From : Irina Inasaridze <geo_anika@yahoo.com>
To : Sophio Sichinava <ssichinava@cec.gov.ge>; Irakli (gmx) Khorbaladze <khorbaladze@gmx.us>; Dimitri Javakhadze <djavakhadze@cec.gov.ge>; nzaalishvili@electionreforms.ge; Ketevan Dangadze <kdangadze@cec.gov.ge>; Rati Shelegia <rshelegia@cec.gov.ge>; rkokhodze@ombudsman.ge; Keti Maisuradze <ketimaisuradze@ifes.ge>; r.ionatamishvili@tbilisi.gov.ge; m_archvadze@mrdi.gov.ge; egordadze@pdp.ge; zjanashvili@moh.gov.ge; tzhghenti@mes.gov.ge; georgian.ngocoalition@yahoo.com; geodeaf@mail.ru; unblega@hotmail.com; rezo_22@mail.ru; ligadzneladze@mail.ru; ladobozhadze@yahoo.com; sdliga2009@gmail.com; mariam.miki@gmail.com; hwngo@yahoo.com
Subject : Re: შშმპ სამუშაო ჯგუფის წევრთა ინფორმირება
Received On : 21.05.2015 07:24

მოგესალმებით ქალბატონო სოფიო

დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის ასეთი აქტიურობისათვის. ვიმედოვნებ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება პრობლემების მოგვარება და შსმ პირთა უფლებების რეალიზება.

პატივისცემით,

ირინა ინასარიძე
ასოციაცია "ანიკა"
დირექტორი



On Wednesday, May 20, 2015 2:11 PM, Sophio Sichinava wrote:


მოგესალმებით,

წარმოგიდგენთ ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
(ეტლით მოსარგებლე, სმენადაქვეითებული/ყრუ, უსინათლო) მონაცემთა ბაზის საჭიროების შესახებ, ცესკოს მიერ განხორცილებულ ქმედებებს.

გაცნობებთ, რომ ცესკოს წარმომადგენლები, პირადად მე და ცესკოს იურიდული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პრემიერ მინისტრთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით, შევხვდით პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურისტს. შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემთა ბაზის საჭიროების შესახებ. შეხვედრაზე პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა გვთხოვა კიდევ ერთხელ მიგვემართა წერილობით, რის შემდგომაც აღნიშნული საკითხის გადაჭრა მოხდებოდა.

მიმდინარე წლის 14 აპრილს ცესკომ კიდევ ერთხელ (მსგავსად 2014 წლისა),
შშმ პირთა იდენტიფიცირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, წერილობით მიმართა პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ხოლო ასლი გაეგზავნა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (იხ. ცესკოს წერილი). პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წერილის პასუხად, განმარტებულ იქნა, რომ "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის დღეს არსებული რედაქცია არ ითვალისწინებს საარჩევნო კომისიის მიერ ამგვარი ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობას მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის გარეშე. ამასთან, საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისა და ცალკეული პრაქტიკული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, პერსონალური მონაცემთა დაცვის აპარატის მიერ მომზადებულია კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, სადაც ასახულია ცესკოს მიერ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების საკითხი, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.

მიუხედავად წერილობითი ინფორმაციისა, ცესკოსთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს შშმ პირთა მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხი. გიგზავნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გამოგზავნილ წერილს.
(იხ. პერცონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და სოც. დაცვის სააგენტოს წერილები)
 

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაიმართოს შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმღვანელობასთან, რომლის შესახებაც სამუშაო ჯგუფის წევრებს დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას.



პატივისცემით,

 
სოფიო სიჭინავა
კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი
 
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ.
თბილისი, 0131, საქართველო
ტელ: (+995 32) 2-51-00-51 (140)
მობ: (+995 577) 98-20-00