| From : | tariel ishkhneli <tishkhneli@ssa.gov.ge> |
| To : | zviadidoc@yahoo.com; geomach@medinserv.ge; sales@psp.ge; info@psp.ge; beso.impex@gmail.com; pikria@aversi.ge |
| Subject : | ბაზრის კვლევა_ერითროპოეტინი |
| Cc : | gtsotskolauri@moh.gov.ge; lgogodze@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; tmeliqidze@yahoo.com; igobejishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; goniani@ssa.gov.ge; kkharadze@ssa.gov.ge; mdzegvelishvili@ssa.gov.ge |
| Received On : | 13.05.2020 07:41 |
დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას,
ჯანმრთელობის დაცვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამების ასიგნებათა ფარგლებში, შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის მიზნით.
შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის სავარაუდო/საორიენტაციო რაოდენობა და მახასიათებლები მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართ №1 - ში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2020 წლის 11 მაისის 18:00 საათამდე, დანართ №1 ის საშუალებით, წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
Ø ფარმაცევტული პროდუქტის ბრენდული დასახელება;
Ø ფამაცევტული პროდუქტის მახასიათებლები;
Ø ფამაცევტული პროდუქტის წარმოშობის ქვეყანა;
Ø ფამაცევტული პროდუქტის მწარმოებელი;
Ø საერთაშორისო ერთეულის ფასი ლარებში;
Ø მთლიანი ღირებულება ლარებში.
* შენიშვნა - დანართ №1 - ში მოცემული მოწოდების პირობებისგან და ვადებისგან განსხვავებული შემოთავაზების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ივსება ამავე დანართის შენიშვნის ველში.
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: tgogoli@ssa.gov.ge tishkhneli@ssa.gov.ge და/ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
დანართი №1
ჯენერიული დასახელაბა | ბრენდული დასახელება | მახასიათებელი | წარმოშობის ქვეყანა | მწარმოებელი | რაოდენობა (საერთაშორისო ერთეული) | საერთაშორისო ერთეულის ფასი (ლარი) | მთლიანი ღირებულება (ლარი) | მოწოდების პირობები და ვადები | შენიშვნა |
ერითროპოეტინი. დასაშვებია როგორც მზა შპრიცის (შიგთავსი 2,000 ს/ე), ასევე ფლაკონების სახით (შიგთავსი არაუმეტეს 10, 000 ს/ე) | | | | | 500,000,000 | | | საქონლის მოწოდება ხორციელდება Incoterms-2010-ის შესაბამისად, DDP პირობთ, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართებზე. პირველი მოწოდება 150,000,000 საერთაშორისო ერთეული არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, დარჩენილი რაოდენობის მოწოდება ეტაპობრივად,ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუადრეს 60 კალენდარული დღისა, შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში | |
მოსაწოდებელი ფარმაცევტული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
Ø ფარმაცევტული პროდუქტის ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე;
Ø შემოთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტი უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილების დანართში აღნიშნული ქვეყნების ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ
ან/და
Ø წარმოდგენილი უნდა იყოს ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატი (CPP), გაცემული საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილების დანართში აღნიშნული ქვეყნების ფარმაცევტული პროდუქტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ, რომლითაც დასტურდება, რომ ფარმაცევტული პროდუქტი დაშვებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებაში მითითებული რომელიმე ქვეყნის ბაზარზე;
Ø ფარმაცევტული პროდუქტი შეიძლება წარმოდგენილი იქნეს საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი შეფუთვით;
Ø წარმოდგენილი უნდა იქნას სამკურნალო საშუალების საქართველოში რეგისტრაციის მოწმობა;
Ø წარმოდგენილი უნდა იქნას მედიკამენტის ხარისხის სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
Ø წარმოდგენილი უნდა იქნას მედიკამენტის წარმოშობის სერთიფიკატი;
Ø წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია სამკურნალო საშუალების ვარგისიანობის ვადის შეასხებ;
Ø მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამკურნალო საშუალების მოწოდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის მკაცრი დაცვით, ცივი ჯაჭვის პრინციპების (საჭიროების შემთხვევაში) შესაბამისად.