From : Sophio Sichinava <ssichinava@cec.gov.ge>
To : Irakli (gmx) Khorbaladze <khorbaladze@gmx.us>; Dimitri Javakhadze <djavakhadze@cec.gov.ge>; Ketevan Dangadze <kdangadze@cec.gov.ge>; nzaalishvili@electionreforms.ge; Rati Shelegia <rshelegia@cec.gov.ge>; rkokhodze@ombudsman.ge; dghoghadze@ifes.org; m_archvadze@mrdi.gov.ge; egordadze@pdp.ge; zjanashvili@moh.gov.ge; t_zhghenti@mes.gov.ge; r.ionatamishvili@tbilisi.gov.ge; georgian.ngocoalition@yahoo.com; geodeaf@mail.ru; unbgle@hotmail.com; rezo_22@mail.ru; geo_anika@yahoo.com; ligadzneladze@mail.ru; ladobozhadze@yahoo.com; sdliga2009@gmail.com; mariam.miki@gmail.com
Subject : ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან შეხვედრა/18.09.2015
Cc : Tamar Zhvania <tzhvania@cec.gov.ge>
Received On : 14.09.2015 14:38
Attachments :


მოგესალმებით,

საარჩევნო ადმინისტრაციის 2015-2019 წლების სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ყველასათვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს შექმნას. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ცესკოს თავმჯდომარემ, მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ბრძანებით დაამტკიცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დებულება.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს 12:00 საათზე, ცესკოში გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან შეხვედრა. შეხვედრის მიზანია, სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის ცესკოს მიერ შშმ პირთა მიმართ განხორციელებული საქმიანობის გაცნობა, ასევე სწავლების ცენტრის მიერ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და უსინათლო ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების პრეზენტაცია. (იხ. დღის წესრიგი)

გთხოვთ, მიმდინარე წლის 16 სექტემბრამდე დამიდასტუროთ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის!


პატივისცემით,
 
სოფიო სიჭინავა
კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი
 
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ.
თბილისი, 0131, საქართველო
ტელ: (+995 32) 2-51-00-51 (140)
მობ: (+995 577) 98-20-00