From : Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject : აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 12.08.2019 07:11
Attachments :

მოგესალმებით,

 

როგორც მოგეხსენებათ, დაბა აბასთუმანში აშენდა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მოემსახურება ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. აღნიშნული სერვისი შევა რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის მოცულობაში (შეიძლება სხვა ვერსიის განხილვაც). კომპონენტის განხორციელებისთვის თანხა გადმოტანილი იქნება ტუბერკულოზის მართვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ბიუჯეტიდან.

 

გიგზავნით N693 დადგენილების ცვლილების პროექტს და გათვლებს.

ჩვენი მოსაზრებით, რეაბილიტაციის მომსახურება დაფინანსდება შემთხვევის მიხედვით არამატერიალიზებული ვაუჩერით (ერთი დღიური ვაუჩერის ღირებულებაა 33 ლარი). ხოლო, სარეაბილიტაციო ცენტრის ფუნქციონირების ხარჯი (პერსონალის ხელფასი და არაპირდაპირი ხარჯი) დაფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (თვის ლიმიტით). რაც შეეხება პერიოდს, სავარაუდოდ აღებულია 1 სექტემბერი, რადგანაც შენობის ჩაბარებისა და ბალანსზე აყვანის პროცედურები ჯერ არ დასრულებულა.

 

გთხოვთ თქვენს მოსაზრებებს.

 

პატივისცემით,

 

ია ყამარაული