From : Amiran Dateshidze <ADateshidze@moh.gov.ge>
To : zjanashvili@moh.gov.ge
Subject : Fwd: FW: EMR-HSSP Workgroup
Received On : 08.09.2015 06:43
Attachments :

კოლეგებო, მინისტრის ამა წლის 27 აგვისტოს N01-260/ო ბრძანების თანახმად, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების“ სისტემისა და „ელექტრონული ჯანდაცვის“ მოდულების ინტეგრაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა განსახორციელებლად. ბრძანების მე-6 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფისთვის და სამუშაო სხდომაზე დასასწრებად. პირველ სხდომაზე განიხილება ჯგუფის სამოქმედო გეგმა (იხ. თანდართული ფაილები). პროექტის სპეციფიკურობიდან და სამუშაოს შემსრულებელი ვენდორიდან გამომდინარე, სასურველია (მაგრამ არა აუცილებელი) წარმომადგენელი ფლობდეს ინგლისურ ან/და რუსულ ენას. გთხოვთ, ამ წერილის პასუხად, ელექტრონული ფოსტით გამოაგზავნოთ წარმოდგენილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა, ელ ფოსტა და ტელეფონის ნომერი. პირველი სხდომა გაიმართება ხვალ, 8 სექტემბერს, 16:00 საათზე მე-8 სამინისტროს სხდომათა დარბაზში (მე-8 სართული). პატივისცემით, მიხეილ ჯანიაშვილი ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ========================================================================= ========== Gia Jgarkava cEMR Project Manager, Sofware Development Division, IT Department Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia Mobile: +995 558 752 139 Email: gjgarkava@moh.gov.ge LinkedIn: www.linkedin.com/in/gjgarkava