გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის განმეორებით კვლევას, „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის, „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში, აქტივირებული პროთრომბინ კომპლექს კონცენტრატის (ანტიინჰიბიტორული კოაგულაციური კომპლექსი) შესყიდვის მიზნით.
შესყიდვის ობიექტია: აქტივირებული პროთრომბინ კომპლექს კონცენტრატის (ანტიინჰიბიტორული კოაგულაციური კომპლექსი) – 130 000 ს.ე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2019 წლის 21 აგვისტოს 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
ü ერთეულის ღირებულება როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარში/ევროში;
ü წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი;
ü მოწოდების პირობები და ვადები.
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tgogoli@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742