• ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში კვლავაც დიდი გამოწვევაა სოციალური პრობლემები, რომელთა გადასაწყვეტად, მთავრობა მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს და პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს.
• სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღეს, ბათუმში, უმსხვილესი სოციალური პროექტის - „ოცნების ქალაქის“ დაწყება, რომელიც ძალიან მძიმე პირობებში მცხოვრებ ოჯახებს, ღირსეული ცხოვრების პირობებს შეუქმნის.
• დღეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, საფუძველი ჩაუყარეს სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, რითაც აჭარაში არსებული ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა საბოლოოდ გადაიჭრება.
• ამ ტერიტორიაზე წელიწად-ნახევარში 582 ბინისგან შემდგარი კომპლექსი აშენდება. პროექტი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.
• გარდა ამისა, პროექტით განსაზღვრულია საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და 2021 წელს სკოლის აშენება, რაც ადგილზე მცხოვრები ბავშვებისთვის აუცილებია ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად.
• როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ჩვენი ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა და ბავშვებს ჰქონდეთ ღირსეულად ცხოვრების საშუალება.
https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/1602248169913081