მედიამონიტორინგი 08.11.2018
ტელევიზია
07.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სოფელ კალაურში გარდაცვლილი 38 წლის გიორგი ზარდიაშვილის დედა, შვილის სიკვდილში სასწრაფოს ექიმს ადანაშაულებს. მარინა ზარდიაშვილი ყვება, რომ მის შვილს ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაუსვა და საჭიროების მიუხედავად საავადმყოფოში არ გადაიყვანა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5675152
---
07.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ დაფიქსირებულა და მისი აქტიური სეზონიც არ დაწყებულა. ანგარიში საზოგადოებას დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა წარუდგინა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5675090
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5674821
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5675128
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5675217
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5674909
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5674768
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5674755
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5674675
---
07.11.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
მოქალაქე თამილა ბეჟანიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. მისი თქმით, მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც სამედიცინო კურსის გავლა თურქეთის კლინიკებში დასჭირდა. მისი ინფორმაციით, დაუდგინდა რამდენიმე დიაგნოზი, მათ შორის ეპილეფსიის, რის გამოც პრეპარატები ექიმის დანიშნულებით თურქეთში იყიდა. ბეჟანიძე ყვება, რომ ერთ-ერთი პრეპარატი, საბაჟო კონტროლის გავლის დროს, აეროპორტში ჩამოართვეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5675131
---
ინტერნეტი
08.11.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/c-hepatitis-programashi-chartul-pirta-raodenoba-mcirdeba---saministro-biujetis-atvisebas-ver-axerxebs-/26384
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობა მცირდება - სამინისტრო ბიუჯეტის ათვისებას ვერ ახერხებს
2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცე ჰეპატიტის პროგრამისთვის 16 მლნ ლარი იყო გამყოფილი. მოგვიანებით ეს თანხა 14 მლნ 257 ათასამდე შემცირდა. ხაზინის ბოლო მონაცემების მიხედვით კი ამ დროისთვის ცე ჰეპატიტის პროგრამის ბიუჯეტიდან სულ 4 მლნ 716 ათასი ლარია დახარჯული. ბიუჯეტის აუთვისებლობის მთავარი მიზეზი პროგრამაში ჩართულ პირთა მცირე რაოდენობაა. პროგრამის დაწყებიდან 3 წლისა და 8 თვის შემდეგ მკურნალობის კურსი 50 000 პირმა დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მათი რაოდენობა 2018 წელს წინა 2 წლისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად თუ 2016 წელს წლის განმავლობაში მკურნალობა 24 ათასამდე პირმა დაასრულა, 2017-ში ეს მონაცემები 17 000-მდე, 2018 წლის 10 თვეში კი 10 ათასამდე შემცირდა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ცე ჰეპატიტით ინფიცირებული პირების რაოდენობა 150 000-ს აღწევს. ჯანდაცვის სამინისტროში აღიარებენ, რომ პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობა დაბალია და ამ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით მომდევნო 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ. ერთ-ერთი ასეთი უფასო სკრინინგია, რომელიც 12 იუსტიციის სახლში მიმდინარეობს. „რეალურად პაციენტების რაოდენობა კლებისკენ წამოვიდა და ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა მექანიზმებით გავზარდოთ პაციენტების ჩართულობა როგორც დაფინანსების ცვლილებით, ასევე დიაგნოსტიკური ალგორითმის ცვლილებით, იგივე ახალი მედიკამენტების შემოტანით და ბევრი ასეთი ნაბიჯი გადაიდგა ინტერვენციისთვის, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი და კიდევ არის სხვადასხვა მექანიზმები, რომელსაც ეტაპობრივად კიდევ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პაციენტების რაოდენობა გავზარდოთ. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, ყველა მუნიციპალიტეტში თითქმის არის ერთი დაწესებულება სადაც ხდება მკურნალობა. ასევე სკრინინგის კუთხით გვაქვს ახალი კამპანია. 12 იუსტიციის სახლში მოქალაქეებს რომლებიც მივლენ სხვადასხვა მიზნით, შესაძლებლობა ეძლევათ ჩაიტარონ უფასო სკრინინგი. ასევე დაგეგმილი გვაქვს უახლესი თაობის მედიკამენტის შემოტანა, რომელიც გაზრდის ბენეფიციარების რიცხვს და ეს აქტივობები გვაძლევს იმის იმედს, რომ დარჩენილ 2 წელიწადში ჩენ მოვახერხებთ მაქსიმალური რაოდნეობის პაციენტების ჩართვას.“ - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ. სამინისტროსგან განსხვავებით ელიმინაციის შედეგთან დაკავშირებით დადებით პროგნოზებს არ აკეთებენ ჯანდაცვის ექსპერტები. სერგი ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის პაციენტების მესამედის ჩართვა პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ 2 წელში 100 ათასი ადამიანი პროგრამაში ვერ ჩაერთვება. მიზეზებზე საუბრისას ჩიხლაძე ცუდ მენეჯმენტს ასახელებს და ამბობს, რომ მთავრობამ პროგრამა წინასწარი გათვლების გარეშე დაიწყო. მთავარი ბარიერი კი გამოკვლევისთვის საჭირო ფინანსური დანახარჯია, რომელიც შემცირების მიუხედავად დღესაც 150 ლარის ფარგლებში მერყეობს. „არ იყო სათანადოდ წარმოებული საინფორმაციო კამპანია როგორც მოსახლეობის, ასევე ჯანდაცვის მუშაკებში. უფრო დიდი ბარიერი კი ფინანსური ბარიერია. თავიდანვე ჩაიდო ამ პროგრამაში, რომ ვისაც ჩათვა სურდათ გარკვეული ფინანსური დანახარჯი ექნებოდათ სადიაგნოსტიკო კვლევების სახით. მიუხედავად იმისა, რომ 400-დან დღეს 150 ლარამდეა შემცირებული, ეს მაინც პრობლემაა. 300-ს ჩადებ თუ 30000-ს როცა ეს ხელმიუწვდომელია, პროცესი ფერხდება. ასევე პრობლემაა პირველადი ჯანდაცვის რგოლი. ოჯახის ექიმი მობილიზებული უნდა იყოს რომ მოიძიოს პაციენტები თავიანთ არეალში. ეს რგოლის ძალიან სუსტია. მომდევნო 2 წლის განმავლობაში რომც დაიგეგოს სწორად პოლიტიკა და აუცილებელია რომ დაიგეგმოს, შეუძლებელია რომ სრულად მოხდეს მოცვა, ფიზიკურად რესურსიც არ ეყოფა. თვიურად 5 ათას პირს ვერ მოემსახურებიან, ასე რომ თუ პროგრამა მოგვცემს ამის საშუალებას ეს გადავადდება 2022 ან 2023 წლამდე და ამ პერიოდისთვის მაინც შესაძლებელია რომ ელიმინაცია მიღწეულ იქნას.“- აცხადებს ჩიხლაძე. ინფორმაციისთვის ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის განკურნების მაჩვენებელი 98.3%-ია.
---
08.11.2018
“ლარის კურსის გაუფასურება სამედიცინო კლინიკებს დახურვამდე მიიყვანს“
კლინიკებში დაწესებული მაღალი ტარიფის გამო, პაციენტები ექიმთან მისვლას ვერ ახერხებენ. ასეთია ჯანდაცვის სფეროს და თავად, სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლების პოზიცია. „კომერსანტთან“ რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელი ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ერთი წლის წინ დაწყებული ლარის გაუფასურება საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ქვეყანაში მკურნალობა გაძვირებულიყო. დღეს ამავე კლინიკის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ის რაც დღეს ხდება ლარის გაცვლითი კურსის მიმართულებით, კატასტროფაა სამედიცინო ბიზნესისთვის. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის მიუხედავად, საქმე იქითკენ მიდის, რომ ხალხი კლინიკების მომსახურებით ვეღარ ისარგებლობს. ზოგიერთმა სამედიცინო დაწესებულებებამ კონსულტაციიდან დაწყებული, მკურნალობის კურსით დასრულებული, თითქმის ყველა სერვისი გააძვირა. მიზეზად ლარის კურსის გაუფასურება სახელდება. მაგალითისთვის, თუ გასული წლის ბოლოს წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში თირკმელში ლითოტრიფსიის მეთოდით კენჭის დაშლის პროცედურა 700 ლარს შეადგენდა, ახლა მისი ფასი 850 ლარამდეა გაზრდილი. „კომერსანტი“ დაინტერესდა, ლარის კიდევ უფრო გაუფასურების პირობებში, ხომ არ დაიწყება კლინიკებში ფასების გაზრდის მეორე ტალღა? ნ. ბოხუას სახ. საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი კოტე ყიფიანი განმარტავს, რომ სამედიცინო კლინიკებში თითქმის ყველაფერი იმპორტირებულია. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის ცვალებადობა პირდაპირ აისახება ხარჯებზე. ყიფიანი აცხადებს, რომ საგრძნობლად იზრდება თვითღირებულება, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომიდანარე კლინიკის ადმინისტრაცია ფასებს ვერ ზრდის. „ჩვენ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს არ შეუძლია ფულის გადახდა. ამიტომ, ჩვენ იძულებულები ვართ, მოგება შევიმციროთ,“-აცხადებს ბოხუა. კარდეოლოგიური კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ანზორ მელია აცხადებს, რომ ლარის კურსის ცვლილება კლინიკებზე დამანგრევლად მოქმედებს და შესაძლოა ამან მათი დახურვაც გამოიწვიოს. მისი შეფასებით, დღეს კატასტროფულადაა გაზრდილი როგორც მედიკამენტების, ისე ყველა სამედიცინო იარაღის თუ მასალის ფასები, რაც მკვეთრად ზრდის მომსახურების თვითღირებულებას. მელიას ინფორმაციით, ლარის კურსის გაუფასურების გამო კლინიკა „გულს“ ხარჯი დაახლოებით 20-30 პროცენტით გაუძვირდა. მისი განმარტებით, კონკურენციიდან გამომდინარე, ფასების გაზრდას არ გეგმავს, თუმცა, ასეთ პირობებში ოპერირება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. „თუ დავიღუპებით ყველა ერთად დავიღუპებით. ფასებს ვერ ვზრდი, რა აზრი აქვს, ხალხს ფული არ აქვს და გაზრდილ ფასებს როგორ გადაიხდის. სახელმწიფოც არ გვიზრდის დაფინანსებას. ინტენსიურ პალატაში 1 დღეში თუ 130 ლარს მიხდის, მე რომ ფასი გავზარდო, გადამიხდის? ამ 130 ლარსაც არ მიხდის უკვე 6 თვეა. ჩვენ ლარებზე ვმუშაობთ, სესხი, რომელიც განვითარებისთვის ავიღეთ, დოლარში გვაქვს. ამის გარეშე კლინიკის წარმატება შეუძლებელია, თუ არ განაახლე აპარატურა არაფერი გამოდის. თუ ასე გაგრძელდა დახურვის პირამდე მივალთ,“-აცხადებს მელია. ჯანდაცვის ექპერტი სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რომ ლარის კურსის ცვალებადობა პირდაპირ ურტყამს სამედიცინო ბიზნესს. მისი განცხადებით, სრულად იმპორტირებულია სამედიცინო აპარატურის ნაწილები, სამედიცინო ინვენტარი, მედიკამენტები, შესაბამისად, კლინიკები იძულებულები იქნებიან მომსახურება გააძვირონ. ჩიხლაძის შეფასებით, აქამდე მოსახლეობას ისედაც ძალიან მძიმე ტვირთად აწვებოდა სამედიცინო ხარჯები, შესაბამისად, ახლა ფასების გაძვირება მათ „ჯიბეს კიდევ უფრო დაარტყამს“. მისი განცხადებით, სახელწმიფოს ისედაც დავალიანება აქვს კლინიკების, დეფიციტური ხარჯვა აქვს სამედიცინო პროგრამებში, მთელი ეს გაზრდილი ხარჯი კი კლინიკებს დააწვება. ყველაფერი კი საბოლოოდ პაციენტებზე გადადის. რგორც ცნობილია, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტად ფასები სამედიცინო მიმართულებით გაიზარდა. მათ შორის, ჯანდაცვა გაძვირდა 6.1%-ით, 12%-ით გაიზარდა სამედიცინო აპარატურის ფასები. რაც შეეხება ლარის კურსს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება გუშინდელი მონაცემებით, 2.7383 ლარი გახდა, Bloomberg-ზე კი ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 2.7656 ლარად ივაჭრება. როგორ იცვლებოდა ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2018 წლის 10 თვეში: 20 იანვარი — 1 აშშ დოლარი — 2,54 ლარი, 20 თებერვალი — 1 აშშ დოლარი — 2,46 ლარი, 20 მარტი— 1 აშშ დოლარი — 2,44 ლარი, 20 აპრილი — 1 აშშ დოლარი — 2,43 ლარი, 20 მაისი — 1 აშშ დოლარი — 2,44 ლარი, 20 ივნისი — 1აშშ დოლარი — 2,45 ლარი, 20 ივლისი — 1 აშშ დოლარი — 2,45 ლარი, 20 აგვისტო — 1 აშშ დოლარი — 2,57 ლარი, 20 სექტემბერი — 1 აშშ დოლარი — 2,61 ლარი, 20 ოქტომბერი — 1 აშშ დოლარი — 2, 7029 ლარი
---
07.11.2018
სამტრედიის სავაგონო დეპოში მუშაობის დროს მამაკაცი გარდაიცვალა
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 6 ნოემბერს, სამტრედიის სავაგონო დეპოში დასაქმებული რ.თ, სამუშაო საათებში, საკუთარი უფლებამოსილების შესრულების დროს გარდაიცვალა. "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელთ არსებული წინასწარი ცნობით, რკინიგზელი გულის შეტევით გარდაიცვალა. პროფკავშირის შრომის ინსპეტორები ფაქტს ადგილზე შეისწავლიან და უახლოეს დღეებში დადგინდება - დაედო თუ არა საფუძვლად უბედურ შემთხვევას შრომის პირობების დარღვევა და სავაგონო დეპოში არსებული ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცვლელი გარემო" - აღნიშნავენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში.
---
07.11.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/wels-saqartveloshi-aiv-inficirebis-570-axali-shemtxveva-dafiqsirda
წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იმდინარე წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ავრცელებს. „გასულ წელს შესაბამის პერიოდში 540 შემთხვევა იყო გამოვლენილი. სულ შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7 332 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5486 მამაკაცია, 1846 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3816 პაციენტს განუვითარდა. 1495 პაციენტი გარდაიცვალა. 30 სექტემბრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 4468 პაციენტი, მათ შორის 48 - ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.2% (2950) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.2% (3388) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0 % (804) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან(მსმ); 1.4 % (104) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში -2676 შემთხვევა (მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში - 929 (აქედან ზუგდიდი - 625); იმერეთში- 911 (ქუთაისი 447); აჭარაში -824 (ბათუმი – 528); აფხაზეთში - 464; კახეთში - 353, ქვემო ქართლში - 381; შიდა ქართლში - 275; გურიაში - 156; ფოთში - 110; სამცხე-ჯავახეთში - 105 და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს - 351; 2009 წელს - 385; 2010 წელს - 455, 2011 წელს - 424; 2012 წელს - 526; 2013 წელს - 490; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631. 2018 წელს გარდაიცვალა 114 აივ ინფიცირებული, ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127 ადამიანი. 2018 წელს გარდაცვლილთაგან 90 მამაკაცია, 24 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 - ვაჟია და 40 - გოგონა, 27 გარდაიცვალა. შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება და მკურნალობა უფასოა“, - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/520004-cels-sakartveloshi-aiv-inpicirebis-570-axali-shemtxveva-dapiksirda/
კვირა.ჯი- http://kvira.ge/430002
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74294
---
07.11.2018
მედიასაშუალება: http://bfm.ge/saqartveloshi-sapensio-reformis-teqnikuri-mkhardacheris-proeqti-iwyeba/
საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი იწყება
2019 წლის იანვრიდან საქართველოში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. ხუთშებათს 8 ნოემბერს, საფრანგეთის განვითარების სააგენტო და “ექსპერტიზ ფრანსი“ იწყებენ საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტს. ამ ღონისძიებას დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა სამინისტროები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე მისი აღმატებულება, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე. საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ქ-ნი მარისოლ ტურენი ასევე მონაწილეობს კონფერენციაში, საფრანგეთში საპენსიო რეფორმების გამოცდილების გასაზიარებლად. საპენსიო სისტემაში დაგროვებითი, მეორე სვეტის შემოტანა მნიშვნელოვანი რეფორმაა საქართველოს მთავრობისა და ქართული საზოგადოებისათვის. 2019 წლის 1 იანვრიდან შემოვა სავალდებულო საპენსიო სისტემა დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთათვის მდგრადი პენსიის უზრუნველსაყოფად. სისტემა თანაბრად დაფინანსდება დამსაქმებლის, დასაქმებულის (თვითდასაქმებული მიიჩნევა როგორც დასაქმებული და დამსაქმებელი) და სახელმწიფოს მიერ. ზაფხულში კანონის მიღებამდე, მხოლოდ ასაკობრივი მინიმუმის სვეტი იყო უზრუნველჰყოფილი საპენსიო ასაკის პირებისათვის. ეს სვეტიც შენარჩუნდება და მოხდება მისი გადაფასება. საპენსიო რეფორმის ფარგლებში ახლად შექმნილი საპენსიო სააგენტო უზრუნველჰყოფს შენატანების შეგროვებას, საპენსიო ფონდის საინვესტივიო პოლიტიკას, ბენეფიციარებზე გასაცემი პენსიების გამოთვლას და გაცემას. საბოლოოდ რეფორმა უზრუნველჰყოფს ინდივიდუალურ პენსიას დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთათვის და ხელს შეუწყობს ქართული საფინანსო ბაზრის განვითარებას. საფრანგეთს განვითარების სააგენტო (AFD) უერთდება ამ რეფორმას ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით 500 000 ევროს ოდენობით. ორი წლის განმავლობაში პროექტი განხორციელდება “ექსპერტიზ ფრანსის“ მიერ. ეს დიდი გამოწვევაა საქართველოში ფრანგული ინსტიტუციებისათვის, რადგან ეს არის საფრანგეთს განვითარების სააგენტოს პირველი პროექტი სოციალური დაცვის სფეროში საქართველოში, და ასევე პირველი პროექტი “ექსპერტიზ ფრანსისათვის“ ქვეყანაში. ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საპენსიო სააგენტოს გაუწევს დახმარებას სხვადასხვა საკითხებში, კერძოდ: სააგენტოს საორგანიზაციო საკითხები (სააგენტოს პერსონალის აყვანა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემის შემუშავება, იურიდიული და ინსტიტუციონალური დახმარება); ასევე პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა საინფორმაციო სისტემების, რისკების მართვის, საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებში. საფრანგეთს განვითარების სააგენტო აერთიანებს ფრანგულ (ხანდაზმულობის დაზღვევის ეროვნული სალარო, თვითდასაქმებულთა სოციალური დაცვის ეროვნული სალარო, საპენსიო სარეზერვო ფონდი) და ევროპულ (ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა ევროპული სააგენტოების ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი, ლიტვის სოციალური დაცვის ეროვნული სალაროს ექსპერტი) საჯარო გამოცდილებას პენსიის და სოციალური დაცვის საკითხებში. 8 ნოემბერს დაგეგმილ კონფერენციაზე შესაძლებელი იქნება საფრანგეთისა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება საპენსიო პოლიტიკის სფეროში, საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართული სხვადასხვა მხარის მონაწილეობით. „ექსპერტიზ ფრანსის“ მიერ წარმოდგენილი იქნება ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი, ისევე როგორც სხვადასხვა ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან. საფრანგეთს განვითარების სააგენტო, საჯარო და სოლიდარული ფინანსური ინსტიტუცია, საფრანგეთის განვითარების პოლიტიკის ცენტრალური ფიგურაა. იგი ერთვება პროექტებში, რომლებიც კონკრეტულად აუმჯობესებენ მოსახლეობების ყოველდღიურობას განვითარებად და ზღვისიქითა ქვეყნებში. სააგენტო მოღვაწეობს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგია, ჯანდაცვა, ბიომრავალფეროვნება, წყალი, ციფრული ტექნოლოგიები, განათლება – საფრანგეთს განვითარების სააგენტო ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო, სამართლიანი და მდგრადი საერთო მსოფლიოს ჩამოყალიბებას. მისი საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან (მგმ). წარმოდგენილი 109 ქვეყანაში 85 სააგენტოს სახით, საფრანგეთს განვითარების სააგენტო ახორცილებს 3600 განვითარების პროექტს. 2017 წელს, მან გამოყო 10,4 მილიარდი ევრო ამ პროექტების დასაფინანსებლად. http://www.afd.fr საფრანგეთს განვითარების სააგენტო საქართველოში წარმოდგენილია 2016 წლიდან და მხარს უჭერს მთავრობის პრიორიტეტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ენერგიის, სოფლის მეურნეობის და ურბანული განვითარების სფეროებში, სადაც მისი ჩართულობის მოცულობა 125 მილიონ ევროს შეადგენს. “ექსპერტიზ ფრანსი“, საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის საჯარო სააგენტო, შექმნილი 2015 წელს სამინისტროების სხვადასხვა ოპერატორების გაერთიენების შედეგად, მის მიერ განხორციელებული საველე მისიებით, მონაწილეობს განვითარების პოლიტიკისა და საერთაშორისო სოლიდარობის მიზნების მიღწევაში. “ექსპერტიზ ფრანსის“ მისიაა უპასუხოს პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნებს, რომელთაც სურთ გააუმჯობესონ საჯარო პოლიტიკის ხარისხი და მიიღონ მათ წინაშე არსებული გარემოს დაცვის, სოციალური, ეკონომიკური და უსაფროთხოების გამოწვევები. სააგენტო ახორციელებს საინჟინრო და შესაძლებლობების გაზრდის მისიებს, მობილიზებას უკეთებს ტექნიკურ ექსპერტიზას და ასრულებს პროექტების შემაკავშირებლის როლს, იყენებს რა საჯარო და კერძო გამოცდილებასა და ცოდნას. საქმიანობის 148 მილიონ ევროიანი მოცულობით, 500 პროექტით 100 ქვეყანაში, ჩატარებული ექსპერტიზის 63000 დღით “ექსპერტიზ ფრანსი“ ახორციელებს მის საქმიანობას სოლიდარობის პოლიტიკის და ფრანგული ეკონომიკური დიპლომატიის ჩარჩოებში. “ექსპერტიზ ფრანსისათვის“ გამოცდილების გაზიარება მისი საქმიანობის ქვაკუთხედია; ამგვარად იგი ავრცელებს სამუშაო მეთოდების, იურიდიული და ეკონომიკური ნორმების, მართვისა და ეკონომიკური განვითარების ფრანგულ და ევროპულ ხედვას.
---
07.11.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/tebervlamde-ar-velodebit-rom-dzalian-moimatebs-gripis-shemtkhvevebi-paata-imnadze/51988
თებერვლამდე არ ველოდებით, რომ ძალიან მოიმატებს გრიპის შემთხვევები - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ პაატა იმნაძის განცხადებით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად იზრდება გაციების საშიშროება. როგორც იმნაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო ხანებში ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს რინოვირუსები – ძირითადად სურდოთი გამოხატული ვირუსი; პარაგრიპის ვირუსები, რამაც შესაძლოა ბავშვებში ცრუ კრუპი გამოიწვიოს და მეტაპნევმო ვირუსები, რასაც შესაძლოა ცოტა მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს. გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ დაწყებულა. პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის გამოჩენა მოსალოდნელია დაახლოებით 1-2 კვირაში, თუმცა წინასწარი პროგნოზით, ძალიან მცირე რაოდენობით. ასევე, ექსპერტის განმარტებით, რაც უფრო მზიანი დღეები იქნება, მით უფრო ნაკლებია ყველანაირი გაციების ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა, მათ შორის გრიპის ვირუსისაც. ხოლო ცივ ამინდებში, მეტია გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელების შესაძლებლობა. “გრიპის ვირუსი როცა გამოჩნდება, ის ჩაანაცვლებს ყველა დანარჩენ დაავადებებს. გრიპის ვირუსის აქტიური სეზონი ჯერჯერობით, არც ევროპის უმრავლეს ქვეყნებში დაწყებულა, მათ შორის, ფინეთსა და ნორვეგიაშიც არ გამოჩენილა, მაგრამ გრიპის მაგვარი დაავადებები, გაციებას რომ ვეძახით, ეს ვირუსები დადის. თებერვლამდე არ ველოდებით, რომ ძალიან მოიმატებს გრიპის შემთხვევები”, – აცხადებს პაატა იმნაძე. რაც შეეხება რეკომენდაციებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის თქმით, გაციებული და გრიპის ვირუსის მატარებელი ადამიანი, სასურველია გამოჯანმრთელებამდე დარჩეს სახლში და არ მივიდეს სამსახურში. ცემინების დროს ცხვირ-პირზე უნდა ავიფაროთ ერთჯერადი ხელსახოცი, ან იდაყვი. “ცივ ამინდებში ცოცხალი ვირუსი გარემოში 7 საათის განმავლობაში რჩება. დაცემინების დროს სახეზე ხელისგულის მიფარება არ შეიძლება, რადგან ხელით ვეხებით სხვა ნივთებს, ხელს ვართმევთ სხვა ადამიანებს და ამგვარად ვირუსი გადაგვაქვს”, – აცხადებს პაატა იმნაძე. მისივე ინფორმაციით, თბილისში არსებულ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში მიმდინარეობს იმ ვირუსების შესწავლა, რომელიც ცირკულირებს ამჟამად ქვეყანაში. ისინი მონაცვლეობით იკავებენ წამყვან პოზიციებს. მსოფლიოში გაციების 200-მდე ვირუსია გავრცელებული, მათგან ძირითადია 20 სახეობის ვირუსი, რომელთა გამოკვლევა სისტემატურად მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში.
---
07.11.2018
მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/50254-tyibulis-shakhtebshi-arsebul-shromis-pirobebs-germanuli-kompania-khvalidan-sheistsavlis.html?lang=ka-GE
ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია ხვალიდან შეისწავლის
ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT ჯგუფი ხვალიდან შეისწავლის. 140 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანია 5 კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებს, რისთვისაც, კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით, 50 000 ევროთი დაფინანსდება. ცნობისთვის, ორგანიზაციას ამ დარგში აკრედიტებული საერთაშორისო დონის 75-ზე მეტი ექსპერტი ჰყავს. ექსპერტიზის მიზანს შახტაში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობისა და შესაბამისი ობიექტების უსაფრთხოების შესწავლა წარმოადგენს. შესწავლის შედეგად, კომპანიმ უნდა შეაფასოს, რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნულ საწარმოში შრომის უსაფრთხოების დანერგვა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, 5 აპრილს ტყიბულში არსებული შახტები დაიხურა. გერმანული კომპანია DMT Group-ის დასკვნის შემდეგ კი ცნობილი გახდება, განახლდება თუ არა სამუშაოები ტყიბულის შახტში.
---
07.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/520045-sasamartlom-tqibulis-shaxtshi-momxdari-apetkebis-sakmeze-dakavebulebi-patimrobashi-datova/
სასამართლომ ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა
ქუთაისის საქალაქო სამართლოში "საქნახშირის" საქმის განხილვა გადაიდო. დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვის მოსმენა, მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა. ხუთი დაკავებულის ადვოკატის შუამდგომლიბით, რომელიც ბრალდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, პროცესი გადაიდო. მოსამართლემ იმსჯელა დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ და დაცვის მხარის შუამდგომლობა მათი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა, რადგან მიიჩნია, რომ დაკავებულთა მიერ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. 6 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე გაირკვევა გააფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება ექვსი დაკავებულიდან იმ ხუთთან, რომლებიც ბრალს აღიარებენ. რაც შეეხება მეექვსე დაკავებულ გოჩა ქასრაშვილს, იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევა, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა მიმდინარე წლის 5 აპრილს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
---
07.11.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/mravalshviliani-odjaxebis-nawils-denis-gadasaxads-saxelmwifo-daufaravs
მრავალშვილიანი ოჯახების ნაწილს დენის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს
მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილს დაუფარავს. სუბსიდირების ახალი წესი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, 20-ლარიან სუბსიდიას ყოველთვიურად მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ის პირი მიიღებს, რომელსაც ოთხი 18 წლამდე შვილი ჰყავს. თუ პირს 4-ზე მეტი შვილი ჰყავს, ყოველ მომდევნო შვილზე, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის გათვალისწინებით, დამატებით არა უმეტეს 10 ლარს მიიღებს. სოციალურ შეღავათს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის ოჯახი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ შესაბამისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 300 000 პირობით ერთეულზე.ორივე მშობლისთვის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, სოციალური შეღავათის მიღებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება დედა. სუბსიდიას ვერ მიიღებენ ის მრავალშვილიანი პირები, რომელთა შვილებიც სახელმწიფო მეურვეობის-მზრუნველობის ქვეშ არიან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების გარდა, მშობელს კიდევ არანაკლებ ოთხი ბავშვი ჰყავს. დადგენილებაში განმარტებულია, რომ ამ სუბსიდიის მიღება ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის შეჩერებას-შეწყვეტას ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას არ გამოიწვევს. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სოციალური შეღავათის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი სახსრები.
---
ბეჭდვითი მედია
08.11.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია დღეიდან შეისწავლის
ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია "დიემთი ჯგუფი" ხვალიდან შეისწავლის. 140 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანია 5 კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებს, რისთვისაც, კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით, 50 000 ევროთი დაფინანსდება. ცნობისთვის, ორგანიზაციას ამ დარგში აკრედიტებული საერთაშორისო დონის 75-ზე მეტი ექსპერტი ჰყავს. შემოწმების მიზანია შახტაში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობისა და შესაბამისი ობიექტების უსაფრთხოების შესწავლა. შესწავლის შედეგად, კომპანიმ უნდა შეაფასოს, რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნულ საწარმოში შრომის უსაფრთხოების დანერგვა. 2018 წლის აპრილში მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, 5 აპრილს ტყიბულში არსებული შახტები დაიხურა.
---
08.11.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
კახა ოქრიაშვილი: თუ ადამიანს დაბალი შემოსავალი აქვს, 10 ლარიანი მედიკამენტი ძვირი ჰგონია
კომპანია PSP-ს დამფუძნებლის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია არ არსებობს და ბაზარი თავისუფალია. მისი აზრით, მედიკამენტების ფასები მაღალი არ არის, როცა აქვს დაბალი შემოსავალი, მას ჰგონია რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი. "ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია გადასულია ზეკონკურენციაში, არ არსებობს არანაირი შეთანხმებები, არ არსებობს მონოპოლია, ბაზარი შეზღუდული არ არის. ამის დასტური ის კომპანიებიც არის, რომელიც ბოლო წლებში გაიზარდა. ბაზარი არის აბსოლუტურად ღია, დახურული რომ იყოს „ჰუმანითი ჯორჯიაც" ვერ შემოვიდოდა და ახალი აფთიაქებიც არ გაიხსნებოდა. ზეკონკურენცია არის ისეთი რამ, როდესაც კომპანიები მედიკამენტებს ყიდიან თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა კომპანიების მასშტაბის შემცირება ან ბაზრიდან გასვლა და გაკოტრება. საქართველოში ფასები არ არის მაღალი. სამწუხაროდ საქართველოში მოსახლეობის შემოსავალი არის დაბალი, თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას გონია რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი. ეს არის ოპტიკური ტყუილივით, მედიკამენტი მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგია და ის იაფი ვერ იქნება. რაც შეეხება ფსევდოექსპერტების განცხადებებს, მათ ძალიან უყვართ სხვისი ფულის დათვლა, ჩვენ მათი აზრი არ გვაინტერესებს. 22 წლის მანძილზე, ყოველთვის ვიყავთ ორიენტირებული მოსახლეობაზე და მათ შორის ფასებით. თუ რამე მოგება გვქონია, ისევ საქართველოს ეკონომიკაში შეგვიტანია ის", - განაცხადა ოქრიაშვილმა გადაცემა „ბიზნესკონტაქტში".
---
08.11.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ახალგაზრდა მხატვარ შორენა ტატურაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვარ შორენა ტატურაშვილს საზოგადო- ების დახმარება სჭირდება. სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულს ჯანმრთელობის პრობ- ლემები აქვს. მას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და თავის ტვინზე გადაუ- დებელი ოპერაცია ესაჭიროება. ინფორმაცია ამის შესახებ სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა გაავრცელა: _ უნიჭიერეს ახალგაზრდა მხატვარს, სამხატვრო აკადემიის კურ- სდამთავრებულს, პიერ ჰესლერის სახელობის პრემიის ლაურეატს შორენა ტატურაშვილს ჩვენი საზოგადოების დახმარება სჭირდება. შორენას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და თავის ტვინზე სასწრაფო ოპერაციას ელოდება. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს შორენას სულისშემძვრელი ნამუშევ- რები, არასდროს დაავიწყდება მისი სევდიანი პერსონაჟები სიზმარივით უცნაურ გარემოში; მათი დამფრთხალი სულის ფეთქვას მაყურებელი გულწრფელად თანაუგრძნობს და ამ განცდის წყალობით თავადაც უფრო კეთილი და გულმოწყალე ხდება. აკადემიის პედაგოგები და სტუდენტები მზად არიან, შორენას დასახმარებლად საუკეთესო ნამუშევრები გამოიტანონ საქველმოქმედო აუქციონზე, რომელიც გაიმართება მალე. მობრძანდით და მონაწილეობა მიიღეთ აუქციონში. არ მივცეთ ამ ხალასი ნიჭის სხივს ჩაქრობის საშუალება. ის ხომ ნამდვილ ვარსკვლავად უნდა იქცეს თანამედროვე ქართული ხელოვნების კაბადონზე. თიბისი ბანკში შორენა ტატურაშვილის დასახმარებლად სპეციალური ანგარიშია გახსნილი.
---