2
  2. სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. № 13
  3. ახალციხე, რუსთაველის ქ. №45
  4. მარნეული, რუსთაველის ქ. №69
  5. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19
  6. გორი, სამების ქ. №1
  7. ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №31
  8. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58
  9. ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №27
  10. ოზურგეთი, დოლიძის ქ. №1

აღნიშნული ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ, იხილოთ ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. იხ  ლინკი: http://www.cesko.ge/ge/mediisatvis-4-ge/pres-relizebi-13-ge/saarchevno-ganvitarebis-skola-2015-ceskos-sapilote-proeqti-axalgazrdebistvis.page 

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ცესკოს კონტაქტ-ცენტრს:  2 51 00 51.

პატივისცემით,
 
ქეთევან ვარდანაშვილი
კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტი (II კატეგ.)
 
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ.
თბილისი, 0131, საქართველო
ტელ: (+995 32) 2-51-00-51 (137)
მობ: (+995 577) 99-89-28
Web:  http://www.cec.gov.ge