| ||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; E-mail: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდის (სორქ ფონდის) დირექტორთა საბჭოს წევრს ბატონ მამუკა გოგორიშვილს მის. ქ. თბილისი, აკ. ბელიაშვილის ქ. №143 ა | ||||||||
ბატონო მამუკა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემოსული სახელმწიფო პროგრამის ,,საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის” პროვაიდერი დაწესებულებების ხელმძღვანელების 13.10.15 №101087 ერთობლივი წერილი საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების საჭიროების მქონე პირთა რეაბილიტაციის სფეროში შექმნილი პრობლემატიკის თაობაზე, განიხილა სოციალური დაცვის დეპარტამენტმა. გთხოვთ, დამატებით წარმოგვიდგინოთ სახელმწიფო პროგრამის ზემოაღნიშნული კომპონენტით გათვალისწინებული, თქვენი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის (მომსახურების) დეტალური ხარჯთაღრიცხვა (ფასწარმოქმნა) სახეობების მიხედვით. ასევე დეტალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია: სილიკონ-ლაინერის მორგების შემთხვევაში რა თანხით გაიზრდება კონკრეტული სახეობების ფასი და ასევე, რა იქნება საგარანტიო მომსახურების ვადა მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ფიზიოლოგიურ ცვლილებას, დაავადებას, ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას ან წინასწარ განზრახულ დაზიანებასა და არადანიშნულებისამებრ გამოყენებას.
პატივისცემით,
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოდიშარია |