გიგზავნით 21.09.12 მონიტორინგის შედეგს.
-----Original Message-----
From: "MONITORING"
To: "Zaza Janashvili"
Date: Sun, 2 Sep 2012 14:54:25 +0400
Subject: [Monitors_Tbilisi] reportebi
> კოლეგებო,
>
> გვინდა გაცნობოთ, რომ
> ინფორმაციის გამოგზავნის
> პროცესი ზოგადად
> მიმდინარეობს
> არადამაკმაყოფილებლად.
> არის რამოდენიმე პრობლემა,
> რომლის შესახებაც გვინდა
> გაცნობოთ და ყველამ, ვისაც
> ასეთი პრობლემები აქვს,
> სცადოს მათი დაუყონებლივი
> გამოსწორება:
>
> 1. ძალიან ბევრმა რეპორტმა
> დაიგვიანა და ჩვენთამ
> მოვიდა დილის 10:00 საათის
> შემდეგ. გვინდა კიდევ
> ერთხელ შეგახსენოთ, რომ 10:00
> საათი არის ბოლო ვადა! ასევე
> შესაძლებელია და
> სასურველიც, რომ 10:00 საათს არ
> დაელოდოთ და ინფორმაცია
> გამოაგზავნოთ უფრო ადრე,
> თუნდაც წინა საღამოს.
> უბრალოდ, ეს ინფორმაცია
> უნდა მოიცავდეს ყოველ
> რეპორტს შორის შუალედს
> სრულად. იდეალურ
> შემთხვევაში, ყოველდღიურად
> ფიქსირებულ დროს უნდა
> მოხდეს 24 საათიანი
> მონაცემების მოგროვება და
> გამოგზავნა.
>
> 2. თქვენს მიერ მოწოდებული
> სტატისტიკის ანალიზიდან
> ჩანს, რომ დაწესებულებაში
> მისული (მიმართა)
> დაზღვეულების მხოლოდ 50%-მა
> მიიღო მომსახურება. ეს
> ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ
> თქვენთან მოდის ძალაინ
> არასრული ინფორმაცია
> გაწეული მომსახურებების
> შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ
> ტრენინგის დროსაც, რომ ეს
> კონკრეტული საკითხი
> იქნებოდა არამარტივი. უნდა
> ვივარაუდოთ, რომ
> სამედიცინო
> დაწესებულებები არ ახდენენ
> ინფორმაციის ყოველდღიურ
> შეჯერებას, მაგალითად
> იმიტომ, რომ ექიმები
> ყოვედღიურად არ ახდენენ
> სამედიცინო დოკუმენტაციის
> სრულად შევსებას. ან
> ავსებენ პასციენტის
> ისტორიებს, მაგრამ არ
> აწვდიან რეგისტრატორებს,
> რათა მათ გადმოგცენ თქვენ.
>
> ეს საკითხი სასრაფოდ უნდა
> დააყენოთ თითოეული
> დაწესებულების
> პასუხისმგებელ პირთან ან
> უშუალოდ ხელმძღვანელთან.
> იმოქმედეთ მტკიცედ ამასთან
> დაკავშირებით და მიმართეთ
> ჯანდაცვის სამინისტროს
> სახელით! ამ თვალსაზრისით,
> შესაძლოა, ცალკე
> განსახილველი იყოს
> დიაგნოსტიკა,
> განსაკუთრებით კი
> ლაბორატორიის მონაცემები.
>
> 3. ფორმის ზოგადი ნაწილის
> ყველა გრაფა უნდა იყოს
> შევსებული სრულად, ანუ:
> რეგიონი, რაიონი,
> მონიტორინგის თარიღი,
> დაწესებულების დასახელება,
> მონიტორის სახელი.
> წინააღმდეგ შემთხვევაში
> ასეთი ფორმის გამოგზავნა
> იქნება უშედეგო.
> შეგახსენებთ, რომ ამ
> ჩამონათვალიდან, ერთხელ
> შევსებულ ფორმაში
> ყოველდღიურად უნდა
> განახლდეს მხოლოდ თარიღი.
> დანარჩენი გრაფები
> შეგიძლიათ დატოვოთ
> უცვლელი.
>
> 4. ფორმის დანარჩენ
> ნაწილში/ცხრილში
> „ინფორმაცია გაწეული
> სამედიცინო მომსახურების
> შესახებ“ უბრალოდ უნდა
> ჩაიწეროს შესაბამისი
> ციფრები, ფონტის
> შეუცვლელად.
>
> 5. გიგზავნით განახლებულ
> რეპორტირების ფორმას,
> რომელშიც ჩამატებულია
> თბილისის რაიონები. ანუ,
> გრაფაში „რეგიონის
> დასახელება“ აირჩიეთ
> თბილისი და გრაფაში
> „რაიონის დასახელება“
> აირჩიეთ შესაბამისი
> რაიონი. ბუნებრივია, ეს
> ეხება მხოლოდ თბილისის
> მონიტორებს.
>
> ველით თქვენს განახლებულ
> მონაცემებს ხვალ 10:00
> საათამდე.
>
> ასევე,
> გასათვალისწინებელია, რომ
> ხვალიდან შესაძლებელია
> მოხდეს ნაკადების
> მნიშვნელოვანი ზრდა.
> ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ
> რეჟიმში.
>
> დიდი მადლობა,
>
> ჯანდაცვის სამინისტრო
>