From : zjanashvili@moh.gov.ge
To : bdatukishvili@ssa.gov.ge
Subject :
Received On : 15.03.2016 07:00

ბატონო ბესიკ, ამირან დათეშიძის დავალებით გავეცანი თქვენს მიერ გამოგზავნილ სამი ტენდერის დოკუმენტაციასთან. ამასთან დაკავშირებით გვაქვს შემდეგი შენიშვნა: კოხლეარული იმპლატისა და თანამდევი მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულების 4.1 პუნქტში წერია 20 ერთეული კოხლეარული იმპლანტი, უნდა იყოს 25. ასევე სასურველია, რომ იმავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თ.გ.ა. და თ.გ.ბ.ქვეპუნქტებში, 9.1.2.1. და 9.1.2.2.; 2.3.3.; 2.5.1 და 2.5.2. ქვეპუნქტებში, სადაც წერია ,,მიღებული აქვს კოხლეარული იმპლანტი,, ეწეროს ,,ჩატარებული აქვს კოხლეარული იმპლანტაცია,, რადგან რეაბილიტაცია ესაჭიროება იმ პირს, ვისაც ჩატარებული აქვს კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია და არა იმას, ვისაც მიღებული აქვს კოხლეარული იმპლანტი. პატივისცემით, ზაზა ჯანაშვილი