გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას, „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „დიდი თალასემიით“ დაავადებულთათვის, რკინის შემბოჭავი პრეპარატის („დეფერასიროქსი“) შესყიდვის მიზნით.
შესყიდვის ობიექტია: დეფერასიროქსი (250 მგ და/ან 500მგ დაფასოების ტაბლეტი; რკინის შემბოჭავი საშუალება) – 2 524 000 მგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2019 წლის 19 აგვისტოს 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
ü ერთეულის ღირებულება როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარში/ევროში;
ü წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი;
ü მოწოდების პირობები და ვადები.
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tgogoli@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742