• 12 მარტს, საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და საქართველოს უმსხვილეს კომერციულ ბანკებს შორის შეხვედრის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაძლებლობის მიცემას, ისარგებლოს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით (გადაწყვეტილებას ეტაპობრივად შეუერთდება ყველა კომერციული ბანკი).
• მისასალმებელია მთავრობის ძალისხმევა ამ მიმართულებითაც, რადგან ეს არის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ სესხი, მომდევნო 3 თვის განმავლობაში გადასახდელი სესხის ყოველთვიური შენატანი (როგორც ძირი, ასევე პროცენტი) დროებით გადაუვადდეთ.
• ეს დროებითი ღონისძიებაა, რათა ვირუსის გავრცელების არეალის თუ ეკონომიკური/ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და შეინარჩუნონ მსყიდველუნარიანობა (ბიზნესის შემთხვევაში ლიკვიდურობა).
• საშეღავათო პერიოდის გამოყენება ნიშნავს, რომ მსესხებელი ამ 3 თვის განმავლობაში გადასახდელ შენატანს საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ეტაპობრივად გადაიხდის - ერთჯერადად, სესხის დარჩენილ გრაფიკზე თანაბარი გადანაწილების, ან სესხის დარჩენილი ვადიანობის 3 თვით გახანგრძლივების გზით.
• მომდევნო კვირიდან, კომერციული ბანკები დაიწყებენ თავიანთ მომხმარებლებთან მჭიდრო კომუნიკაციას და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან მსესხებლებს იმის შესახებ თუ რა პირობებით შეუძლიათ მათ ამ შეღავათით სარგებლობა, რა ფორმით მოუწევთ გადავადებული შენატანების დაფარვა და ა.შ.
• რა თქმა უნდა აღნიშნული შეღავათით, პირველ რიგში უნდა ისარგებლონ იმ პირებმა, რომლებსაც არ აქვთ დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობის საშუალება (გადახდების განხორციელება ინტერნეტ ბანკინგით ან გადახდის აპარატით), ან/და არ სურთ მიმართონ ბანკის ფილიალს ან/და შეექმნათ ობიექტური ფინანსური გარემოებები რის გამოც გართულებულია შენატანის გაკეთება.
ვრცლად ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო -
https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/879924679134610/?vh=e&d=n