From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : info@skytel.ge; gcssc2022323@gmail.com; georgianairlink@yahoo.com; nikoloz.davitashvili@magticom.ge; dsikharulidze@micronet.ge; mbrelidze@silknet.com; welcome@artmedia.ge; integralwebstudio@gmail.com; aleko@tulix.com; georgianairlink@yahoo.com; office@ak.ge; contact@grena.ge; info@goodweb.ge; levankhundadze@gmail.com
Subject : ბაზრის კვლევა - TCP/IP შეერთება
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; itabatadze@ssa.gov.ge; lcherkezishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; kkharadze@ssa.gov.ge
Received On : 06.11.2019 13:37
Attachments :

დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ

 

 

გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დაგეგმილი აქვს ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, სააგენტოს ოფისებში, TCP/IP შეერთებას და სხვა თანმდევი მომსახურების შესყიდვის მიზნით.

 

ტენდერის ფარგლებში გასაწევი მომსახურების სავარაუდო ვადაა - 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

შესყიდვის ტექნიკური პირობები მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში N1, ხოლო ინფორმაცია გასაწევი მომსახურების მისამართებისა და სიჩქარეების შესახებ - დანართში N2.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2019 წლის 22 ნოემბრის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია გასაწევი მომსახურების 1 თვის ღირებულების შესახებ.

 

შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bdatukishvili@ssa.gov.ge  ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, თავის მხრივ, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, აღმოგიჩინოთ ყოველმხრივი დახმარება, როგორც შესყიდვის ობიექტის ადგილზე შესწავლის, ისე გასაწევი მომსახურების ტექნიკური სპეციფიკაციების კუთხით. აღნიშნულისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს, ბატონ ლევან ჩერქეზიშვილს (ტელ.: 595993099; ელ.ფოსტა: lcherkezishvili@ssa.gov.ge).

 

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742