· სახეზეა - ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სწორი ხედვა და ხელშესახები შედეგები, მიუხედავად რთული მემკვიდრეობისა და არაერთი გაუთვალისწინებელი გამოწვევისა;
· პოლიტიკის მთავარი ღერძი კი, კერძო ინიციატივის მხარდაჭერაა, რაც სრულად თანხვედრაშია ევროპულ მიდგომებთან და გულისხმობს კერძო სექტორის გაძლიერებას.
· აგრარულ დარგში სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაზრდილის ქართული პროდუქციის წარმოება. ჩვენ დახლებზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ახალი ქართული ბრენდირებული პროდუქტი ჩნდება, რაც იმპორტის ჩანაცვლების შეუქცევადი პროცესის მაჩვენებელია.საქართველო, ტრადიციულად, აგროსასურსათო წარმოებით გამორჩეული ქვეყანა იყო.
· ხელისუფლების მხრიდან დაპირება იყო შეღავათიან ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. 2013 წლიდან დაიწყო და გრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. უკვე არაერთი წელია აგროსასურსათო სექტორის თითქმის ყველა მიმართულებით მეწარმეებისა და ფერმერებისთვის კრედიტის საპროცენტო განაკვეთი, ხშირ შემთხვევაში ნული, სხვა შემთხვევებში კი, ერთ, ორ ან სამ პროცენტს შეადგენს.
· ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე არის ღვინის მრავალწლიანი, უწყვეტი კულტურა. ჩვენ მსოფლიოსთვის დასაბუთებულად, სამეცნიერო კვლევებით უნდა გვეჩვენებინა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც პირველად მოხდა ვაზის მოშინაურება და ღვინის წარმოება. ყოველივე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი იდენტობისთვის, ქართული კულტურის საერთაშორისო დონეზე კომუნიკაციისთვის. ყოფილი პრემიერის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო მასშტაბურ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ახორციელებს. და თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ ამ კვლევების შედეგების საფუძველზე, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ ღვინის სამშობლო ჩვენი ქვეყანა, საქართველოა!
· ჩვენ ამ სტატუსს ეტაპობრივად ვიბრუნებთ. მიუხედავად მზარდი მოხმარებისა, რაც ტურისტული ნაკადის ზრდითაც არის განპირობებული, აგროსასურსათო პროდუქტის სავაჭრო დეფიციტი ყოველწლიურად სულ უფრო მცირდება. მცირდება იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა, 900 მილიონიდან ეს დეფიციტი 350 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა
· ჩვენ, მდგრადი განვითარების პრინციპებით, შევძლებთ ეკონომიკის განვითარებას გარემოს დაზიანების მინიმუმამდე შემცირებით. დღეისათვის, გაფართოებული ვალდებულებების პირობებში, მწარმოებლებს გარემოზე ზიანის შემცირების მიმართულებით მეტი პასუხისმგებლობა უკვე აქვთ. წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ადეკვატური მაკონტროლებელი სისტემა და მწარმოებელთა პასუხიმგებლობის მუდმივი ზრდა - ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, რაც გარემოს დაცვის გარანტია უნდა გახდეს
· იქ, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა შეზღუდულია, გვაქვს შესაძლებლობა სატყეო მეურნეობები და ტყის ეკონომიკა განვავითაროთ. ჩვენი ქვეყნის 40% ტყეა. ტყით დაფარული ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიმდიდრეა.
· ახალი სატყეო პოლიტიკის ფარგლებში, დავიწყეთ სატყეო-სამეურნეო საქმიანობის განვითარება. ტყე აღარ იქნება მხოლოდ შეშის მოპოვების ადგილი და მას არ ექნება, მხოლოდ სოციალური ფუნქცია. ტყე არის ძალიან მნიშვნელოვანი სასოფლო ეკონომიკის განვითარებისთვის. ახალი კანონმდებლობით, რომელიც უკვე თებერვალში გვექნება, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად. ტყეს შეუძლია მნიშვნელოვანი ეკოტურისტული როლის შესრულება. ჩვენი ტყეები ქმნის უნიკალურ სისტემას, სადაც შენარჩუნებულია ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება. ერთი მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ ტყის მდგრად ეკონომიკურ მართვაზე, მეორე მხრივ, ტყესთან დაკავშირებით ვმუშაობთ კონსერვაციაზე უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.
· ამავე დროს, დაბალანსებული მიდგომით, ვითარდება ეკოტურიზმი, დაცულ ტერიტორიებზე იქმნება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა. სამუშაოები ხორციელდება ყველა სტანდარტის დაცვით, რომ არ მოხდეს გარემოზე ზეწოლა.
· ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, რომელშიც, თავმოყრილი იყო კადრები სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმოებიდან, მელიორაციის განახლებული ინფრასტრუქტურული ობიექტებიდან, საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიებიდან, საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზებიდან.